საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2020 იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის... 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე" - რა განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას
"2020 იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის... 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე" - რა განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას

მო­მა­ვალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს დღეს ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ. ხვალ კი, მთავ­რო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გავა.

დე­პუ­ტა­ტებს სი­ტყვით მი­მარ­თა პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ. მისი გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბას მო­უ­წევს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის გა­და­ხედ­ვა, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, დიდი ხა­ნია კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას.

მისი თქმით, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

"ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის პე­რი­ოდ­ში ფის­კა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცია და დის­ციპ­ლი­ნა არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი მთავ­რო­ბის. ჩვენ მოგ­ვი­წევს ბევ­რი ისე­თი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თის გა­და­ხედ­ვა, რომ­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც დიდი ხა­ნია კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვე­ნი ბიზ­ნე­სიც და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ამას გა­გე­ბით უნდა მო­ე­კი­დონ. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს სა­ხელ­მწი­ფოს შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის თა­ნაბ­რად და ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტომ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის, ფის­კა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცი­ის და სა­ერ­თოდ სა­გა­და­სა­ხა­დო დის­ციპ­ლი­ნის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და მან.

გა­ხა­რი­ას თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­ი­წყოს სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ა­ზე ფიქ­რი, თუმ­ცა ეს არ შე­ე­ხე­ბა სტრა­ტე­გი­ულ სა­წარ­მო­ებს.

ის ასე­ვე შე­ე­ხო ოპო­ზი­ცი­ის მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბულ ბო­ი­კოტს. "ოპო­ზი­ცი­ის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა სა­კა­მოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბით, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს ქვე­ყა­ნა დგას“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მი­სი­ვე თქმით, 2021 წე­ლიც იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მძი­მე და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე, რაც, აორ­მა­გებს მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

"2020 წელი იყო საკ­მა­ოდ რთუ­ლი წელი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მოც­და მო­უ­წყო სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა ინ­სტი­ტუტს. ასე­ვე, ცალ­კე აღე­ბულ თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს. რა თქმა უნდა, ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ 2021 წე­ლიც იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მძი­მე და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე. რაც, რა თქმა უნდა, აორ­მა­გებს ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­გორც მთავ­რო­ბის ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის. პარ­ლა­მენ­ტის, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცია არ ჰყავს. ყვე­ლას კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ოპო­ზი­ცი­ის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს ქვე­ყა­ნა დგას, რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის თვალ­სა­ზი­რი­სით, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვენ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, როცა არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვი­სა და სირ­თუ­ლი­სა, რო­მე­ლიც ჩვენს წი­ნა­შე მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა, ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე და პირ­ველ რიგ­ში, მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და რო­მელ­ზეც დღეს და ხვალ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა რომ ვი­სა­უბ­როთ, პროგ­რა­მა რო­მელ­საც სა­ხე­ლად ჰქვია "ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის“, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სრუ­ლად. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბა არის ის, რომ 4 წლის თავ­ზე შევ­ძლოთ გა­ვა­კე­თოთ გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
12

მართალია, 2021 წელი ბევრად უფრო მძიმე იქნება ეკონომიკურად ვიდრე 2020 წელი.

Morali
5

Argchirdeba tqveni prognozi isedac sheveguet rac tqven moxvediit yoveli celi cinaze uaresia katastrofulo fasebis zrda kriminali kide ramdeni chamovtvalo da araa aucilebeli naci iyo an qoci sakmarisia am qveyanashi cxovrobdet da geyot ra visac armoconxart da realobas axcers nacebs nu uzaxit orive erti chorti xart 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"2020 იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის... 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე" - რა განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას

"2020 იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის... 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე" - რა განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას

მომავალ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ. ხვალ კი, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

დეპუტატებს სიტყვით მიმართა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. მისი განცხადებით, მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც მისივე თქმით, დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მისი თქმით, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობის. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების“, - განაცხადა მან.

გახარიას თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, თუმცა ეს არ შეეხება სტრატეგიულ საწარმოებს.

ის ასევე შეეხო ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს. "ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისიწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, აორმაგებს მთავრობის პასუხისმგებლობას.

"2020 წელი იყო საკმაოდ რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის. გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. ასევე, ცალკე აღებულ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით, როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის. პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, როგორც გლობალური პანდემიის თვალსაზირისით, ასევე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა, როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს. მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე მომავალი წლების განმავლობაში იქნება, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე და პირველ რიგში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც პარლამენტის წინაშეა წარმოდგენილი და რომელზეც დღეს და ხვალ შესაძლებლობა გვექნება რომ ვისაუბროთ, პროგრამა რომელსაც სახელად ჰქვია "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, განვახორციელოთ სრულად. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნება არის ის, რომ 4 წლის თავზე შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მომავალ წლამდე არ განიხილავენ

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?