ავტორი:

"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე

"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევების დროს, სამედიცინო პერსონალის კლინიკური პროტოკოლიდან მკვეთრი გადაცდომის შემთხვევები არ გამოვლენილა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რამდენიმე შემთხვევის ანალიზი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„წინასწარი ანალიზით მკვეთრი გადაცდომა კლინიკური პრაქტიკიდან და იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს აღწერილი გაიდლაინებში, ასეთი მაგალითები არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამ ეტაპზე წინასწარი დასკვნების საფუძველზე ცნობილი. რამდენიმე შემთხვევის ანალიზი კიდევ გრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ისეთ შემთხვევებს, როდესაც საუბარია არა კლინიკურ გადაცდომაზე, არამედ სამსახურეობრივ დაუდევრობაზე, კიდევ უფრო მეტი კვლევა სჭირდება და ასეთი შემთხვევები რეგულირების სააგენტოს მიერ ჯერ არ გასაჯაროებულა.

„ასეთ შემთხვევებს, როდესაც არის საუბარი არა კლინიკურ გადაცდომებზე, არამედ სამსახურეობრივ დაუდევრობაზე, კიდევ მეტი ანალიზი სჭირდება და ასეთი დასკვნები ჯერჯერობით გასაჯაროებული რეგულირების სააგენტოს მიერ არ გვაქვს. როგორც კი იქნება, ამას გაივლის პროფესიული განვითარების საბჭო და ესეც გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან ახალგაზრდებში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან რთულია ვთქვათ, თუ კონკრეტულად რა იყო გარდაცვალების მიზეზი.

„ძალიან ბევრი ძალიან სამწუხარო შემთხვევა იყო, თუნდაც ჩვენი კოლეგა გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ, ესეც იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა. რამ გამოიწვია ეს უეცარი სიკვდილი, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. თრომბოემბოლიური გართულება ამ დაავადებას ახასიათებს და ახასიათებს მთელი რიგი სხვა გართულებებიც, თუმცა ასეთი მოულოდნელი და უეცარი დამძიმება მდგომარეობის რატომ ხდება, ამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, რთული სათქმელია და ყველაზე რთულია ის, რომ მისი პრევენციის გზები მედიცინისთვის ცნობილი არ არის. ამდენად ეს არის ის, რაც ხდება და ყველგან მოხდებოდა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარნეულში, "ავერსის" კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე, რომელიც მანამდე კორონავირუსისგან განიკურნა და სამუშაოს დაუბრუნდა. ის მხოლდო 24 წლის იყო. ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიური გართულებით გარდაიცვალა.

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო..." - ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება... ყველამ იცით, რაც არის აფხაზეთი ჩემთვის" - რას წერს ხოფერია მინისტრად დანიშვნის შემდეგ?

"ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა" - დავით ნარმანია