მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილს ოჯახი რამდენიმე დღეა, ეძებს - რა ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო
სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილს ოჯახი რამდენიმე დღეა, ეძებს - რა ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ რომ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე თე­ი­მუ­რაზ გი­უ­ნაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რისი დად­გე­ნის­თვი­საც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, 22 დე­კემ­ბერს თე­ი­მუ­რაზ გი­უ­ნაშ­ვი­ლი არ გა­მო­ცხად­და სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, რის შემ­დე­გაც სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან.

„სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე თე­ი­მუ­რაზ გი­უ­ნაშ­ვი­ლი მსა­ხუ­რობს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში, მე-4 მე­ქა­ნი­ზე­ბულ ბრი­გა­და­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო პირი 21 დე­კემ­ბერს 09:00 სთ-მდე იმ­ყო­ფე­ბო­და გან­წეს­ში და ას­რუ­ლებ­და და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, ხოლო გან­წე­სის შეც­ვლის შემ­დეგ ისარ­გებ­ლა კონ­ტრაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბით და და­ტო­ვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რია, რაც დას­ტურ­დე­ბა პა­ტა­კი­თა და გამ­შვე­ბი პუნ­ქტის სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დეო კა­მე­რე­ბით. 22 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი შე­სა­ბა­მის დროს არ გა­მო­ცხად­და სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, მის­მა უშუ­ა­ლო მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დრო­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან. ამ დრო­ის­თვის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს, თე­ი­მუ­რაზ გი­უ­ნაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ოჯა­ხი ეძებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილს ოჯახი რამდენიმე დღეა, ეძებს - რა ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილს ოჯახი რამდენიმე დღეა, ეძებს - რა ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, რისი დადგენისთვისაც თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 22 დეკემბერს თეიმურაზ გიუნაშვილი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც სამინისტრომ განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.

„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი ეძებს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა და მაღაზიას შეეჯახა - დაშავებულია სამი ადამიანი

გორში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა