სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა" - პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე და შეზღუდვების შედეგზე
"საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა" - პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე და შეზღუდვების შედეგზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მედ­პერ­სო­ნა­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20 000-მდე შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­ის 2 თა­ნამ­შრო­მე­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

"ზუსტ ციფ­რებს ვერ მო­გახ­სე­ნებთ, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 20 000-მდე ჩემი კო­ლე­გაა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მთლი­ა­ნად სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი. ეს არის ექი­მი, ექთა­ნი, უმ­ცრო­სი ექი­მი, სა­ნი­ტა­რი, მძღო­ლი და ყვე­ლა, ვინც არის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბით. ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში 2 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავს ახლა. სულ და­ახ­ლო­ე­ბით 20-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი დაგ­ვი­ინ­ფი­ცირ­და. სამ­სა­ხურ­ში არც ერთი შიდა გა­და­ცე­მა არ გვქო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვებ­მა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა. იმ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ეც­დე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად შეხ­ვდეს ახალ წელს და თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, 10 იან­ვრი­დან 20 იან­ვრამ­დე შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტოს.

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყველ­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ მო­ლებ­ში კარ­გად არის და­ცუ­ლი წე­სე­ბი - დის­ტან­ცია და ნი­ღა­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბულ გარ­თუ­ლე­ბას არ ვე­ლო­დე­ბით. შე­ზღუდ­ვებ­მა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა და მგო­ნი, ამას ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა ხე­დავს, მის გარ­შე­მო რო­გო­რი იყო ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ავა­დო­ბა და რო­გო­რი არის დღეს. ეს ყვე­ლა­ზე უკეთ იგ­რძნეს ჩემ­მა კლი­ნი­ცის­ტმა კო­ლე­გებ­მა, რომ­ლებ­საც ოდ­ნავ ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ ამ დღე­ებ­ში. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის სტა­ბი­ლუ­რი და მყი­ფეა. არ მგო­ნია, რომ მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნამ და ვაჭ­რო­ბამ დი­დად მო­უ­მა­ტოს შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ში­ნებს ახა­ლი წელი, რო­დე­საც ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ძვე­ლე­ბუ­რად შე­ეც­დე­ბა შეხ­ვდეს ახალ წელს და მო­ი­ნა­ხუ­ლოს თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, 10 იან­ვრი­დან 20 იან­ვრამ­დე შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვებ­მა მო­ი­მა­ტოს“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა" - პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე და შეზღუდვების შედეგზე

"საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა" - პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე და შეზღუდვების შედეგზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მედპერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაბორატორიის 2 თანამშრომელია დაინფიცირებული.

"ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ დაახლოებით 20 000-მდე ჩემი კოლეგაა დაინფიცირებული მთლიანად სამედიცინო სამსახურში დასაქმებული. ეს არის ექიმი, ექთანი, უმცროსი ექიმი, სანიტარი, მძღოლი და ყველა, ვინც არის დაკავებული სამედიცინო საქმიანობით. ლუგარის ლაბორატორიაში 2 ინფიცირებული გვყავს ახლა. სულ დაახლოებით 20-ზე მეტი თანამშრომელი დაგვიინფიცირდა. სამსახურში არც ერთი შიდა გადაცემა არ გვქონია“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. იმნაძე ამბობს, რომ ბევრი ადამიანი შეეცდება ძველებურად შეხვდეს ახალ წელს და თავისი ახლობლები მოინახულოს. შესაბამისად, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატოს.

"ჩემი ინფორმაციით, ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში კარგად არის დაცული წესები - დისტანცია და ნიღაბი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და მგონი, ამას ჩვენი შეფასება არ სჭირდება, ყველა ხედავს, მის გარშემო როგორი იყო ნოემბრის ბოლოს ავადობა და როგორი არის დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩემმა კლინიცისტმა კოლეგებმა, რომლებსაც ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ ამ დღეებში. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის სტაბილური და მყიფეა. არ მგონია, რომ მაღაზიების გახსნამ და ვაჭრობამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვი, ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

"ტაქსის მძღოლებისთვის კორონავირუსზე ტესტი უფასო იქნება" - პაატა იმნაძე

"თელასის“ და "ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა