ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 208 პირი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 203 547-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა - 81, იმერეთი - 185, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 63, გურია - 26 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 613, აჭარაში - 541, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 106, იმერეთში - 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 84, იმერეთში - 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 - თბილისში, 620 - აჭარაში, 100 - იმერეთში. 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 187, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 974 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 713 პირი, აჭარაში - 3 451, იმერეთში - 4 858.
ფაქტია იკლო ვირუსმა რაც არ უნდა თქვათ ეხლა ცოტა ტესტი გაკეთდაო მე რაიონში ვცხოვრობ და როგორც ერთი ან ორი თვის წინ ყოველი მხრიდან მესმოდა იმას ვირუსი აქ ამას ვირუსი აქ ასეთები უკვე აღარ მესმის ალბათ ასეა სხვაგანაც მარა დარწმუნებული ვარ ასი პროცენტით 3 იანვრიდან მესმე და ძლიერი ტალღა დაგვარტყამს . დასკვნა თქვენტვის მომინდია.
ეხლა საახალწლოდ ჩამოვლენ ეს მშიერმუცელა ქალაქელები კახეთში ღორების დაკვლაზე და ჩამოგვიტანენ ისევ ვირუსს როგორც რთველში. ძალიან გთხოვთ კახეთში ნუ ჩამოხვალ და იმ ხუთ კილო ხორცს სახლში გამოგიგზავნით. ძალიან გთხოვთ არ დაბლოკოთ.