ავტორი:

"მესმის, ბევრს საშოპინგოდ უნდა წასვლა, მაგრამ ჩემს კოლეგებს ჰკითხონ - 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით?" - პაატა იმნაძე

"მესმის, ბევრს საშოპინგოდ უნდა წასვლა, მაგრამ ჩემს კოლეგებს ჰკითხონ - 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით?" - პაატა იმნაძე

მესმის, რომ ბევრს საშოპინგოდ უნდა წასვლა, მაგრამ ჩემს კოლეგებს ჰკითხონ, ვინც პაციენტებს უვლის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ამასთან, იმნაძის შეფასებით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ვირუსის გავრცელების კუთხით შემცირების ტენდენციაა.

“შემცირების ტენდენცია ნამდვილად არის. შემთხვევების ზრდა გაჩერდა, რაც ჩვენი პირველი ამოცანა იყო და გამოჩნდა შემცირების ტენდენცია”,- განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ არსებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან შედარებით მსუბუქდება, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამის გამო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება არ უნდა იყოს.

“თუ ყველა ყველაფერს დაიცავს, არ მგონია, ამან მოგვცეს ძალიან მკვეთრი მატება იანვრის დასაწყისსა და იანვრის შუაში”,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძე განმარტავს, რატომ გაიხსნა დახურული სავაჭრო ობიექტები და რატომ არა ღია ბაზრობები. მისი თქმით, მიზეზი ბაზრობებზე მაღალი მობილობაა.

“აქ მობილობაზეა საუბარი და პირობების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, რომ პირობები მაქსიმალურად იყოს დაცული და ამის კონტროლიც იყოს შესაძლებელი. აქ არის ყველაზე ძლიერი მობილობა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ რაც ნაკლები იქნებოდა ეს შემსუბუქება, მით უკეთესი. 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით? სამწუხაროდ, ბევრი. უმძიმესი პაციენტები. 400- ზე მეტი ადამიანია რეანიმაციაში, ვინც აპარატზეა ჩართულ”, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ უპასუხა გარდაცვლილთა სტატისტიკის თაობაზე დასმულ კითხვასაც და აღნიშნა, რომ ეს რაოდენობა იმ დღეების გამოძახილია, როდესაც ინფიცირებულთა მაჩვენებელი 5 000-ს აღწევდა.

“გარდაცვალების სტატისტიკა არის იმ დღეების გამოძახილი, როდესაც დღეში 5000 ინფიცირებული იყო, როდესაც ვაცხადებთ ინფიცირებულთა რაოდენობას, არის იმ დღის დადასტურებული და ეს ადამიანები მძიმდებიან 2-3 კვირის შემდეგ. ეს ის დროა, როდესაც იმ მაღალი რიცხვებიდან ადამიანები მძიმდებიან და შემთხვევები ფატალურად მთავრდება”,- განაცხადა იმნაძემ.

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება

"10 წლის განმავლობაში მაინც, სიკვდილის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ სახლი მაქვს ჩადებული ბანკში" - ზურა ყიფშიძე პანდემიაზე, ოჯახსა და პატარა კოსმოზე

გიორგი პაპუაშვილმა მომენტალურ ლატარია ,,ჯოკერში’’ 20 000 ლარი მოიგო