პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა" - ელისაბედ მეორეს სადღესასწაულო მიმართვა
"ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა" - ელისაბედ მეორეს სადღესასწაულო მიმართვა

თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ბნელ ღა­მე­ებ­ში არის იმე­დი გან­თი­ა­დი­სა, - ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ­მა, ელი­სა­ბედ მე­ო­რემ ყო­ველ­წლი­ურ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

დე­დო­ფალ­მა ყუ­რა­დღე­ბა პან­დე­მი­ა­ზე და მის­გან შექ­მნილ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ის, რაც ადა­მი­ა­ნებს წლე­ვან­დე­ლი შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად სურთ, ერ­თმა­ნეთ­თან სი­ახ­ლო­ვეა.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია ბევ­რის­თვის შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი სევ­დით იქ­ნე­ბა შე­ფე­რი­ლი - ზოგი და­კარ­გულ ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს გლო­ვობს, ზოგს მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ენატ­რე­ბა, რომ­ლებ­თა­ნაც, უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, გან­ცალ­კე­ვე­ბით უწევს ყოფ­ნა. თუ თქვენ მათ შო­რის ხართ, იცო­დეთ, რომ თქვენ მარ­ტო არ ხართ. ის, რაც ბევრ ადა­მი­ანს ამ წელს შო­ბის­თვის სურს, უბ­რა­ლოდ ჩა­ხუ­ტე­ბა ან ხე­ლის ჩა­ჭი­დე­ბაა, მაგ­რამ თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ბნელ ღა­მე­ებ­ში არის იმე­დი გან­თი­ა­დი­სა,“- აღ­ნიშ­ნა დე­დო­ფალ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­შო­რა, ამავდრო­უ­ლად, ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­ახ­ლო­ვა კი­დეც.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელ­მა, რო­მელ­მაც ერ­თმა­ნეთს დაგ­ვა­შო­რა, მრა­ვალ­მხრივ დაგ­ვა­ახ­ლო­ვა კი­დეც. დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ამ წლის გა­მოწ­ვე­ვებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­უმკლავ­დნენ და მე ამა­ყი ვარ ამ შე­უ­პო­ვა­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა" - ელისაბედ მეორეს სადღესასწაულო მიმართვა

"ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა" - ელისაბედ მეორეს სადღესასწაულო მიმართვა

თუნდაც ყველაზე ბნელ ღამეებში არის იმედი განთიადისა, - ამის შესახებ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ყოველწლიურ სადღესასწაულო მიმართვაში განაცხადა.

დედოფალმა ყურადღება პანდემიაზე და მისგან შექმნილ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის გამო, ის, რაც ადამიანებს წლევანდელი შობის დღესასწაულზე ყველაზე მეტად სურთ, ერთმანეთთან სიახლოვეა.

"რასაკვირველია ბევრისთვის შობის დღესასწაული სევდით იქნება შეფერილი - ზოგი დაკარგულ ძვირფას ადამიანებს გლოვობს, ზოგს მეგობრები და ოჯახის წევრები ენატრება, რომლებთანაც, უსაფრთხოების გამო, განცალკევებით უწევს ყოფნა. თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა, მაგრამ თუნდაც ყველაზე ბნელ ღამეებში არის იმედი განთიადისა,“- აღნიშნა დედოფალმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ადამიანები დააშორა, ამავდროულად, ბევრი მიმართულებით დააახლოვა კიდეც.

„აღსანიშნავია, რომ წელმა, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა, მრავალმხრივ დაგვაახლოვა კიდეც. დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ადამიანები ამ წლის გამოწვევებს შესანიშნავად გაუმკლავდნენ და მე ამაყი ვარ ამ შეუპოვარი სულისკვეთებით“, – განაცხადა ბრიტანეთის დედოფალმა.

"კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაცვითი ზომების გაძლიერება" - ჰანს კლუგე

"პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს" - რას ამბობს ისრაელის პრემიერი, სადაც მოსახლეობას უკვე ერთი კვირაა ვაქცინაცია უტარდება

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?