სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად  წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ..." - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე
"სად  წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ..." - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ისე ნუ უკ­ვირთ ხოლ­მე ჩვენს ოპო­ზი­ცი­ას, რომ რა ხდე­ბა, რა ვერ და­ა­კა­ვეთ ერთ და ორ თვე­შიო?! ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ და­ვა­კა­ვებთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იქ­ნეს და­კა­ვე­ბუ­ლი,- ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე ზუგ­დიდ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში არი­ან 20 და 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა მათი და­კა­ვე­ბა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. გო­მე­ლა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, ბად­რი ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბა პირ­ველ რიგ­ში უწყე­ბის ღირ­სე­ბის სა­კი­თხია და მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­კა­ვე­ბენ.

„რა თქმა უნდა, გვქონ­და ჩვენ სა­უ­ბა­რი, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნიც იქ იყო, პრე­მი­ერ­თა­ნაც იყო სა­უ­ბა­რი და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­წყვი­ტეს, რომ არა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის და­შა­ვე­ბა: „თუ და­ა­კა­ვებთ ხომ ძა­ლი­ან კარ­გი, თუ არა და სის­ხლი არ და­იღ­ვა­როს“, - და მაქ­სი­მა­ლუ­რად ასე გა­კეთ­და. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამ თე­მა­ზე, ოპე­რა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე ღიად ვერ ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა ეს იქი­და­ნაც ჩანს, რომ მოხ­და მისი ძმის და­კა­ვე­ბა, იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი აწ­ვდი­და მას საკ­ვებს, აღ­მო­აჩ­ნდა შემ­დეგ და­მა­ტე­ბით კი­დევ ვაზ­ნე­ბი და სხვა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა თან, ეს ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც 15 წუ­თით ადრე, ზუს­ტად, სა­ნამ მი­ვა­კი­თხეთ და და­ვად­გი­ნეთ სა­დაც იყო, გა­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი მან­ქა­ნით თა­ვი­სი ძმა, ტყე­ში გა­იყ­ვა­ნა და იქი­დან გა­იქ­ცა და მი­ი­მა­ლა უკვე. ამა­ზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან ხში­რად არის ხოლ­მე კი­თხვე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­და­ნაც, თუ რას ვა­კე­თებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ გვყავს 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან და ქვე­ყა­ნა არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, გვყავს 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნი­ლი, გვყავს ისე­თი, რო­მელ­მაც 2006 წელს ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა და დღე­საც არ არის და­ჭე­რი­ლი. ისე ნუ უკ­ვირთ ხოლ­მე ჩვენს ოპო­ზი­ცი­ას, რომ რა ხდე­ბა რა ვერ და­ა­კა­ვეთ ერთ და ორ თვე­შიო?! ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ და­ვა­კა­ვებთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იქ­ნეს და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ­თვის არის ღირ­სე­ბის თემა და მე ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­კა­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ხვალ არა ზეგ...))) და ასე შემდეგ..

ფაქტია კლებულობს დანაშაული!)

გიო
8

გიორგის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სად  წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ..." - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

"სად  წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ..." - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ისე ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო?! ჩვეულებრივი თემაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არიან 20 და 16 წლის განმავლობაში ძებნილი დამნაშავეები, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გომელაურის განმარტებით, ბადრი ესებუას დაკავება პირველ რიგში უწყების ღირსების საკითხია და მას აუცილებლად დააკავებენ.

„რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ საუბარი, ირაკლი ჩიქოვანიც იქ იყო, პრემიერთანაც იყო საუბარი და ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, რომ არანაირი ადამიანის დაშავება: „თუ დააკავებთ ხომ ძალიან კარგი, თუ არა და სისხლი არ დაიღვაროს“, - და მაქსიმალურად ასე გაკეთდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე, ოპერატიულ ინფორმაციებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება, იყო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს, აღმოაჩნდა შემდეგ დამატებით კიდევ ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება თან, ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, ზუსტად, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანით თავისი ძმა, ტყეში გაიყვანა და იქიდან გაიქცა და მიიმალა უკვე. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები ჟურნალისტების მხრიდანაც, თუ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის განმავლობაში ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის განმავლობაში ძებნილი, გვყავს ისეთი, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა მკვლელობა და დღესაც არ არის დაჭერილი. ისე ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო?! ჩვეულებრივი თემაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. ეს, პირველ რიგში, ჩვენთვის არის ღირსების თემა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავაკავებთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

"ამბობდა, დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო, მანქანაში მოხდა ეს ამბავი" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც თელავის მკვლელობას შეესწრო

"ზურა უმაღლესი პიროვნება იყო... ძალიან განვიცდი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს თელავში მოკლულისა და ბრალდებულის მეგობარი?