საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, მომართვების საფუძველზე სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა.
სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ასახავს მხოლოდ იმ მიზანშეწონილ ხარჯებს, რაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას ელექტროენერგიის საიმედო და შეუფერხებელი მიწოდებისთვის.
ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საქმიანობების განცალკევება, კერძოდ, ერთი კომპანია აღარ განახორციელებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მიწოდების ტარიფი 29 დეკემბრის სხდომაზე სემეკის მიერ დადგინდა 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა აღნიშნული ცვლილება არსებული პირობების ფარგლებში, დღეს დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს.
ელექტროენერგიის ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სს "ენერგო პრო ჯორჯიას" ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:
სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: