სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო" - რას ამბობენ ექიმები ინფიცირების მაჩვენებლის კლებაზე, თავისუფალ საწოლებსა და ტესტირების აუცილებლობაზე
"საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო" - რას ამბობენ ექიმები ინფიცირების მაჩვენებლის კლებაზე, თავისუფალ საწოლებსა და ტესტირების აუცილებლობაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო. რო­გორც მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, იმის­თვის, რომ პა­ცი­ენტს „რემ­დე­სი­ვი­რი“ და­ე­ნიშ­ნოს, კო­მი­სი­ა­ში შე­მა­ვა­ლი 2 ექ­სპერ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

„ქვე­ყა­ნა­ში „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს „რემ­დე­სი­ვი­რის“ და­ნიშ­ვნას კო­მი­სი­უ­რი გან­ხილ­ვის შემ­დეგ. 8 ექ­სპერ­ტი შე­დის კო­მი­სი­ა­ში. იმის­თვის, რომ „რემ­დე­სი­ვი­რი“ და­ე­ნიშ­ნოს რო­მე­ლი­მე პა­ცი­ენტს, მი­სი­ვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბით, 2 ექ­სპერ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

„რემ­დი­სი­ვი­რის“ გა­ცე­მას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და შიდსის ცენ­ტრი. უკვე რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი ჩა­ერ­თო და რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებთ თვალს იმას, თუ რამ­დე­ნად დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი „რემ­დი­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია გა­იდ­ლა­ინ­ში და რა­საც ვუ­ყე­ნებთ თი­თე­ულ კლი­ნი­კას. ეს არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა, კლი­ნი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ასე­ვე ყვე­ლა პი­რო­ბა უნდა იყოს შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ პა­ცი­ენტზე აქ­ტი­უ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი, გვერ­დი­თი შე­საძ­ლო მოვ­ლე­ნა დრო­უ­ლად იქ­ნას გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლის კი­დევ ერთხელ გა­ნახ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ექ­სპერ­ტია ამა­ში ჩარ­თუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ტეს­ტი­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა არ უნდა შე­სუს­ტდეს, რათა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა დრო­უ­ლად მოხ­დეს.

„გუ­შინ იყო ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­თხვე­ვე­ბის - 1800 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო 13 000. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ისიც, რომ და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც იკ­ლებს, რაც რე­ა­ლუ­რად მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი გვაქვს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტეს­ტი­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს, რად­გან ყვე­ლა შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­დეს დრო­უ­ლად და მოხ­დეს მისი იზო­ლი­რე­ბა, ამ­დე­ნად თხოვ­ნა მექ­ნე­ბა ყვე­ლას­თან, რომ თუ ოდ­ნავ მა­ინც შე­უძ­ლოდ გრძნობს ადა­მი­ა­ნი თავს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ვი­დეს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, 200-ზე მეტი ად­გი­ლია და ვი­ცით სა­დაც არის ეს ად­გი­ლე­ბი და ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბაა და ყვე­ლა ერი­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის­ვლას, მა­ინც კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ თუნ­დაც სი­ცხის მო­მა­ტე­ბას ან ხვე­ე­ლის სიმპტო­მებს იმის­თვის, რომ არ შე­სუს­ტდეს ტეს­ტი­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ის 20 000 სა­მიზ­ნე, რო­მე­ლიც გვქონ­და მი­ვაღ­წი­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

გარ­და ამი­სა, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა.

„სა­წოლ­ფონ­დის დატ­ვირ­თვას­თან მი­მარ­თე­ბით შე­ი­ნიშ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. დღეს დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით კლი­ნი­კა­ში იყო 5 672 პა­ცი­ენ­ტი, მათ შო­რის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა 350 და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია სჭირ­დე­ბა 1 257 პა­ცი­ენტს. თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, აჭა­რა­ში 400-ზე მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლია და შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100-ზე ნაკ­ლე­ბი იყო გუ­შინ­დე­ლი დღის მდგო­მა­რე­ო­ბით, რაც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 1664 თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი გვაქვს, რაც რა თქმა უნდა ასე­ვე კარ­გი ნი­შა­ნია და მი­უ­თი­თებს იმას, რომ მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც სჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის და­წე­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც იმ­ნა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, ქვე­ყა­ნას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია დღე­ში 20-22000 ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა.

„სამ­წუ­ხა­როდ, ვხე­დავთ, რომ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მცირ­დე­ბა. ვთხოვ ყვე­ლას, ვი­საც სიმპტო­მე­ბი ექ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მის ცენ­ტრებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თონ. ჩვენ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია 20-22000 ტეს­ტი­რე­ბა დღე­ში, სამ­წუ­ხა­როდ 14000-მდე ჩა­მო­ვი­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად მი­დი­ოდ­ნენ, ახლა ეტყო­ბა, რომ ნაკ­ლე­ბად მი­დი­ან. ძა­ლი­ან ვთხოვ, ვი­საც მცი­რე სიმპტო­მე­ბი მა­ინც ექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიდ­ნენ და ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იგეგ­მე­ბა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის სეკ­ვე­ნი­რე­ბა.

„ჩვენ ვა­კე­თებთ ვირუ­სე­ბის სეკ­ვე­ნი­რე­ბას. მსოფ­ლი­ოს პირ­ველ 20 ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვით, ვინც სეკ­ვენ­სი გა­ა­კე­თა და ატ­ვირ­თა მსოფ­ლიო ბა­ზა­ში. ლუ­გა­რის ცენ­ტრში ეს მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. ახლა უნდა გა­და­ვარ­ჩი­ოთ ის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, იყოს ახა­ლი შტა­მი და მათი სეკ­ვე­ნი­რე­ბა უნდა მოხ­დეს. ამას გა­ვა­კე­თებთ, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი დიდი გან­სხვა­ვე­ბა ახალ შტამ­სა და ძველ შტამს შო­რის, მა­შინ რო­დე­საც ჩვენ 2-3 კვი­რის წინ რე­კორ­დი მოვხსე­ნით და ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი გავ­რცე­ლე­ბით, არ არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მგო­ნია ახალ­მა შტამ­მა რა­ი­მე შეც­ვა­ლოს გარ­და იმი­სა, რომ უნდა და­ვიც­ვათ პირ­ბა­დე და დის­ტან­ცია. 70%-მდეა მი­სუ­ლი ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბით ჩვე­თან პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, თუ ამას ავ­წევთ და 95-ს მი­ვაღ­წევთ, არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვა აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა, ახა­ლი შტა­მის­გა­ნაც დაგ­ვი­ცავს და ძვე­ლის­გა­ნაც“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
7

თქვენი ანგარიშების ვიღას სჯერა! კორონას ისე ჩოთქავთ, როგორჩ ფულებს!

თაკო
0

ტესტის გაკეთების საზღაური რამდენს შეადგენს თუ უსიმპტომო ხარ?

თან ეხლა გრიპის სეზონზე ცოტა არ იყოს რთულია გაციებისა და კოვიდის განსხვავება საწყის ეტაპზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო" - რას ამბობენ ექიმები ინფიცირების მაჩვენებლის კლებაზე, თავისუფალ საწოლებსა და ტესტირების აუცილებლობაზე

"საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება დაიწყო" - რას ამბობენ ექიმები ინფიცირების მაჩვენებლის კლებაზე, თავისუფალ საწოლებსა და ტესტირების აუცილებლობაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება დაიწყო. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, იმისთვის, რომ პაციენტს „რემდესივირი“ დაენიშნოს, კომისიაში შემავალი 2 ექსპერტის გადაწყვეტილებაა აუცილებელი.

„ქვეყანაში „რემდესივირის“ გამოყენება დაიწყო სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, რაც ითვალისწინებს „რემდესივირის“ დანიშვნას კომისიური განხილვის შემდეგ. 8 ექსპერტი შედის კომისიაში. იმისთვის, რომ „რემდესივირი“ დაენიშნოს რომელიმე პაციენტს, მისივე ინფორმირებული თანხმობით, 2 ექსპერტის გადაწყვეტილებაა აუცილებელი.

„რემდისივირის“ გაცემას კოორდინაციას უწევს ინფექციური დაავადებების და შიდსის ცენტრი. უკვე რამდენიმე პაციენტი ჩაერთო და რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რამდენად დეტალურად იქნება დაცული „რემდისივირის“ გამოყენების პირობები. მნიშვნელოვანია ის პირობები, რომელიც ასახულია გაიდლაინში და რასაც ვუყენებთ თითეულ კლინიკას. ეს არის ინფორმირებული თანხმობა, კლინიკური გადაწყვეტილება და ასევე ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტზე აქტიურად განხორციელდეს მონიტორინგი, გვერდითი შესაძლო მოვლენა დროულად იქნას გამოვლენილი.

ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური პროტოკოლის კიდევ ერთხელ განახლება, ძალიან ბევრი ექსპერტია ამაში ჩართული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ინფიცირების მაჩვენებლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტესტირების ინტენსივობა არ უნდა შესუსტდეს, რათა ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა დროულად მოხდეს.

„გუშინ იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, შემთხვევების - 1800 დღის განმავლობაში, თუმცა ტესტების რაოდენობა იყო 13 000. საყურადღებოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც რეალურად მიანიშნებს იმას, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების აქტივობა შენარჩუნდეს, რადგან ყველა შემთხვევა გამოვლინდეს დროულად და მოხდეს მისი იზოლირება, ამდენად თხოვნა მექნება ყველასთან, რომ თუ ოდნავ მაინც შეუძლოდ გრძნობს ადამიანი თავს, მნიშვნელოვანია, რომ მივიდეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, 200-ზე მეტი ადგილია და ვიცით სადაც არის ეს ადგილები და ჩაიტაროს ტესტირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო განწყობაა და ყველა ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას, მაინც კარგი იქნება, რომ ყურადღება მივაქციოთ თუნდაც სიცხის მომატებას ან ხვეელის სიმპტომებს იმისთვის, რომ არ შესუსტდეს ტესტირების ინტენსივობა და ის 20 000 სამიზნე, რომელიც გვქონდა მივაღწიოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება.

„საწოლფონდის დატვირთვასთან მიმართებით შეინიშნება გარკვეული შემსუბუქება. დღეს დილის მდგომარეობით კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. მაგალითად, აჭარაში 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია და შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლები იყო გუშინდელი დღის მდგომარეობით, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 1664 თავისუფალი საწოლი გვაქვს, რაც რა თქმა უნდა ასევე კარგი ნიშანია და მიუთითებს იმას, რომ მძიმე შემთხვევები, რომლებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების რაოდენობის კლება, მოსახლეობის მიმართვიანობის დაწევას უკავშირდება.

როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ქვეყანას თავისუფლად შეუძლია დღეში 20-22000 ტესტის ჩატარება.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ვთხოვ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14000-მდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება საეჭვო შემთხვევების გამოკვლევა და აღმოჩენის შემთხვევაში კორონავირუსის ახალი შტამის სეკვენირება.

„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას. მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სეკვენსი გააკეთა და ატვირთა მსოფლიო ბაზაში. ლუგარის ცენტრში ეს მუშაობა გრძელდება. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომელიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის, მაშინ როდესაც ჩვენ 2-3 კვირის წინ რეკორდი მოვხსენით და ვიყავით პირველები გავრცელებით, არ არის. აქედან გამომდინარე, არ მგონია ახალმა შტამმა რაიმე შეცვალოს გარდა იმისა, რომ უნდა დავიცვათ პირბადე და დისტანცია. 70%-მდეა მისული ყველა საერთაშორისო შეფასებით ჩვეთან პირბადის ტარება, თუ ამას ავწევთ და 95-ს მივაღწევთ, არავითარი შეზღუდვა აღარ დაგვჭირდება, ახალი შტამისგანაც დაგვიცავს და ძველისგანაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა" - დავით ნარმანია

"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე

6 თვით გაურძელდა ვადა კანონს, რომლის თანახმად მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია