აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოდის ინდუსტრიაში მთავარი გამოცემების რედაქტორებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მას შემდეგ, რაც მელანია ამერიკის პირველი ლედია, მისი ფოტო არასდროს დაუბეჭდავთ ყდაზე.
აღნიშნულ თემაზე პოსტი ტრამპმა "ტვიტერზე“გამოაქვეყნა, სადაც მელანიას ყველა დროის საუკეთესო პირველი ლედი უწოდა. მისივე აზრით, "მოდის პრესაში ელიტარულმა სნობებმა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ელეგანტური პირველი ლედი უარყვეს...ყალბი ინფორმაციები“, - აღნიშნავს ტრამპი.
ტრამპის მხარდამჭერებმა უკვე დიდი ხანია შენიშნეს, თუ როგორ არ სწყალობენ მელანიას მოდის ინდუსტრიის წამყვანი გამოცემები და ხშირად ადანაშაულებდნენ ისინი პრესას თავიანთი "ლიბერალი სათაყვანებელი ადამიანის“ მიშელ ობამას, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ცოლის მხარდაჭერაში, რომელიც 12 გამოცემის ყდაზე დაბეჭდეს თავისი პირველი ლედობის პერიოდში, მათ შორის სამჯერ "ვოგის“ გარეკანზე.
"თუ ლიბერალური მეინსტრიმული მედიის უსირცხვილო და მიკერძოებული ქმედების მტკიცებულება გაინტერესებთ გეტყვით, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე უფრო განსაცვიფრებელი პირველი ლედი არასდროს დაუბეჭდიათ მთავარი მოდური ჟურნალების გარეკანზე“, - წერდა "ტვიტერზე“ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში ამერიკელი მსახიობი და ტრამპის მხარდამჭერი ჯეიმს ვუდსი.
როგორც გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს, ტრამპის პოლიტიკის მიმართ სხვადასხვა ჯურნალების გამომცემელთა დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ამის შესახებ ზოგიერთი მათგანი ღიადაც საუბრობს. განსაკუთრებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენდა Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური.
“შენ უნდა დადგე იქ, რისიც გჯერა და უნდა გქონდეს საკუთარი მოსაზრება“, - თქვა ანა ვინტურმა 2019 წელს CNN-თან ინტერვიუში.
მელანია ტრამპი თავის მხრივ კრიტიკის ობიექტი გახდა ვოგის მკითხველთა და ჟურნალის გამომცემელთა მხრიდან 2020 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან სცადა თავისი გავლენის გამოყენება და სურდა ჩარეულიყო „ვოგის“ ქავერის შეცვლის საკითხში, მაშინ, როცა ქავერზე ბიონსე დაიბეჭდა.