სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა და 1 515 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით
ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა და 1 515 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 1 881 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 25 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

„ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 13 655 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 6 747 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 6 908 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 1 881 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, ხოლო ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 218 724-ს.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 515 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და - 196 220-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 37 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 2 313 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 1 881 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 863 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 97, იმე­რე­თი - 259, ქვე­მო ქარ­თლი - 168, შიდა ქარ­თლი - 145, გუ­რია - 35, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 112, კა­ხე­თი - 108, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 54, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 29, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 11.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 20 165, სა­ი­და­ნაც, 5 969 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 687, აჭა­რა­ში - 584, იმე­რეთ­ში - 1 196. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 1 068 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 522, აჭა­რა­ში - 121, იმე­რეთ­ში - 239. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 414 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 187, აჭა­რა­ში - 64, იმე­რეთ­ში - 74. 1 542 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 603 - თბი­ლის­ში, 668 - აჭა­რა­ში, 112 - იმე­რეთ­ში. 12 654 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 396 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 183, აჭა­რა­ში - 116, ხოლო იმე­რეთ­ში - 13.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 24 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 20 905 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 38 693 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 19 708 პირი, აჭა­რა­ში - 4 006, იმე­რეთ­ში - 4 887“,-გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
civi
13

აოეე კაია ახალ წელს ვიმხობ თავზე ყველაფერს ჩემი კუჭი უნდა გავახარო .სანამ ცოცხალი ვარ მეტი რა შემრჩება .

ტაკო
0

ჰაჰა აბა რა გონია ამ ხალხს სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა და 1 515 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა და 1 515 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 25 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 196 220-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 584, იმერეთში - 1 196. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 64, იმერეთში - 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 668 - აჭარაში, 112 - იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 183, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 905 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 708 პირი, აჭარაში - 4 006, იმერეთში - 4 887“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

"არის გარკვეული მონაცემები, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს" - ამირან გამყრელიძე

რატომ არის ლიზინგი სამშენებლო ბიზნესისთვის ახლა უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ოდესმე?

"თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერ არ გამისტუმრებია და სახლი დავამთავრე" - რა პირობა შეუსრულა თამრიკო ჭოხონელიძემ გარდაცვლილ მამას?