ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა - ბერდია სიჭინავა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა - ბერდია სიჭინავა

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 2 313 პირი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 196 220-მდე.

სიღნაღში მამაკაცი ვენახში არსებული საყარაულო შენობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

"ჩემი ორი თოჯინა, როგორ უნდა ვიყო უთქვენოდ" - ვინ არიან კაჭრეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილი გოგონები

ზესტაფონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა