მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?
კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?

ნი­გე­რი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთი ვა­რი­ან­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა აქამ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის­გან. ამის შე­სა­ხებ Reuters წერს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ აფ­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში.

"ვირუ­სის ხაზი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კის ხა­ზე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და აფ­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ჯონ ნკენ­გა­სონ­გმა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია თუ რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთი ახა­ლი ვა­რი­ან­ტი და რამ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ის, თუმ­ცა ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­გე­რი­ა­ში, ისე­ვე, რო­გორც სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, მკვეთ­რა­დაა გაზ­რდი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მეც­ნი­ე­რე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ვირუ­სის ახალ ვა­რი­ან­ტთან იყოს კავ­შირ­ში. ამ სა­კი­თხზე ჯერ­ჯე­რო­ბით კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გა­დაჭ­რით ვერ სა­უბ­რო­ბენ.

აფ­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იტყვის, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ნი­გე­რი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კო­ვიდ 19-ის ახალ ვა­რი­ან­ტთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­გე­რი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 52%-ით, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში კი - 40%-ით გა­ი­ზარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რა.

ნი­გე­რი­ა­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 80 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე კი, სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2,5 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, რაც გლო­ბა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 3,3 პრო­ცენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
16

ნიგერია იცით სადაა?

ქართლოსი
23

მასონებს 17 ნაირი კორონა აქვთ და სანამ ხალხს არ დაჩიპავენ, მანამდე გამოუშვებენ და გამოუშვებენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?

ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც განსხვავდება აქამდე აღმოჩენილი სახეობებისგან. ამის შესახებ Reuters წერს. ინფორმაციას ადასტურებენ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

"ვირუსის ხაზი დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის ხაზებისგან განსხვავდება“, - განაცხადა აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონ ნკენგასონგმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად გადამდებია კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ნიგერიაში, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკაში, მკვეთრადაა გაზრდილი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი და მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ყოველივე ვირუსის ახალ ვარიანტთან იყოს კავშირში. ამ საკითხზე ჯერჯერობით კვლევა მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები გადაჭრით ვერ საუბრობენ.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის თქმით, ჯერჯერობით ვერ იტყვის, რომ ბოლო პერიოდში ნიგერიაში დაფიქსირებული ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტთანაა დაკავშირებული.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში ნიგერიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 52%-ით, სამხრეთ აფრიკაში კი - 40%-ით გაიზარდა. აღნიშნულის გამო სამხრეთ აფრიკასთან დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

ნიგერიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 80 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი აფრიკის კონტინენტზე კი, საერთო ჯამში, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2,5 მილიონს აჭარბებს, რაც გლობალურად გამოვლენილი შემთხვევების 3,3 პროცენტია.

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

"ფაშინიანის პილიტიკური სიკვდილი გარდაუვალია" - დაინიშნება თუ არა სომხეთში ვადამდელი არჩევნები და რა შანსები აქვს მოქმედ პრემიერ-მინისტრს