პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამტრედიაში დააკავეს პირი, რომელმაც მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა - რა განცხადებას ავრცელებს შსს მომხდარის შესახებ
სამტრედიაში დააკავეს პირი, რომელმაც მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა - რა განცხადებას ავრცელებს შსს მომხდარის შესახებ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.გ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

შსს-ის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 26 დე­კემ­ბერს, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­მა­ღა­ლა­ში, მე­ზობ­ლურ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში მყოფ მე­ზო­ბელს - 1967 წელს და­ბა­დე­ბულ კ.ნ.-ს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბ.გ., მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

hehebooii
9

ოცნების ამომრჩევლებო ხომ აგიხდათ ოცნება? კრიმინალი ჭირვით მომრავლდა და თქვენი ბლუ მინისტრი კიდევ თავს იწონებს

ავტორი:

სამტრედიაში დააკავეს პირი, რომელმაც მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა - რა განცხადებას ავრცელებს შსს მომხდარის შესახებ

სამტრედიაში დააკავეს პირი, რომელმაც მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა - რა განცხადებას ავრცელებს შსს მომხდარის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ის ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

მარნეულში, მიკროავტობუსში კაცის ცხედარი იპოვეს

"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა