ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს. როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, სოფელ კაბალიდან 16 წლის გოგო რამდენიმე პირმა მაშინ გაიტაცა, როცა ის ქუჩაში გადაადგილდებოდა.
ოჯახის წევრები გოგონას სახლში დაბრუნებას და გამტაცებლის დასჯას ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო გამტაცებელი და დაკითხულები არიან მისი ოჯახის წევრები. შსს-მ გამოძიება 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.