ბოსტონელ ექიმს, რომელიც ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, მწვავე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა, - ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
ექიმ ჰუსეინ სადრზადეს თქმით, ვაქცინაციის შემდეგ მას ძლიერი რეაქცია ჰქონდა, კერძოდ, თავბრუსხვევა და გულის აჩქარება აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუსეინ სადრზადე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს და საჭირო პროცედურებისა და დაკვირვების ჩატარების შემდეგ გაწერეს.
ეს არის პირველი მწვავე რეაქცია, რომელიც Moderna- ს ვაქცინას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინით აცრის შემდეგ გამოვლენილი ალერგიული რეაქციის 5 შემთხვევას იკვლევს.