Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაერიცხა ოპოზიციონერების ნაწილს პარლამენტიდან ხელფასი? - საკანონმდებლო ორგანო განმარტებას აკეთებს
რატომ დაერიცხა ოპოზიციონერების ნაწილს პარლამენტიდან ხელფასი? - საკანონმდებლო ორგანო განმარტებას აკეთებს

პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ნა­წი­ლის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ხელ­ფა­სი, კა­ნო­ნის დაც­ვით, მხო­ლოდ მათ ჩა­ე­რი­ცხათ, რომ­ლე­ბიც მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ და მათი რეკ­ვი­ზი­ტე­ბი სის­ტე­მა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო.

"გაც­ნო­ბებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კითხს არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი„სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ“. ასე­ვე, გაც­ნო­ბებთ, რომ მას შემ­დეგ, რაც მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტმა წევრთა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სცნო, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­მა დე­პუ­ტა­ტებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი, მათი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, ითხოვ­და დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტებს. ამას გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, წე­რილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი სა­კონ­ტაქ­ტო პი­რიც. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის მიერ სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტე­ბის არ წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი მოკ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვის ტრან­ზაქ­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა იმ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, რო­მელ­თაც ჩა­ე­რი­ცხათ ხელ­ფა­სი, გაც­ნო­ბებთ, რომ რად­გან ისი­ნი ფლობ­დნენ დე­პუ­ტა­ტის მან­დატს მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტშიც, მათი რეკ­ვი­ზი­ტე­ბი უკვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო შე­სა­ბა­მის სის­ტე­მა­ში და ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვა მას­ზე დაყ­რდნო­ბით, კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით მოხ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ასე­ვე გვსურს გაც­ნო­ბოთ, რომ მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს დე­პუ­ტატ­თა კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს სა­ერ­თოდ არ სურთ შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბა, მა­შინ მათ წე­რი­ლით უნდა მი­მარ­თონ პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულს,“-აღ­ნი­შუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვის შე­სა­ხებ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა-ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" წევ­რმა ნატო ჩხე­ი­ძემ და­წე­რეს.

უცნობი
0

ვაი თქვენს პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რატომ დაერიცხა ოპოზიციონერების ნაწილს პარლამენტიდან ხელფასი? - საკანონმდებლო ორგანო განმარტებას აკეთებს

რატომ დაერიცხა ოპოზიციონერების ნაწილს პარლამენტიდან ხელფასი? - საკანონმდებლო ორგანო განმარტებას აკეთებს

პარლამენტის აპარატი ოპოზიციონერების ნაწილისთვის სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელფასი, კანონის დაცვით, მხოლოდ მათ ჩაერიცხათ, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და მათი რეკვიზიტები სისტემაში დაფიქსირებული იყო.

"გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა.

შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია. რაც შეეხება იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა.

ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს,“-აღნიშულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხელფასის ჩარიცხვის შესახებ, სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრმა ნატო ჩხეიძემ დაწერეს.