მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს
ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

"ტვ პირ­ვე­ლი" ერთ-ერთი საქ­მის დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ უმ­ძი­მეს კად­რებ­ში ჩანს, რომ კონ­ფლიქ­ტის შემ­სწრე 5 წლის გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის ჩხუ­ბის დროს მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბა.

ბავ­შვის მამა თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლიც 31 წლის ქარ­თველ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. მა­მა­კა­ცის თქმით, პო­ლი­ცი­ას უკვე წა­რუდ­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩანს, რომ მე­უღ­ლე მას­ზე ძა­ლა­დობს.

"რო­დე­საც ნა­ხა­ვენ იმას, რომ ოჯახ­ში არის კონ­ფლიქ­ტი, ჰგო­ნი­ათ, რომ მო­ძა­ლა­დე მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­მა­კა­ცია. არა­ერ­თხელ სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ გა­მო­უ­წე­რეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­წე­რა და სწო­რედ ამის შემ­დეგ წა­რუდ­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მაია ხა­ბუ­ლი­ანს ბრა­ლი" - ამ­ბობს "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას მა­მა­კა­ცის ად­ვო­კა­ტი.

თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მისი მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ე­ლია და დას­ჯის არ ეში­ნია. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ბავ­შვის ნახ­ვის უფ­ლე­ბა არ აქვს.

"რო­გორც კი შევ­დი­ვარ, ბავ­შვი ჩემ­თან მო­დის. მე ვუ­კე­თებ­დი მას სულ საჭ­მელს. ეს ადა­მი­ა­ნი, ბავ­შვის დედა, ღამე და­კარ­გუ­ლი იყო-ხოლ­მე, დი­ლის 6 სა­ათ­ზე მო­დი­ო­და ნას­ვა­მი, ბავ­შვი რომ მი­დი­ო­და მას­თან, აგ­დებ­და..." - ამ­ბობს თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბარ­ში კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებს ქალი, რო­მე­ლიც ოჯახ­ში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და. ის ამ­ბობს, რომ დე­დას შვი­ლის მი­მართ გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და.

"რამ­დე­ნი­მე თვე ბავ­შვი არ ჰყავ­და და­ბა­ნი­ლი. ერთხელ მისი და­ქა­ლი მო­ვი­და და იმა­ნაც შე­ნიშ­ნა, რომ და­სა­ბა­ნია ბავ­შვიო. შე­ვიყ­ვა­ნე თოთო ბავ­შვი ვა­ბა­ნა­ვე, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი" - ამ­ბობს ძიძა "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ell
0

ცოტა ხანში გამოსაკვლევი გახდება, ტვ. პირველის ყურებით რამდენი ადამიანი დანევროზდა, დაემართა ფსიქოზი, რამდენმა თავი მოიკლა, რამდენისთვის ინსპირაცია გახდა ცოლზე ძალადობის ან შანტაჟის და ვინ მოთვლის კიდე რა!!!! ნუთუ ესარის თავისუფალი ტელევიზია, ნუთუ ამას ნიშნავს რომ აფრქვიო ნეგატივი, ოჯახური სკანდალები, მკვლელობები და ათასი საზიზღრობა! გულის ამრევები ხართ. 

მანო
0

დადგმულია ეს ყველაფერი, აუშალა ნერვები და მერე უღებს, ვითომ მსხვერპლია. ქალებზე იძახით რატომ არ მიდიან მოძალადე ქმრებისგანო, მართლა წასასვლელი რომ არა აქვთ... და სე კაცი, ბზნესმენი, წარმატებული, ფხიზელი, მზრუნველი მამა ვერ წავა ასეთი ქალისგან? ბავშვის წართმევა უნდა ამიტომ აწყობს კონცერტებს. პოლიცია ვერ გამოძახა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

"ტვ პირველი" ერთ-ერთი საქმის დეტალებს ასაჯაროებს, რომელიც ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ უმძიმეს კადრებში ჩანს, რომ კონფლიქტის შემსწრე 5 წლის გოგონაა, რომელიც მშობლების ჩხუბის დროს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარდება.

ბავშვის მამა თურქი ბიზნესმენია, რომელიც 31 წლის ქართველ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმეზე გამოძიებას ითხოვს. მამაკაცის თქმით, პოლიციას უკვე წარუდგინა მტკიცებულებები, სადაც მისი ინფორმაციით, ჩანს, რომ მეუღლე მასზე ძალადობს.

"როდესაც ნახავენ იმას, რომ ოჯახში არის კონფლიქტი, ჰგონიათ, რომ მოძალადე მაინცდამაინც მამაკაცია. არაერთხელ სრულიად უკანონოდ გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ დაიწყო ვიდეომტკიცებულებების ჩაწერა და სწორედ ამის შემდეგ წარუდგინა პროკურატურამ მაია ხაბულიანს ბრალი" - ამბობს "ტვ პირველთან" საუბრისას მამაკაცის ადვოკატი.

თურქი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლის მეგობარი მამაკაცი პოლიციელია და დასჯის არ ეშინია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის ნახვის უფლება არ აქვს.

"როგორც კი შევდივარ, ბავშვი ჩემთან მოდის. მე ვუკეთებდი მას სულ საჭმელს. ეს ადამიანი, ბავშვის დედა, ღამე დაკარგული იყო-ხოლმე, დილის 6 საათზე მოდიოდა ნასვამი, ბავშვი რომ მიდიოდა მასთან, აგდებდა..." - ამბობს თურქი ბიზნესმენი.

ტელეკომპანიასთან საუბარში კონფლიქტის არსებობას ადასტურებს ქალი, რომელიც ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ის ამბობს, რომ დედას შვილის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა.

"რამდენიმე თვე ბავშვი არ ჰყავდა დაბანილი. ერთხელ მისი დაქალი მოვიდა და იმანაც შენიშნა, რომ დასაბანია ბავშვიო. შევიყვანე თოთო ბავშვი ვაბანავე, ყველანაირად ვეხმარებოდი" - ამბობს ძიძა "ტვ პირველთან" საუბარში.