თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო. ასევე მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.