ავტორი:

"10 წლის განმავლობაში მაინც, სიკვდილის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ სახლი მაქვს ჩადებული ბანკში" - ზურა ყიფშიძე პანდემიაზე, ოჯახსა და პატარა კოსმოზე

"10 წლის განმავლობაში მაინც, სიკვდილის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ სახლი მაქვს ჩადებული ბანკში" - ზურა ყიფშიძე პანდემიაზე, ოჯახსა და პატარა კოსმოზე

მიყვარს ზურა ყიფშიძესთან საუბარი. თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთს. ლაპარაკობს ყოველგვარი პრანჭვისა და ვარსკვლავური ჭირვეულობის გარეშე, ამიტომ დროგამოშვებით ვუკავშირდები ხოლმე და გვეკარგება დროის განცდა. ამჯერადაც ასე მოხდა. მიამბეთ, რა მოხდა ჩვენი ბოლო ინტერვიუდან დღემდე-მეთქი, ვუთხარი საუბრის დასაწყისში, მერე კი არაერთ თემას შევეხეთ.

- ისეთები მოხდა... მიშა გომიაშვილს ინფარქტმა დაარტყა, მერე გაუმეორა...გუშინ გამოვიდა საავადმყოფოდან. ახალ წლამდე ორი შუნტი აქვს გასაკეთებელი და სტენტი... სხვა არაფერი ხდება. ხან ასე ვარ, ხან - ისე. ახლა ფილტვების ანთება მაქვს. გადაღებაზე გავცივდი.

- კოვიდს ხომ არ დაუკავშირეს ანთება?

- არა, გასინჯული ვარ უკვე.

- ცუდია, რომ ანთება გაქვთ, მაგრამ კარგია, რომ კოვიდი არ გაქვთ და უკეთესი, რომ ამ უძრაობის ხანაში გადაღება მიმდინარეობს. რას იღებენ?

- გიორგი კიკალეიშვილი ყაზახებთან ერთად იღებს ფილმს, რომელშიც მე და ბუბა კიკაბიძე ვთამაშობთ მამა-შვილს. კარგია, ამ "კორონას" დროს რომ რაღაცას ვაკეთებთ, მით უმეტეს ისეთს, რასაც სიცილი და ხალისი ახლავს.

- ფილტვების ანთებით უნდა იმუშაოთ?

- მსახიობები ვართ, ანთებითაც გვიმუშავია და მოტეხილობითაც.

- თან თამაშსაც მონატრებული ხართ...

- აბა რა!.. ახლა მიშა გომიაშვილს ველაპარაკე და ნუ გადავაგდებთ "ART - ხელოვნებას", ხალხი დადის ამ სპექტაკლზე-მეთქი. 21 წელია ვთამაშობთ და სულ ანშლაგებია, მაგრამ თემურ ჩხეიძეს მოხსნა უნდა ამ სპექტაკლის. როდემდე შეიძლება ითამაშოთ, დაბერდით, არადა, იქ ახალგაზრდები უნდა თამაშობდნენო, ამბობს. მიშასაც ამოუვიდა... მე პირველი ვჯაჯღანებდი ამაზე, მაგრამ რადგან ხალხს უყვარს, ვთვლი, რომ ჯობია ვითამაშოთ.

- მართალია, სოლიდური ასაკი აქვს ამ სპექტაკლს, თუმცა თქვენი და გომიაშვილის მეგობრობა მასზე უფროსია.

- აბა რა... ჩვენ ახალგაზრდობაში ვხვდებოდით, მერე ვიშლებოდით და კვლავ სადღაც ვიკვეთებოდით. მერე მოსკოვში წავიდა, მაგრამ არ გამოვიდა მისგან ბიზნესმენი... თემურ ჩხეიძემ აეროპორტში ნახა და თეატრალურ ცხოვრებას დაუბრუნა. დადგეს "მარადი ქმარი". მეორე წელს სტრინბერგის "მამა" დავდგით. მე მანამდე 10 წლის გაჩერებული ვიყავი და ითვლება, რომ თემურ ჩხეიძემ მეც და მიშასაც მეორე სიცოცხლე გვაჩუქა, როგორც მსახიობებს. ინსტიტუტიდან ვიცნობ მიშას. სხვადასხვა ჯგუფში ვუკრავდით, ის - გიტარაზე, მე - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ნუგზარ კვაშალთან, მამუკა დუმბაძესთან და გია ეძგვერაძესთან ერთად. ჩვენს ანსამბლს "ჯეჯილი" ერქვა. ქუჩასა და კლუბებში რომ არ ვყოფილიყავით, დედაჩემის ინიციატივით ანსამბლი შევქმენით და მარჯანიშვილის თეატრის სახელით გამოვდიოდით.

- ხალხმრავლობა გენატრებათ...

- რა ვქნა, მხატვარი ან პოეტი რომ ვიყო, უფრო ადვილად გადავიტანდი... დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მაინც მინდა... არ შემიძლია ასე ჯდომა, გავგიჟდი... ხანდახან შვილიშვილთან განვმარტოვდები ხოლმე, ან ძაღლს ვასეირნებ.

- მომიყევით პატარა კოსმო ყიფშიძეზე...

- უიმე, გვაგიჟებს! ეს არის დოპინგი. ხან აქ არის, ხან - მეორე ბებიასთან. ვერც ერთი ვერ ვძლებთ უმისოდ. ახლა იქით არიან და თან გაჰყვა ჩემი გული. აზრიანი კაცია. გავგიჟდი! საოცრება გვყავს! მცნობს, ვუყვარვარ. ამაზე ჩემი ცოლიც ეჭვიანობს და ძაღლიც, თუმცა ძაღლი თავისებურად მზრუნველობას არ აკლებს, იცავს. შავი ბაგირა მომიკვდა, ახლა ერთი ძაღლი დამრჩა, ბენი. გააგრძელეთ კითხვა

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე