სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა
გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ნა­ქო­ნი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, თა­მარ აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე დიდი ალ­ბა­თო­ბა იყო, იმი­სა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დებ­დნენ, რა­ზეც მე­რა­ბიშ­ვილ­თან წი­ნას­წა­რაც ჰქონ­და სა­უ­ბა­რი.

"სა­სა­მარ­თლომ შე­უ­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა. არ მქო­ნია რა­ი­მე ილუ­ზია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მსუ­ბუ­ქი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბო­და, ან არა­ფერს არ შე­უ­ფარ­დებ­დნენ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე დიდი ალ­ბა­თო­ბა იყო, იმი­სა, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დებ­დნენ. ამა­ზე გვქონ­და სა­უ­ბა­რი მე და გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს და ვე­ლო­დით ამას. ჩვენ კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გზე­ბით ვი­და­ვებთ და შე­ვეც­დე­ბით, რომ და­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გა­იჟ­ღე­რა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ მას ხელ­ყუმ­ბა­რა ეკა­ვა ხელ­ში. ამ ადა­მი­ანს ხელ­ში ხელ­ყუმ­ბა­რა არ ეკა­ვა, მცდა­რია ეს ინ­ფორ­მა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ აბე­სა­ძემ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლი მუ­ქა­რას­თან ერ­თად, ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა­ზეც აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

"რო­დე­საც და­ა­კა­ვეს გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ის იყო ბი­ძა­მი­სის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სახ­ლში ცივი ია­რა­ღი რომ გქონ­დეს ჯი­ბე­ზე, ეს არ ის­ჯე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ბრა­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არის აბ­სურ­დუ­ლი. ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა ბრა­ლად არ უნდა წა­რედ­გი­ნათ, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო ალ­ბათ მოხ­სნის შემ­დგომ­ში. მუ­ქა­რა­ზეც აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი, სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­კი­თხე­ბი­ან მოწ­მე­ე­ბი და იტყვი­ან იყო თუ არა იმის აღ­ქმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მუ­ქა­რა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და რე­ა­ლუ­რად“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ აბე­სა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად ქურ­დო­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი გ.მ. მუ­ქა­რის და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გ.მ., რო­მე­ლიც გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, თან­ნა­ქო­ნი ხელ­ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე და 151-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­სა და მუ­ქა­რას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შეკაზმულცხენიანი
1

ბოდიშმომითხოვია და გლდანში ტიპი იარაღით რომ იბრიქებოდა არჩევნებზე, იმის საქმე რავაა, ვიცოდეთ მაინც! ეს ჯიგარი, მგონია სამართლიანად მოუყუჩებიათ, ყოჩაღ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანის რაიონში დაკავებულ გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა, განვითარებული მოვლენების ფონზე დიდი ალბათობა იყო, იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ, რაზეც მერაბიშვილთან წინასწარაც ჰქონდა საუბარი.

"სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. არ მქონია რაიმე ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა, ან არაფერს არ შეუფარდებდნენ. განვითარებული მოვლენების ფონზე დიდი ალბათობა იყო, იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამაზე გვქონდა საუბარი მე და გიორგი მერაბიშვილს და ველოდით ამას. ჩვენ კანონის გათვალისწინებული გზებით ვიდავებთ და შევეცდებით, რომ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. ძალიან ბევრჯერ გაიჟღერა იმ ინფორმაციამ, რომ მას ხელყუმბარა ეკავა ხელში. ამ ადამიანს ხელში ხელყუმბარა არ ეკავა, მცდარია ეს ინფორმაცია“, - განაცხადა თამარ აბესაძემ.

უფლებადამცველის თქმით, გიორგი მერაბიშვილს ბრალი მუქარასთან ერთად, ცივი იარაღის ტარებაზეც აქვს წარდგენილი.

"როდესაც დააკავეს გიორგი მერაბიშვილი, ის იყო ბიძამისის საცხოვრებელ სახლში, სახლში ცივი იარაღი რომ გქონდეს ჯიბეზე, ეს არ ისჯება. ვფიქრობ, ეს ბრალი თავიდან ბოლომდე არის აბსურდული. ცივი იარაღის ტარება ბრალად არ უნდა წარედგინათ, მაგრამ სასამართლო ალბათ მოხსნის შემდგომში. მუქარაზეც აქვს წაყენებული ბრალი, სასამართლოში დაიკითხებიან მოწმეები და იტყვიან იყო თუ არა იმის აღქმის საფუძველი, რომ მუქარა განხორციელდებოდა რეალურად“, - აღნიშნა თამარ აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაგოდეხში 16 წლის გოგო  ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს - ოჯახი გამტაცებლის დასჯას ითხოვს

"თომას და მეუღლესთან დაშორებული იყო, აქ ჩამოაკითხა... ეტყობა ამოუყვანა ყელში და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თელავის მკვლელობაზე?

თელავში ცოლის ძმამ სიძე მოკლა