კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცებ დერეფანში გამაჩერა...ემოციისგან ხმა ჩამიწყდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე
"უცებ დერეფანში გამაჩერა...ემოციისგან ხმა ჩამიწყდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სახე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი და მსა­ხი­ო­ბი, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წწე­რა. ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე კი უნი­კა­ლურ ფო­ტოს გვი­ზი­ა­რებს და წერს:

"ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტოა პირ­ვე­ლი არ­ხის მა­შინ­დე­ლი " ნი­უ­სა­ვი­კე­ბი" ვართ არას­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით. სა­ა­ხალ­წლო გა­მოშ­ვე­ბაა და ბო­ლოს ყვე­ლა ეთერ­ში შე­ვე­დით ჯუ­ლი­ე­ტას­თან სწო­რედ ჯუ­ლი­ე­ტას გამო დავ­დე ახლა ეს ფოტო...დიდ ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე აღარ არის!...სულ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და მუ­შა­ო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში.ცხელ წერ­ტი­ლებ­ში დავ­დი­ო­დი, გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დი და ნი­უს­შიც ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ჯერ მა­ინც სრუ­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი რა არის ტე­ლე­ვი­ზია.

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს მხო­ლოდ ეთე­რი­დან ვიც­ნობ­დი და ჩემ­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის ღმერ­თი იყო. ერთხე­ლაც უცებ დე­რე­ფან­ში გა­მა­ჩე­რა, ხელი და­მა­დო მხარ­ზე და მე­უბ­ნე­ბა: სულ გი­ყუ­რებ და რა კარ­გი გოგო ხარ! ნამ­დვი­ლი ხარ და სულ ასე გა­აგ­რძე­ლე,იცო­დე ზუს­ტად ესაა ტე­ლე­ვი­ზია, ერთ "ფალშსაც" არ გვა­პა­ტი­ებ­სო". გა­ვოგნ­დი, ემო­ცი­ის­გან ხმა ჩა­მი­წყდა და მხო­ლოდ უაზ­როდ ვი­ღი­მე­ბო­დი.მან კი გა­აგ­რძე­ლა - "იცო­დე, შენ წინ ბევ­რი კარ­გი გე­ლო­დე­ბა, მე კი სულ შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვიქ­ნე­ბი და შენ­ზე ყველ­გან კარ­გს ვი­ტყვიო" ...გა­და­მეხ­ვია, გა­დამ­კოც­ნა და გზა გა­აგ­რძე­ლა...

მას შემ­დეგ უამ­რავ­ჯერ შევ­ხვდით, დავ­მე­გობ­რდით კი­დეც. და­მი­რე­კავ­და, ამ­ბავს იკი­თხავ­და. მერე უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე ვუ­რე­კავ­დი.ბო­ლოს თვი­თონ როცა აღარ შე­ეძ­ლო ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუ­ხი, მის მე­უღ­ლეს­თან ვკი­თხუ­ლობ­დი მის ამ­ბავს....მაგ­რამ აღა­რას­დროს მი­კი­თხავს რა­ტომ გა­მა­ჩე­რა მა­შინ და რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კა ისე. ამას მე თვი­თონ მივ­ხვდი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და კი­თხვაც აღარ დამ­ჭირ­და. ის უბ­რა­ლოდ ასე­თი იყო-თვი­თონ იყო ნამ­დვი­ლი და ვინც მო­ე­წო­ნე­ბო­და, ვის ნა­მუ­შე­ვარ­საც კარ­გად ჩათ­ვლი­და-უნ­დო­და მის­თვის გული გა­ე­ხა­რე­ბი­ნა და ეს პირ­და­პირ ეთ­ქვა.

სხვე­ბი­ვით არ იბოღ­მე­ბო­და სხვი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბით. უხა­რო­და ახა­ლი თა­ო­ბე­ბის მოს­ვლა და მათი წარ­მა­ტე­ბე­ბი,უხა­რო­და ბევ­რი და კარ­გი მა­ტე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და ამას ღიად გა­მო­ხა­ტავ­და ყო­ველ­თვის. მას ჰქონ­და უნა­რი რო­გო­რი ვარ­სკვლა­ვიც იყო ტე­ლე­ეკ­რან­ზე, ისე­თი­ვე კაშ­კა­შა და ნა­თე­ლი ვარ­სკვლა­ვი ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც.

ამ დღე­ებ­ში ბევ­რს გა­იხ­სე­ნე­ბენ მის შე­სა­ხებ.ბევ­რიც და­ი­წე­რე­ბა მას­ზე,გა­ახ­სენ­დე­ბათ მისი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა, როცა მხო­ლოდ ერთი და­ხედ­ვით დას­ტა ფურ­ცლებ­ზე ნა­წერს იმახ­სოვ­რებ­და და არას­დროს ჩა­უ­ხე­დავს ეთე­რის დროს " შპარ­გალ­კა­ში". გა­იხ­სე­ნე­ბენ რო­გო­რი კე­თი­ლი იყო,რო­გო­რი ხა­ლი­სი­ა­ნი და რომ ზამ­თარ­შიც კი არას­დროს იც­ვამ­და წინ­დებს....

ყვე­ლა თა­ვის ჯუ­ლი­ე­ტას გა­იხ­სე­ნებს და ამით გა­მო­ე­თხო­ვე­ბა ჩვენს დიდ ლე­გენ­დას,ლე­გენ­დას, რო­მე­ლიც მარ­თლა მთელ ეპო­ქას­თან ასო­ცირ­დე­ბა...ჩემი ჯუ­ლი­ე­ტა კი ასე­თია - თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი, არას­დროს დამ­ვი­წყე­ბია და სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ არ და­მა­ვი­წყდე­ბა მისი ეს საქ­ცი­ე­ლი - როცა კაშ­კა­შა ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი დამ­წყებ ჟურ­ნა­ლისტ გო­გოს­თან მო­ვი­და და შე­მა­გუ­ლი­ა­ნა -" მე შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარო"...მიყ­ვარს ჩემი წილი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე ნახ­ვამ­დის კარ­გო ადა­მი­ა­ნო!შეხ­ვედ­რამ­დე სხვა სამ­ყა­რო­ში!..." - წერს მაკა რაზ­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
1
რა თბილი სიტყვებია.ვიზიარებ ქალბატონი ჯულიეტას ოჯახის მწუხარებას!
gio
0

ქალბატონ ჯულიეტასნაირი პოზიტიური ჟურნალისტი იშვიათია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"უცებ დერეფანში გამაჩერა...ემოციისგან ხმა ჩამიწყდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"უცებ დერეფანში გამაჩერა...ემოციისგან ხმა ჩამიწყდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

ქართული ტელევიზიის სახე, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მსახიობი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწწერა. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე კი უნიკალურ ფოტოს გვიზიარებს და წერს:

"ეს ისტორიული ფოტოა პირველი არხის მაშინდელი " ნიუსავიკები" ვართ არასრული შემადგენლობით. საახალწლო გამოშვებაა და ბოლოს ყველა ეთერში შევედით ჯულიეტასთან სწორედ ჯულიეტას გამო დავდე ახლა ეს ფოტო...დიდ ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის!...სულ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა ტელევიზიაში.ცხელ წერტილებში დავდიოდი, გადაცემას ვაკეთებდი და ნიუსშიც ვიყავი. თუმცა ჯერ მაინც სრულად ვერ აღვიქვამდი რა არის ტელევიზია.

ჯულიეტა ვაშაყმაძეს მხოლოდ ეთერიდან ვიცნობდი და ჩემთვის ტელევიზიის ღმერთი იყო. ერთხელაც უცებ დერეფანში გამაჩერა, ხელი დამადო მხარზე და მეუბნება: სულ გიყურებ და რა კარგი გოგო ხარ! ნამდვილი ხარ და სულ ასე გააგრძელე,იცოდე ზუსტად ესაა ტელევიზია, ერთ "ფალშსაც" არ გვაპატიებსო". გავოგნდი, ემოციისგან ხმა ჩამიწყდა და მხოლოდ უაზროდ ვიღიმებოდი.მან კი გააგრძელა - "იცოდე, შენ წინ ბევრი კარგი გელოდება, მე კი სულ შენი გულშემატკივარი ვიქნები და შენზე ყველგან კარგს ვიტყვიო" ...გადამეხვია, გადამკოცნა და გზა გააგრძელა...

მას შემდეგ უამრავჯერ შევხვდით, დავმეგობრდით კიდეც. დამირეკავდა, ამბავს იკითხავდა. მერე უკვე მოგვიანებით, მე ვურეკავდი.ბოლოს თვითონ როცა აღარ შეეძლო ტელეფონზე პასუხი, მის მეუღლესთან ვკითხულობდი მის ამბავს....მაგრამ აღარასდროს მიკითხავს რატომ გამაჩერა მაშინ და რატომ მელაპარაკა ისე. ამას მე თვითონ მივხვდი მოგვიანებით და კითხვაც აღარ დამჭირდა. ის უბრალოდ ასეთი იყო-თვითონ იყო ნამდვილი და ვინც მოეწონებოდა, ვის ნამუშევარსაც კარგად ჩათვლიდა-უნდოდა მისთვის გული გაეხარებინა და ეს პირდაპირ ეთქვა.

სხვებივით არ იბოღმებოდა სხვისი წარმატებებით. უხაროდა ახალი თაობების მოსვლა და მათი წარმატებები,უხაროდა ბევრი და კარგი მატება ტელევიზიაში და ამას ღიად გამოხატავდა ყოველთვის. მას ჰქონდა უნარი როგორი ვარსკვლავიც იყო ტელეეკრანზე, ისეთივე კაშკაშა და ნათელი ვარსკვლავი ყოფილიყო ადამიანებთან ურთიერთობაშიც.

ამ დღეებში ბევრს გაიხსენებენ მის შესახებ.ბევრიც დაიწერება მასზე,გაახსენდებათ მისი ფენომენალური მეხსიერება, როცა მხოლოდ ერთი დახედვით დასტა ფურცლებზე ნაწერს იმახსოვრებდა და არასდროს ჩაუხედავს ეთერის დროს " შპარგალკაში". გაიხსენებენ როგორი კეთილი იყო,როგორი ხალისიანი და რომ ზამთარშიც კი არასდროს იცვამდა წინდებს....

ყველა თავის ჯულიეტას გაიხსენებს და ამით გამოეთხოვება ჩვენს დიდ ლეგენდას,ლეგენდას, რომელიც მართლა მთელ ეპოქასთან ასოცირდება...ჩემი ჯულიეტა კი ასეთია - თბილი და საყვარელი, არასდროს დამვიწყებია და სანამ ცოცხალი ვარ არ დამავიწყდება მისი ეს საქციელი - როცა კაშკაშა ტელევარსკვლავი დამწყებ ჟურნალისტ გოგოსთან მოვიდა და შემაგულიანა -" მე შენი გულშემატკივარი ვარო"...მიყვარს ჩემი წილი ჯულიეტა ვაშაყმაძე ნახვამდის კარგო ადამიანო!შეხვედრამდე სხვა სამყაროში!..." - წერს მაკა რაზმაძე.

"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა...დედა, ჩემი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს" - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"ოქროს ბიჭუნა...ზღაპრის გმირს ჰგავს" - გიორგი მარგველაშვილის უმცროსი შვილი, თომა სამი წლის გახდა (ფოტოები)

რა ღირს "ოცნების ფეხსაცმელი", რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში ძალიან პოპულარულია?