მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: ჯულიეტა ვაშაყმაძეს შვილიშვილი ბარბარე უკანასკნელ გზაზე მიაცილებს
დღის ფოტო: ჯულიეტა ვაშაყმაძეს შვილიშვილი ბარბარე უკანასკნელ გზაზე მიაცილებს

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სახე, მსა­ხი­ო­ბი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დღეს დაკ­რძა­ლეს. ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ი­დან ემო­ცი­უ­რი ფოტო გა­ავ­რცე­ლა.

კადრში ჩანს ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ბარ­ბა­რე გა­ბუ­ნია, რო­მე­ლიც ბე­ბი­ას უკა­ნას­კნელ გზა­ზე მი­ა­ცი­ლებს.

"შვი­ლიშ­ვი­ლი (ბარ­ბა­რე) უკა­ნას­კნელ გზა­ზე მი­ა­ცი­ლებს ლე­გენ­და­რულ ბე­ბი­ას (ჯუ­ლი­ე­ტას)" - წერს გვა­რა­მია ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე 1961-1962 წლებ­ში იყო კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. გა­და­ღე­ბუ­ლია კი­ნო­ფილ­მებ­ში: "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე", "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან", "პაპა გი­გია", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" და ტე­ლე­ფილმში "მზე ჭი­ქა­ში".

1958 წლი­დან ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რი გახ­და, შემ­დგომ­ში კო­მენ­ტა­ტო­რი, პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო, სა­ბავ­შვო, თე­ატ­რა­ლუ­რი თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ამა თუ იმ დარ­გი­სად­მი მი­ძღვნილ გა­და­ცე­მა­თა წამ­ყვა­ნი, ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ავ­ტო­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო, სი­გე­ლი და მე­და­ლი.

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის წევ­რი. 1996 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი. 1967 - სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
211

გვარამიას ხომ ყველაფერი უკუღმართი უნდა მოეწონოს. რა უბადრუკი ადამიანია!

ქალაქი
15

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქ-ნი ჯულიეტას სული. ეხლაც მახსოვს მისი კარგი ხმა და შემართება, ასე გაიზარდა რამოდენიმე თაობა.

ავტორი:

დღის ფოტო: ჯულიეტა ვაშაყმაძეს შვილიშვილი ბარბარე უკანასკნელ გზაზე მიაცილებს

დღის ფოტო: ჯულიეტა ვაშაყმაძეს შვილიშვილი ბარბარე უკანასკნელ გზაზე მიაცილებს

ქართული ტელევიზიის სახე, მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ტელეწამყვანი დღეს დაკრძალეს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაკრძალვის ცერემონიიდან ემოციური ფოტო გაავრცელა.

კადრში ჩანს ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილიშვილი ბარბარე გაბუნია, რომელიც ბებიას უკანასკნელ გზაზე მიაცილებს.

"შვილიშვილი (ბარბარე) უკანასკნელ გზაზე მიაცილებს ლეგენდარულ ბებიას (ჯულიეტას)" - წერს გვარამია ფოტოს კომენტირებისას.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში... ჩვენი გულები აღუწერელი ბედნიერებითაა სავსე" - ნინო მაჩაიძეს მეორე შვილი შეეძინა

"იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით..." - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

"სტუდენტურ პარლამენტში ბავშვებს მოუწოდებენ მომილოცონ დაბადების დღე და ათი ქულა დაეწერებათ... რამ დაბოღმა სტუდენტი ბავშვი?" - რას წერს გია ვოლსკი "ფეისბუქში"