ავტორი:

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემქნილი რუსული ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულზე პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა "რასია 1-ს" განუცხადა.

"მან თქვა, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს. გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ელოდება ფორმალური მხარის მოგვარებას", - ამბობს პესკოვი.

ცნობისთვის, რუსეთში დეკემბერში დაიწყო ნებაყოფლობითი ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ "სპუტნიკ V"-ით. თავდაპირველად ვაქცინას უკეთებენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.

68 წლის ვლადიმერ პუტინმა აქამდე უკვე განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და ვერ ხედავს მიზეზს იმისას, თუ რატომ უნდა თქვას უარი მასზე. ამასთან პუტინის განცხადებითვე, აგვისტოში ვაქცინის კლინიკურ კვლევებში ჩართული იყო მისი გოგონა, რომელიც თავს ახლა კარგად გრძნობს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე რუსეთში ვირუსის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის 54 778 პაციენტი გარდაიცვალა, 2,4 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

5 გარდაცვლილი და 20 დაშავებული - ძლიერი მიწისძვრის შედეგები ხორვატიაში

ძლიერი მიწისძვრა ხორვატიაში - დანგრეულია შენობები

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს