მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა
"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

შპს "ზე­გის“ გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია, მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თხოვ­ნი­სა, მე­სა­მე პი­რებს ვერ გა­და­ე­ცე­მა, რად­გან ის კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ბოლო დღე­ებ­ში, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი­სა და მათი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ შპს “ზეგ”-ის მი­მართ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის თით­ქოს­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­რი­გე­ბა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი “ბრალ­დე­ბა” უკავ­შირ­დე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პის ოჯა­ხი­სათ­ვის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნას.

გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი არ აკე­თებ­და არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს იმ უსა­ფუძ­ვლო “ბრალ­დე­ბე­ბის” თა­ო­ბა­ზე, რაც მათ შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბო­და. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან უდი­დეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის მიერ მა­ს­მე­დი­ის, თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ, შე­თხზუ­ლი “ბრალ­დე­ბე­ბის” გამო, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის სურ­ვი­ლით, ისი­ნი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავს იკა­ვებ­დნენ.

უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა კომ­პა­ნია “ზეგ”-ის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­რი­გე­ბა­ში შეს­ვლის ბრალ­დე­ბით იმ მი­ზე­ზით, რომ კომ­პა­ნი­ას გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­მო­არ­თვეს ყვე­ლა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კა და და­უ­ლუ­ქეს ოფი­სი. გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი აბ­სურ­დუ­ლი “ბრალ­დე­ბე­ბის” ფონ­ზე, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ სს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა” კომ­პა­ნი­ას ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე და­უ­ხუ­რა სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რის შე­დე­გად შე­წყდა ინ­ვეს­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ამას ემა­ტე­ბა მათი და კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თა ბუ­ლინ­გი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სხვა­დას­ხვა პირ­თა მხრი­დან, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე “ცნო­ბი­ლი” ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის­გან.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პის ოჯა­ხი­სათ­ვის გა­და­ცე­მას, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ლეპ­ტო­პი არის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და კომ­პა­ნია “ზეგ”-ი არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, დი­რექ­ტი­ვე­ბი მის­ცეს პრო­კუ­რა­ტუ­რას.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ­ში ლეპ­ტო­პის მისი მე­სა­კუთ­რის­თვის, კომ­პა­ნია “ზეგ”-ის­თვის დაბ­რუ­ნე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თხოვ­ნის თუ მო­თხოვ­ნი­სა და ოჯა­ხის დამ­ცვე­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი­სა, კომ­პა­ნია მის პარტნი­ო­რებ­თან არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და მას­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცეს მე­სა­მე პი­რებს, რად­გან იგი წარ­მო­ად­გენს კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას, რო­მე­ლიც კავ­შირ­შია მის პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­თან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა მე­სა­მე პი­რე­ბის­თვის გა­მო­იწ­ვევს კომ­პა­ნია “ზეგ”-ის პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბას.

ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ კომ­პა­ნია “ზეგ”-ი არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

დროა, შე­წყდეს კომ­პა­ნი­ის მი­მართ ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი, მათ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა. აქვე ვა­ცხა­დებთ, რომ არ ვა­პი­რებთ წა­მო­ვე­გოთ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ პრო­ვო­კა­ცი­ებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მივ­მარ­თავთ სა­მარ­თლებ­რივ ზო­მებს", - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გე
27

ეს ცხონებული აშკარად ცალმხრივ სიყვარულს შეეწირა და რა მოხდება რა გახდა ერთი ძველი ნახმარი ლეპტოპი ოჯახს სახსოვრად, რომ დარჩეს ისედაც მერე ან ჩამოწერენ ან აუქციონზე გაყიდიან ჯობდა ამ გრანტიჭამია ფირმას ბოლომდე პატივი ეცა დაზარალებული ოჯახისათვის 

მედა
25

ასეთი რამეების გამოა მერე საზოგადოებას უჩნდება ეჭვები,მართლაც დიდი ამბავი ის ლეპტოპი,რომ დედას დარჩენოდა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

შპს "ზეგის“ განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპი, რომელიც ამჟამად პროკურატურაშია, მიუხედავად ოჯახის მიერ დაფიქსირებული თხოვნისა, მესამე პირებს ვერ გადაეცემა, რადგან ის კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

"ბოლო დღეებში, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატების მიერ შპს “ზეგ”-ის მიმართ ვრცელდება ინფორმაცია კომპანიის თითქოსდა, პროკურატურასთან გარიგებაში შესვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული “ბრალდება” უკავშირდება თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპის ოჯახისათვის გადაცემის მოთხოვნას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე, კომპანიის მენეჯმენტი არ აკეთებდა არანაირ კომენტარს იმ უსაფუძვლო “ბრალდებების” თაობაზე, რაც მათ შესახებ ვრცელდებოდა. 6 თვის განმავლობაში, კომპანიის თანამშრომლები განიცდიან უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს სხვადასხვა პირების მიერ მასმედიის, თუ სოციალური ქსელების საშუალებებით გავრცელებული ცრუ, შეთხზული “ბრალდებების” გამო, მაგრამ გარდაცვლილის პატივისცემისა და გამოძიების ობიექტურად ჩატარების მხარდაჭერის სურვილით, ისინი კომენტარებისგან თავს იკავებდნენ.

უბრალოდ სასაცილოა კომპანია “ზეგ”-ის დადანაშაულება პროკურატურასთან გარიგებაში შესვლის ბრალდებით იმ მიზეზით, რომ კომპანიას გამოძიების დაწყებისთანავე ჩამოართვეს ყველანაირი ტექნიკა და დაულუქეს ოფისი. გაჟღერებული აბსურდული “ბრალდებების” ფონზე, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ სს “საქართველოს ბანკმა” კომპანიას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაუხურა საბანკო ანგარიშები, რის შედეგად შეწყდა ინვესტორთან ურთიერთობა და ამჟამად კომპანია აღარ ფუნქციონირებს. ამას ემატება მათი და კომპანიის ხელმძღვანელთა ბულინგი სოციალური ქსელებით სხვადასხვა პირთა მხრიდან, მათ შორის საზოგადოებისთვის უკვე “ცნობილი” ბაჩანა ლობჟანიძისგან.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპის ოჯახისათვის გადაცემას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ლეპტოპი არის პროკურატურაში და კომპანია “ზეგ”-ი არ არის უფლებამოსილი, დირექტივები მისცეს პროკურატურას.

რაც შეეხება მომავალში ლეპტოპის მისი მესაკუთრისთვის, კომპანია “ზეგ”-ისთვის დაბრუნებას. მიუხედავად ოჯახის მიერ დაფიქსირებული თხოვნის თუ მოთხოვნისა და ოჯახის დამცველის მიერ გაჟღერებული გაფრთხილებებისა, კომპანია მის პარტნიორებთან არსებული ხელშეკრულებებით შეზღუდულია აღნიშნული კომპიუტერული მოწყობილობა და მასში არსებული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რადგან იგი წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც კავშირშია მის პარტნიორ კომპანიებთან და აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისთვის გამოიწვევს კომპანია “ზეგ”-ის პასუხისგებლობას.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კომპანია “ზეგ”-ი არის დაზარალებული.

დროა, შეწყდეს კომპანიის მიმართ ორკესტრირებული შეტევები, მათ თანამშრომლებზე საუბარი და დაუსრულებელი ცილისწამება. აქვე ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ წამოვეგოთ ხელოვნურად შექმნილ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ სამართლებრივ ზომებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ვახტანგ ახვლედიანი არის ცრუ მოწმე - არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი, არ დაუნახავს წყალში დახრჩობა" - ვასილ მამულაშვილი

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს