სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
East Fruit-მა საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების რეიტინგი გამოაქვეყნა - რომელი ქსელები მოხვდა სიის სათავეში?
East Fruit-მა საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების რეიტინგი გამოაქვეყნა - რომელი ქსელები მოხვდა სიის სათავეში?

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­მა ფრეს­კომ სა­ქარ­თვე­ლოს რი­თე­ილ ბა­ზარ­ზე ევ­რო­პის ანა­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მა East Fruit-ის რე­ი­ტინ­გში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ასე­ვე, და­წი­ნა­ურ­და Libre და მე-7 ად­გი­ლი­დან მე-2 პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO), ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) და EU4Business მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა East Fruit ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის ბაზ­რე­ბის კვლე­ვებს ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, კავ­კა­სი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნებ­ში ატა­რებს.

თი­თო­ე­უ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტის ხილ-ბოსტნე­უ­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა შე­ფას­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ოთხი კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით: პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი, ასორ­ტი­მენ­ტი, სექ­ცი­ის წარ­მო­ჩი­ნე­ბა და ფასი. მსგავ­სი კვლე­ვა 2019 წელ­საც ჩა­ტარ­და, თუმ­ცა გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 2020 წელს სუ­რა­თი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ოთხი კომ­პო­ნენ­ტის ჯგუ­ფუ­რი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი ფრეს­კო ხილ-ბოსტნე­უ­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­უ­კე­თე­სო სუ­პერ­მარ­კე­ტად და­სა­ხელ­და.

East Fruit-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით გა­უ­ა­რეს­და კომ­პა­ნია Carrefour-ის პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც მე-9 ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. პო­ზი­ცი­ე­ბის ასე­თი მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა კი ხა­რის­ხის ვარ­დნამ და ხილ-ბოსტნე­ულ­ზე გაზ­რდილ­მა ფა­სებ­მა გა­მო­იწ­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ი­ტინ­გში Nikora-მ AgroHub-ს გა­უს­წრო ხა­რის­ხის ზრდის ხარ­ჯზე, თუმ­ცა, ასორ­ტი­მენ­ტის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კუ­თხით, ის AgroHub-ს ჩა­მორ­ჩე­ბა.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2019 წელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­მა „ორმა ნა­ბი­ჯ­მა“, რო­მელ­მაც ბო­ლო­დან მე-4 ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

რო­გორც East Fruit-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­ი­ტინ­გებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­უ­ა­რეს­და ხილ-ბოსტნე­უ­ლის სექ­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა Goodwill-ში. ამას­თან, ფა­სე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შემ­ცირ­და, თუმ­ცა, ხა­რის­ხიც და­ე­ცა. Goodwill-მა რე­ი­ტინ­გში ბოლო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

East Fruit-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლე­ვა­რე­ბის მიერ ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად შე­ფას­და სუ­პერ­მარ­კეტ­ში ხილ-ბოსტნე­უ­ლის სექ­ცი­ის ხა­რის­ხით, ისე­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით რო­გო­რი­ცაა: მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი, მერ­ჩენ­და­ი­ზინ­გი/გან­ლა­გე­ბა, მოხ­მა­რე­ბელ­თან ფა­სე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლი მი­წო­დე­ბა და ფას­მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის სის­წო­რე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც Fresco-მ, Carrefour-თან ერ­თად ლი­დე­რო­ბა, 2019 წლის მსგავ­სად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

2020 წლის კვლე­ვის მი­ზა­ნი, წინა წლის შე­დე­გე­ბის შე­და­რე­ბა და დი­ნა­მი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა იყო. „ხილ-ბოსტნე­უ­ლის კა­ტე­გო­რია, ამ ტი­პის ქსე­ლუ­რი ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი კვლე­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­და“ - ნათ­ქვა­მია კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

East Fruit-მა საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების რეიტინგი გამოაქვეყნა - რომელი ქსელები მოხვდა სიის სათავეში?

East Fruit-მა საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების რეიტინგი გამოაქვეყნა - რომელი ქსელები მოხვდა სიის სათავეში?

სუპერმარკეტების ქსელმა ფრესკომ საქართველოს რითეილ ბაზარზე ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, დაწინაურდა Libre და მე-7 ადგილიდან მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და EU4Business მიერ მხარდაჭერილი ელექტრონული პლატფორმა East Fruit ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების კვლევებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში ატარებს.

თითოეული სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნეულის განყოფილება შეფასდა ტრადიციული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: პროდუქტის ხარისხი, ასორტიმენტი, სექციის წარმოჩინება და ფასი. მსგავსი კვლევა 2019 წელსაც ჩატარდა, თუმცა გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს სურათი მკვეთრად შეიცვალა.

აღნიშნული ოთხი კომპონენტის ჯგუფური შეფასების შედეგად, სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო ხილ-ბოსტნეულის განყოფილების მიმართულებით, საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა.

East Fruit-ის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით გაუარესდა კომპანია Carrefour-ის პოზიციები, რომელმაც მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. პოზიციების ასეთი მკვეთრი გაუარესება კი ხარისხის ვარდნამ და ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში Nikora-მ AgroHub-ს გაუსწრო ხარისხის ზრდის ხარჯზე, თუმცა, ასორტიმენტის მრავალფეროვნების კუთხით, ის AgroHub-ს ჩამორჩება.

კვლევის თანახმად, 2019 წელთან მიმართებაში, პოზიციები გაიუმჯობესა სუპერმარკეტების ქსელმა „ორმა ნაბიჯმა“, რომელმაც ბოლოდან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც East Fruit-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებშია აღნიშნული, გაუარესდა ხილ-ბოსტნეულის სექციის მდგომარეობა Goodwill-ში. ამასთან, ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა, ხარისხიც დაეცა. Goodwill-მა რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა.

East Fruit-ის საერთაშორისო მკვლევარების მიერ ასევე დეტალურად შეფასდა სუპერმარკეტში ხილ-ბოსტნეულის სექციის ხარისხით, ისეთი კრიტერიუმებით როგორიცაა: მომსახურების ხარისხი, მერჩენდაიზინგი/განლაგება, მოხმარებელთან ფასების შესახებ სრული ინფორმაციის დროული მიწოდება და ფასმაჩვენებლების სისწორე. ამ მიმართულებითაც Fresco-მ, Carrefour-თან ერთად ლიდერობა, 2019 წლის მსგავსად შეინარჩუნა.

2020 წლის კვლევის მიზანი, წინა წლის შედეგების შედარება და დინამიკაზე დაკვირვება იყო. „ხილ-ბოსტნეულის კატეგორია, ამ ტიპის ქსელური ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტია, შესაბამისად, ჩვენი კვლევა მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ობიექტურად ჩატარდა“ - ნათქვამია კვლევის გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გულწრფელი მადლობა სამედიცინო პერსონალს!

ხალიკ ბანკის საახალწლო ქეშბექ აქცია

სამედიცინო პირბადე 0,18 ლარად ავერსის აფთიაქებში