ავტორი:

ძლიერი მიწისძვრა ხორვატიაში - დანგრეულია შენობები

ძლიერი მიწისძვრა ხორვატიაში - დანგრეულია შენობები

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.

გამოცემა ალ-ჯაზირას კორესპონდენტის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყველაზე უჩვეულო, დრამატული, სენტიმენტალური და ემოციებით სავსე პერიოდი - ფოტოებზე აღბეჭდილი 2020 წლის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"