სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს
"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს

მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ხან­გრძლი­ვი კო­ვი­დის სინ­დრო­მის" შე­სა­ხებ წერს და აღ­წერს, თუ რა სა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს.

"იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც კო­ვი­დის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფორ­მა გა­და­ი­ტა­ნეს (ძი­რი­თა­დათ ახალ­გაზ­რდე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი), არ დას­ჭირ­დათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და მალე მო­ი­კე­თეს, ზოგ­ჯერ (სა­ბედ­ნი­ე­როდ მეტ­ნაკ­ლე­ბად იშ­ვი­ა­თად), ვირუსს ე.წ. "მე­ო­რე სე­რია" აქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი.

  • უკი­დუ­რე­სი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა;
  • მეხ­სი­ე­რე­ბის და აზ­როვ­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი;
  • კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის სიმპტო­მე­ბი;
  • უც­ნა­უ­რად აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე და ზოგ­ჯერ არით­მი­ე­ბი;
  • გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნა და გაქ­რო­ბა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში;
  • ტკი­ვი­ლი გუ­ლის არე­ში;
  • თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი;
  • თავ­ბრუს­ხვე­ვა;
  • არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის უც­ნა­უ­რი „თა­მა­ში“;
  • თმის ცვე­ნა;
  • ტემ­პე­რა­ტუ­რის უც­ნა­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, ზოგ­ჯერ სუბ­ფებ­რი­ლი­ტე­ტი, ზოგ­ჯერ კი უჩ­ვე­უ­ლოდ და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი (35-ის ფარ­გლებ­ში) იშ­ვი­ა­თად კი მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­ტე­ვე­ბი - ის სიმპტო­მე­ბია, რომ­ლე­ბიც კო­ვი­დის მწვა­ვე ეტა­პის ჩამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კვი­რე­ე­ბი­სა და ზოგ­ჯერ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ეს კო­ვი­დის მო­რი­გი პა­რა­დოქ­სია.

კლა­სი­კუ­რად, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მა­ტი­კა და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მე­ბის გა­დამ­ტან პა­ცი­ენ­ტებს ახა­სი­ა­თებთ. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა. რაც უფრო მძი­მეა და­ა­ვა­დე­ბა, მით უფრო მა­სი­უ­რია ორ­გა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა უბ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მათ აღ­დგე­ნას უფრო დიდი დრო სჭირ­დე­ბა. კო­ვიდ­თან კი ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა.

ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და ლო­გი­კუ­რია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას­თან ერ­თად. ფრან­კფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ავ­ტო­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ, ახალ­გაზ­რდა, კარ­გად ნა­ვარ­ჯი­შევ ადა­მი­ა­ნებ­ში, 100 გა­მოკ­ვლე­უ­ლი­დან 78-ს აღე­ნიშ­ნე­ბო­და გუ­ლის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი, და 60-ს კი მი­ო­კარ­დი­უ­მის, ანუ გუ­ლის კუნ­თის მიმ­დი­ნა­რე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი. (ეს ნაშ­რო­მი JAMA-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ივ­ლის­ში). რო­გორც ფიქ­რო­ბენ, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ე­ბის მოშ­ლი­ლო­ბა ე.წ. დი­სავ­ტო­ნო­მი­ით, ანუ ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი­თაა გა­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს სის­ტე­მა აკონ­ტრო­ლებს სუნ­თქვა­საც, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქტსაც და გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე­საც. თა­ვად ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ე.წ. „გო­ნე­ბის და­ბინ­დვას­თან“, გე­მო­სა და ყნოს­ვის გაქ­რო­ბა-დაქ­ვე­ი­თე­ბას­თან. ზოგ­ჯერ სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი პნევ­მო­ნი­ის სრუ­ლი ალა­გე­ბის შემ­დე­გაც გვხვდე­ბა; კერ­ძოდ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ას­თმის მსგავ­სი შე­ტე­ვე­ბი. მი­ზე­ზი არა­ვინ იცის ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად. დიდი ალ­ბა­თო­ბით ესეც ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ან­თე­ბით მოშ­ლი­ლო­ბას უფრო უკავ­შირ­დე­ბა, ვიდ­რე თა­ვად ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბას.

კო­ვი­დი ნაწ­ლა­ვე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ფლო­რის ცვლი­ლე­ბა­საც იწ­ვევს. ამი­ტომ, ზოგ პა­ცი­ენ­ტებ­ში დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა მუც­ლის ტკი­ვი­ლე­ბი, დი­ა­რეა, შე­ბე­რი­ლო­ბა.

თე­ო­რი­ე­ბი და ჰი­პო­თე­ზე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რია. შე­საძ­ლოა ეს სიმპტო­მე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის დროს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მიერ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მძლავ­რი რე­აქ­ცი­ით; შე­საძ­ლოა ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში ვირუ­სი რჩე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბის სა­ხით (ინ­ფექ­ცი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნეც და გა­უვ­ნებ­ლე­ბუ­ლიც) და დრო­დად­რო იწ­ვევს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­აქ­ტი­ვე­ბას. არის მო­საზ­რე­ბაც, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი პრო­ცე­სის ბრა­ლია და თა­ვად დაბ­ნე­უ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა უტევს სა­კუ­თარ სხე­ულს. ვინ იცის.

რე­ა­ლურ, ორ­გა­ნულ პრობ­ლე­მებს ლო­გი­კუ­რად თან ერ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვია ნე­ბის­მი­ე­რი ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი­სათ­ვის; და თა­ვად პან­დე­მი­უ­რი დეპ­რე­სი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი მე­ლან­ქო­ლი­აც. დიდი ალ­ბა­თო­ბით ორ­გა­ნიზ­მი მო­ა­ხერ­ხებს დარ­ღვე­უ­ლი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას. ამას შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდი დრო დას­ჭირ­დეს, მაგ­რამ მა­ინც.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც კარ­დი­ა­ლუ­რი სიმპტო­მე­ბი აწუ­ხებთ. ახალ­გაზ­რდე­ბი ცხა­დია მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ჩვე­უ­ლი, რუ­ტი­ნად ქცე­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას, მაგ­რამ უნდა ახ­სოვ­დეთ, რომ სა­ნამ სიმპტო­მებს შე­იგ­რძნო­ბენ, მა­ნამ მათი გუ­ლის კუნ­თის უჯრე­დებ­ში ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამი­ტომ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის აღ­დგე­ნა ფრთხი­ლად და ზო­მი­ე­რად უნდა მოხ­დეს.

საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნეთ გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან ნაწ­ლა­ვის ფლო­რის აღ­დგე­ნა­სა და შე­სა­ბა­მი­სი დი­ე­ტის შერ­ჩე­ვა­ში.

თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შე­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბიც. „ხან­გრძლი­ვი კო­ვი­დის სინ­დრო­მი“ ალ­ბათ კი­დევ ერთი მკვეთ­რი არ­გუ­მენ­ტია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ. კო­ვი­დი არ არის გრი­პი. ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი ვირუ­სია. აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით ორ­გა­ნიზ­მის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სის­ტე­მა­ზე. ალ­ბათ წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა ყვე­ლა მისი სი­ვე­რა­გის ბო­ლომ­დე გა­შიფვ­რას. მა­ნამ კი სჯობს რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ, თუკი შევ­ძლებთ.

P.S. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "გრძე­ლი კო­ვი­დის სინ­დრო­მი" პე­დი­ატ­რი­ულ პო­პუ­ლა­ცი­ა­შიც, ბავ­შვებ­ში. ძი­რი­თა­დათ აღი­ნიშ­ნე­ბა მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, მი­ო­კარ­დი­ტე­ბი, ენ­დო­კარ­დი­ტე­ბი, პლევ­რი­ტე­ბი, უც­ნა­უ­რი გა­მო­ნა­ყა­რი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში; აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბი".

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ გურულს
37

რაც თქვენ ჩამოთვალეთ, იმაზე საკვირვებას 1 წელში ვერ მოასწრებდით მეცნიერები, რადგან ამაზე დაკვირვებას სულ ცოტა 4-5 წელი უნდა..რატომ ვწერ ამას: - საქართველოში და ალბათ მთელ მსოფლიოში 3-4 წელია უცნაური ვირუსები ტრიალებდა, 2 წელი ზედიზედ გადავიტანეთ და ძალიან მძიმედ, უამრავ ადამიანს თვალის, ყურის, და რაც მთავარია გემო-ყნოსვის პრობლემები დარჩა, აგერ უკვე თითქმის 3 წელია..გემო აღუდგათ, ხოლო ყნოსვა არა..პირადად მე ცხვირის წვეთების დახმარებით ვსუნთქავ..ჩამოთვლილი სიმპტომები ნამდვილად იყო, მაგრამ ღვთის მადლით 80% ადამიანების ფეხზე დადგა და ცხოვრება გააგრძელა..ვთვლი რომ, ამ ვირუსს უკვე წლებია ცდიან მეცნიერები მოსახლეობაზე.

ბ-ნო გურულო, გთხოვთ, ნუ გვზაფრავთ, ნუ ხართ ბედნიერი, ადამიანის დაშინებით, ეცადეთ, ადამიანებში კეთილი კვალი დატოვოთ.

ვახო
18

ახლა მოგიყვები ჩემ შემთხვევას ბატონო ექიმო. მქონდა უსიმპტომო კოვიდი და რა დამიტოვა: გამომისწორდა ძილი, რომელიც ბოლო ათი წელი არ მქონია მოკლედ საშინელი უძილობა მჭირდა. მეორე მთელი ჩემი ცხოვრება ხელის თითების საშინელი კანკალი მქონდა პახმელიაზე რომ აქვთ კაცებს აი ისეთი წარმოიდგინეთ საერთოდ გაქრა. დანარჩენს რომ შევტყობ რამეს კიდევ ჩემ თავს აუცილებლად მოგწერთ. წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს

"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში "ხანგრძლივი კოვიდის სინდრომის" შესახებ წერს და აღწერს, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის შედარებით მსუბუქი ფორმები გადაიტანეს.

"იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს (ძირითადათ ახალგაზრდები და ჯანმრთელები), არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და მალე მოიკეთეს, ზოგჯერ (საბედნიეროდ მეტნაკლებად იშვიათად), ვირუსს ე.წ. "მეორე სერია" აქვს შემონახული.

  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება;
  • მეხსიერების და აზროვნების პრობლემები;
  • კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები;
  • უცნაურად აჩქარებული გულისცემის სიხშირე და ზოგჯერ არითმიები;
  • გამონაყარის გაჩენა და გაქრობა სხეულის სხვადასხვა ადგილებში;
  • ტკივილი გულის არეში;
  • თავის ტკივილები;
  • თავბრუსხვევა;
  • არტერიული წნევის უცნაური „თამაში“;
  • თმის ცვენა;
  • ტემპერატურის უცნაური ცვლილებები, კერძოდ, ზოგჯერ სუბფებრილიტეტი, ზოგჯერ კი უჩვეულოდ დაბალი სიცხეები (35-ის ფარგლებში) იშვიათად კი მაღალი სიცხეების მოულოდნელი შეტევები - ის სიმპტომებია, რომლებიც კოვიდის მწვავე ეტაპის ჩამთავრების შემდეგ კვირეებისა და ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდება. ეს კოვიდის მორიგი პარადოქსია.

კლასიკურად, გახანგრძლივებული სიმპტომატიკა დაავადების მძიმე ფორმების გადამტან პაციენტებს ახასიათებთ. ეს ბუნებრივიცაა. რაც უფრო მძიმეა დაავადება, მით უფრო მასიურია ორგანიზმის სხვადასხვა უბნის დაზიანება და შესაბამისად, მათ აღდგენას უფრო დიდი დრო სჭირდება. კოვიდთან კი ყველაფერი პირიქითაა.

ამჟამად არსებული ჰიპოთეზებიდან ყველაზე პოპულარული და ლოგიკურია იმუნური სისტემის გახანგრძლივებული აქტივობის შენარჩუნება, ანთებითი პროცესების გახანგრძლივებასთან ერთად. ფრანკფურტის უნივერსიტეტის კლინიკაში ჩატარებული კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კოვიდგადატანილ, ახალგაზრდა, კარგად ნავარჯიშევ ადამიანებში, 100 გამოკვლეულიდან 78-ს აღენიშნებოდა გულის სხვადასხვა პრობლემები, და 60-ს კი მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის მიმდინარე ანთებითი პროცესი. (ეს ნაშრომი JAMA-ში გამოქვეყნდა ივლისში). როგორც ფიქრობენ, ნერვული სისტემის ფუნქციების მოშლილობა ე.წ. დისავტონომიით, ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებითაა გაპირობებული. მოგეხსენებათ, ეს სისტემა აკონტროლებს სუნთქვასაც, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსაც და გულისცემის სიხშირესაც. თავად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება არის პასუხისმგებელი ე.წ. „გონების დაბინდვასთან“, გემოსა და ყნოსვის გაქრობა-დაქვეითებასთან. ზოგჯერ სუნთქვის პრობლემები პნევმონიის სრული ალაგების შემდეგაც გვხვდება; კერძოდ სუნთქვის უკმარისობა, ასთმის მსგავსი შეტევები. მიზეზი არავინ იცის ჯერჯერობით ზუსტად. დიდი ალბათობით ესეც ნერვული სისტემის ანთებით მოშლილობას უფრო უკავშირდება, ვიდრე თავად ფილტვის ქსოვილის დაზიანებას.

კოვიდი ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ცვლილებასაც იწვევს. ამიტომ, ზოგ პაციენტებში დიდხანს გრძელდება მუცლის ტკივილები, დიარეა, შებერილობა.

თეორიები და ჰიპოთეზები საკმაოდ ბევრია. შესაძლოა ეს სიმპტომები გამოწვეული იყოს ე.წ. ციტოკინური შტორმის დროს იმუნური სისტემის მიერ განვითარებული მძლავრი რეაქციით; შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის სხეულში ვირუსი რჩება შეუმჩნეველი რეზერვუარების სახით (ინფექციური პოტენციალის მქონეც და გაუვნებლებულიც) და დროდადრო იწვევს იმუნური სისტემის გააქტივებას. არის მოსაზრებაც, რომ ეს ყველაფერი აუტოიმუნური პროცესის ბრალია და თავად დაბნეული იმუნური სისტემა უტევს საკუთარ სხეულს. ვინ იცის.

რეალურ, ორგანულ პრობლემებს ლოგიკურად თან ერთვის ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რომლებიც ბუნებრივია ნებისმიერი ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესისათვის; და თავად პანდემიური დეპრესიით გამოწვეული მელანქოლიაც. დიდი ალბათობით ორგანიზმი მოახერხებს დარღვეული ბალანსის აღდგენას. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კარდიალური სიმპტომები აწუხებთ. ახალგაზრდები ცხადია მოუთმენლად ელიან ჩვეული, რუტინად ქცეული, აქტიური ვარჯიშის განახლებას, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ სანამ სიმპტომებს შეიგრძნობენ, მანამ მათი გულის კუნთის უჯრედებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს და ამიტომ ფიზიკური დატვირთვის აღდგენა ფრთხილად და ზომიერად უნდა მოხდეს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მქონეთ გასტროენტეროლოგები დაეხმარებიან ნაწლავის ფლორის აღდგენასა და შესაბამისი დიეტის შერჩევაში.

თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ფსიქოლოგებიც. „ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი“ ალბათ კიდევ ერთი მკვეთრი არგუმენტია ვაქცინაციის სასარგებლოდ. კოვიდი არ არის გრიპი. ძალიან კომპლექსური ვირუსია. აქამდე არნახული კომპლექსური ზემოქმედებით ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემაზე. ალბათ წლები დასჭირდება ყველა მისი სივერაგის ბოლომდე გაშიფვრას. მანამ კი სჯობს რომ თავიდან ავიცილოთ, თუკი შევძლებთ.

P.S. აღსანიშნავია "გრძელი კოვიდის სინდრომი" პედიატრიულ პოპულაციაშიც, ბავშვებში. ძირითადათ აღინიშნება მაღალი სიცხეები, მიოკარდიტები, ენდოკარდიტები, პლევრიტები, უცნაური გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში; აუტოიმუნური პროცესები".

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა