მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მომავალ წლამდე არ განიხილავენ
პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მომავალ წლამდე არ განიხილავენ

პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რე­ბის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­მა­ვალ წლამ­დე არ მოხ­დე­ბა.

სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტის დღის წეს­რიგ­ში, შე­საძ­ლოა, რიგ­გა­რე­შე სე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში - იან­ვარ­ში, ან სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე შე­ვი­დეს.

სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას 54 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ითხოვს, რო­მელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბიც უკვე პარ­ლა­მენ­ტშია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვის ვა­დებს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი ად­გენს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მოხ­სნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტი სწავ­ლობს და დას­კვნას ამ­ზა­დებს არა­უ­ად­რეს 8 და არა­უგ­ვი­ა­ნეს 15 დღი­სა.

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აქ­ცენ­ტი რეგ­ლა­მენ­ტის იმ ჩა­ნა­წერ­ზე გა­ა­კე­თა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის სე­სი­ებს შო­რის პე­რი­ოდ­ში, რეგ­ლა­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის დი­ნე­ბა ჩერ­დე­ბა.

“კო­მი­ტე­ტი ყვე­ლა ამ გან­ცხა­დე­ბას ვა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­ხი­ლავს. როცა სე­სია წყდე­ბა, ვა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც წყდე­ბა და როცა სე­სია გა­ნახ­ლდე­ბა, მა­შინ ხდე­ბა ვა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად ან მო­მა­ვა­ლი წლის იან­ვარ­ში უნდა მო­ვიწ­ვი­ოთ რიგ­გა­რე­შე სე­სია ან თე­ბერ­ვალ­ში, როცა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სია გა­იხ­სნე­ბა, მა­შინ გან­ვი­ხი­ლოთ“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა არ და­უ­წე­რია მხო­ლოდ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ორ წარ­მო­მად­გე­ნელს, “გირ­ჩის“ სიით შე­სულ პარ­ლა­მენ­ტის სამ წევ­რს და ერთ დე­პუ­ტატს “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან“. პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი ყვე­ლა სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მან­და­ტის შე­წყვე­ტას ითხოვს და ამ ფორ­მით პრო­ტესტს 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს უცხა­დებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
1

ეს უკვე ოპოზიციასთან ვაჭრობაა.

მთავრობას!
1

საინტერესოა რატომ არ უწყვეტთ ნაცებს და ევროპელებს უფლებამოსილებას? იქნებ ახალ არჩევნებზეც დაეთანხმოდ? იცოდეთ თქვენს მომხრეებს უკვე ყველაფერი მობეზრდად, დასასრული როდის ექნება ვითომ ოპოზიციის (ხალხის მტრების) მიერ ლანძღვას, გინებას, ტვინგამორეცხილებად შერაცხვას ვინც თქვენ ხმა მოგცად. დაიღალა, მოთმინების ფიალა აევსო ხალხს, რას ელოდებით ათიათასობით ხალხის ქუჩაში გამოსვლას. თუ არ შეგიძლიათ ოპოზიციას მოუაროთ, მაშინ საქართველოს როგორ მიხედავთ? კმარააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მომავალ წლამდე არ განიხილავენ

პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მომავალ წლამდე არ განიხილავენ

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მომავალ წლამდე არ მოხდება.

საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში, შესაძლოა, რიგგარეშე სესიის შემთხვევაში - იანვარში, ან საგაზაფხულო სესიაზე შევიდეს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 54 ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, რომელთა განცხადებებიც უკვე პარლამენტშია.

აღნიშნული განცხადებების განხილვის ვადებს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სწავლობს და დასკვნას ამზადებს არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქცენტი რეგლამენტის იმ ჩანაწერზე გააკეთა, რომლის მიხედვით, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში, რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება.

“კომიტეტი ყველა ამ განცხადებას ვადების შესაბამისად განიხილავს. როცა სესია წყდება, ვადის მიმდინარეობაც წყდება და როცა სესია განახლდება, მაშინ ხდება ვადის მიმდინარეობის გაგრძელება. საკითხის განსახილველად ან მომავალი წლის იანვარში უნდა მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია ან თებერვალში, როცა პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, მაშინ განვიხილოთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერია მხოლოდ პარტია “მოქალაქეების“ ორ წარმომადგენელს, “გირჩის“ სიით შესულ პარლამენტის სამ წევრს და ერთ დეპუტატს “პატრიოტთა ალიანსიდან“. პარლამენტში შესული ყველა სხვა ოპოზიციონერი მანდატის შეწყვეტას ითხოვს და ამ ფორმით პროტესტს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს უცხადებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ჭირვეულის მორჯულება" ხდება" - რას ამბობს გიგი უგულავა ხელისუფლებაზე

ელენე ხოშტარია: "მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება"