სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუგიათ, ბავშვები ბებოსთან მარტოები არიანო, მისულან და ჩემი შვილები გაუხარებიათ" - პატრულის მოულოდნელი საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს
"გაუგიათ, ბავშვები ბებოსთან მარტოები არიანო, მისულან და ჩემი შვილები გაუხარებიათ" - პატრულის მოულოდნელი საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს

მცხე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს და­ეხ­მარ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ თან­ხა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი მი­უ­ტა­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახ­ში, სა­დაც პატ­რუ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ოთხი ბავ­შვი ცხოვ­რობს, მათი დედა კი ამ­ჟა­მად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ელზა შენ­გე­ლია შვი­ლე­ბის გა­ხა­რე­ბის გამო პო­ლი­ცი­ას მად­ლო­ბას უხ­დის.

მას AMBEBI.GE კლი­ნი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და:

"ოთხი შვი­ლის დედა ვარ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­ვი­დი და­მი­დას­ტურ­და და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. ჩემი შვი­ლე­ბი მარ­ტო დარ­ჩნენ ბე­ბოს­თან ერ­თად. მათი მამა ცალ­კე ცხოვ­რობს. პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რებ­მა რომ გა­ი­გეს, ბავ­შვე­ბი სახ­ლში დე­დის გა­რე­შე დარ­ჩნენ, თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­სუ­ლან, მი­უ­ტა­ნი­ათ საკ­ვე­ბი, სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი და ფუ­ლიც უჩუ­ქე­ბი­ათ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. ნამ­დვი­ლად მი­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. ბავ­შვე­ბიც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან" - ამ­ბობს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ელზა შენ­გე­ლია.

პატ­რუ­ლის ოჯახ­ში მის­ვლის კად­რე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნონა ბი­ჭი­ნაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. ის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მე­ზო­ბე­ლია:

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და ყვე­ლა იმ კე­თილ ადა­მი­ანს ვი­საც მცხე­თე­ლე­ბის გა­სა­ჭი­რი გულ­თან ახ­ლოს მი­აქვს. დღეს, 29 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ მცხე­თა­ში სა­ა­ხალ­წლოდ ერთ-ერთი ოთხშვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­ა­ხა­რეს. მრა­ვალ­სუ­ლი­ან ოჯახ­ში ოთხი პა­ტა­რა ცხოვ­რობს ბე­ბო­ებ­თან და დე­დას­თან ერ­თად. პან­დე­მი­ის პო­რო­ბებ­ში, ბავ­შვე­ბის დე­დაც ვირუ­სით და­ა­ვად­და და სას­ტუმ­რო­შია.

სოსო გო­ძი­აშ­ვი­ლის, მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ აღ­ნიშ­ნულ ოჯახს ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და სა­ა­ხალ­წლო სა­ნო­ვა­გე მი­არ­თვა.

ყვე­ლას გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შობა ახალ წელს და გი­სურ­ვებთ ასე­თი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­რავ­ლეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და პირ­ველ რიგ­ში ვა­სილ პეტ­რი­აშ­ვილს და სოსო გო­ძი­აშ­ვილს!" - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნონა ბი­ჭი­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
reff
52

es kargia magram sxva gachirvebulebic arian es etyoba axlobelia romelime tanamhromlis

 

არჩი
0

ქებათა ქება პატრულს და საერთოდ ქართულ პოლიციას. 

შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი პოლიციელებით, ურთულეს სიტუაციებში საუკეთესოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გაუგიათ, ბავშვები ბებოსთან მარტოები არიანო, მისულან და ჩემი შვილები გაუხარებიათ" - პატრულის მოულოდნელი საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს

"გაუგიათ, ბავშვები ბებოსთან მარტოები არიანო, მისულან და ჩემი შვილები გაუხარებიათ" - პატრულის მოულოდნელი საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს

მცხეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ. სამართალდამცველებმა მათ თანხა და საკვები პროდუქტები მიუტანეს. აღსანიშნავია, რომ ოჯახში, სადაც პატრულები იმყოფებოდნენ, ოთხი ბავშვი ცხოვრობს, მათი დედა კი ამჟამად ინფიცირებულია და კოვიდსასტუმროში იმყოფება. ელზა შენგელია შვილების გახარების გამო პოლიციას მადლობას უხდის.

მას AMBEBI.GE კლინიკაში დაუკავშირდა:

"ოთხი შვილის დედა ვარ, რამდენიმე დღის წინ კოვიდი დამიდასტურდა და კოვიდსასტუმროში გადამიყვანეს. ჩემი შვილები მარტო დარჩნენ ბებოსთან ერთად. მათი მამა ცალკე ცხოვრობს. პოლიციის ინსპექტორებმა რომ გაიგეს, ბავშვები სახლში დედის გარეშე დარჩნენ, თავისი ინიციატივით მისულან, მიუტანიათ საკვები, საახალწლო საჩუქრები და ფულიც უჩუქებიათ ჩემი შვილებისთვის. ნამდვილად მიულოდნელი იყო, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ბავშვებიც ძალიან გახარებულები არიან" - ამბობს მრავალშვილიანი დედა ელზა შენგელია.

პატრულის ოჯახში მისვლის კადრები "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელმა ნონა ბიჭინაშვილმა გაავრცელა. ის მრავალშვილიანი ოჯახის მეზობელია:

"მადლობა მინდა გადავუხადო მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციას და ყველა იმ კეთილ ადამიანს ვისაც მცხეთელების გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვს. დღეს, 29 დეკემბერს ქალაქ მცხეთაში საახალწლოდ ერთ-ერთი ოთხშვილიანი ოჯახი გაახარეს. მრავალსულიან ოჯახში ოთხი პატარა ცხოვრობს ბებოებთან და დედასთან ერთად. პანდემიის პორობებში, ბავშვების დედაც ვირუსით დაავადდა და სასტუმროშია.

სოსო გოძიაშვილის, მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მაიორის ინიციატივით მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ ოჯახს ფულადი დახმარება გაუწია და საახალწლო სანოვაგე მიართვა.

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და გისურვებთ ასეთი კეთილი ადამიანების სიმრავლეს ჩვენს საზოგადოებაში. მადლობა მინდა გადავუხადო მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციას და პირველ რიგში ვასილ პეტრიაშვილს და სოსო გოძიაშვილს!" - წერს ოჯახის ახლობელი ნონა ბიჭინაშვილი "ფეისბუქზე".

"ისე თბილად ექცეოდნენ პოლიციელები, რომ მოიყვანეს, მათგან წამოსვლა აღარ უნდოდა" - გლდანში დაკარგული 3 წლის ბავშვი პატრულმა იპოვა

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ირაკლი გურჩიანი - მომხმარებელზე ზრუნვა ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია