სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კამპანიური ხასიათის დარტყმები იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას... ისინი კი ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ" - კახიშვილი
"კამპანიური ხასიათის დარტყმები იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას... ისინი კი ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ" - კახიშვილი

ჩვენ ვხე­დავთ ბოლო დროს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გახ­ში­რე­ბულ, კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თის დარ­ტყმებს რო­გორც მე­დი­ა­ში, ისე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. რაც, თა­ვის­თა­ვად, იწ­ვევს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კომ­პლექ­სე­ბას, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა, კახა კა­ხიშ­ვილ­მა საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის, თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტე­ბის ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კრი­ტი­კა არ ეხე­ბა მხო­ლოდ იმ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც კა­ნონს არ­ღვე­ვენ.

„პირ­ვე­ლი კი­თხვა მექ­ნე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­თან - რო­გორ იმოქ­მე­და პან­დე­მი­ამ სამ­ხედ­რო წვრთნებ­ზე და მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხომ არ გაქვთ რამე გეგ­მე­ბი მო­მა­ვალ წელს, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ჩანს, ასე­თი ვი­თა­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. რა სი­ახ­ლე­ე­ბია და­გეგ­მი­ლი სამ­ხედ­რო პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით? ასე­ვე, თქვენ ახ­სე­ნეთ ათწ­ლი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რაც ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა და თუ შე­იძ­ლე­ბა ამ სა­კი­თხე­ბის გაშ­ლა, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა ინი­ცი­ა­ტი­ვებს გუ­ლის­ხმობს თქვე­ნი ათწ­ლი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­თან მაქვს ერთი თხოვ­ნა. ვიცი, რომ თქვენც ბევ­რს ფიქ­რობთ ამა­ზე, ჩვენ ვხე­დავთ ბოლო დროს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გახ­ში­რე­ბულ, კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თის დარ­ტყმებს რო­გორც მე­დი­ა­ში, ისე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. რაც, თა­ვის­თა­ვად, იწ­ვევს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კომ­პლექ­სე­ბას. სა­უ­ბა­რია იმ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც საქ­მი­ა­ნო­ბას ას­რუ­ლე­ბენ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით. ანუ ჩვენ ვხე­დავთ, რომ კრი­ტი­კა არ ეხე­ბა მხო­ლოდ იმ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნონს არ­ღვე­ვენ, მაგ­რამ კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­რეთ, ქარ­ში, წვი­მა­ში, დგა­ნან და სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლე­ბენ. მათ ზურ­გზე გა­და­დის თუნ­დაც ის, რომ ჩვენ უსაფრ­თხოდ გვძი­ნავს და გა­და­ვად­გილ­დე­ბით ქუ­ჩებ­ში.

ხში­რად, რო­დე­საც მან­ქა­ნით მი­წევს სი­ა­რუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცუდ ამინ­დებ­ში, ვხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან და ქუ­ჩა­ში ცდი­ლო­ბენ წეს­რი­გი და­ამ­ყა­რონ და ბუ­ნებ­რი­ვია, იმ ადა­მი­ა­ნებს კი­დევ, კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ, რე­ა­ლუ­რად, ღა­მე­ე­ბი არ ძი­ნავთ იმის­თვის, რომ აგ­ვა­ცი­ლონ კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ქა­ლაქ­ში და ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია რა­ღაც ტი­პის გეგ­მა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ამო­ცა­ნებს და იცა­ვენ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დეს, იყ­ვნენ და­ცულ­ნი კონ­კრე­ტუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი დარ­ტყმე­ბის­გან და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის­გან. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს, იმ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რო­მელ­საც კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში ას­რუ­ლე­ბენ და გვი­ცა­ვენ ჩვენ და ჩვენს ქვე­ყა­ნას. კი­თხვა მაქვს კი­ბერ-უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, კი­ბერ-უსაფრ­თხო­ე­ბა არის 20-ე და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა.

რო­გორც ჩანს, ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა და რაც უფრო მე­ტად და­ი­ნერ­გე­ბა ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე და ინ­ტერ­ნეტ-ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უფრო მეტი ტი­პის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან გვექ­ნე­ბა ჩვენ მო­მა­ვალ­ში საქ­მე. ადრე თუ ქო­ნე­ბას ინა­ხავ­დნენ ბი­ნებ­ში, ახლა ქო­ნე­ბა და ფული ინა­ხე­ბა ბა­რა­თებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ბა­რა­თე­ბის და ფუ­ლის მი­იმ­თვი­სე­ბელ­ნი უკვე სხვა ტი­პის ტექ­ნო­ლო­გი­ებს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მე მო­მე­წო­ნა თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კი­ბერ-უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­იქ­მნე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში. ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, სწავ­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში, რომ მზად ვი­ყოთ ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

ხომ არ გაქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მა სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის დაც­ვის კუ­თხით, რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ატა­რებს სპე­ცო­პე­რა­ცი­ებს, ისე­თი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან მე­დი­ა­ში, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, ხელს არ უწყობს ამ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას და მე­ტიც, თვი­თონ დამ­ნა­შა­ვეს აძ­ლევს უფრო მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას გეგ­მავს პო­ლი­ცია და ამ კუ­თხით ხომ არ გაქვთ რამე გეგ­მა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­დეს ისე, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იმით, რომ უბ­რა­ლოდ, პრე­ვენ­ცი­უ­ლად, ვი­ღაც ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გა­უშ­ვებს, რაც თა­ვის­თა­ვად, საფრ­თხეს შე­უქ­მნის ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე პი­რებს",- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
32

სულ წამიხდა ამ კაცზე შთაბეჭდილება .(((

იეთიმი
11

ნუ ახურებ ბევრს .. ძალიან კარგად ჩანს ვის საქმესაც აკეთებენ..ჩვენსას ნამდვილად არა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კამპანიური ხასიათის დარტყმები იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას... ისინი კი ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ" - კახიშვილი

"კამპანიური ხასიათის დარტყმები იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას... ისინი კი ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ" - კახიშვილი

ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც კანონს არღვევენ.

„პირველი კითხვა მექნება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან - როგორ იმოქმედა პანდემიამ სამხედრო წვრთნებზე და მოცემულობიდან გამომდინარე, ხომ არ გაქვთ რამე გეგმები მომავალ წელს, ვინაიდან, როგორც ჩანს, ასეთი ვითარება გაგრძელდება. რა სიახლეებია დაგეგმილი სამხედრო პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებით? ასევე, თქვენ ახსენეთ ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და თუ შეიძლება ამ საკითხების გაშლა, თუ კონკრეტულად რა ინიციატივებს გულისხმობს თქვენი ათწლიანი სამოქმედო გეგმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან მაქვს ერთი თხოვნა. ვიცი, რომ თქვენც ბევრს ფიქრობთ ამაზე, ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას. საუბარია იმ პოლიციელებზე, რომლებიც საქმიანობას ასრულებენ კანონით დადგენილი წესით და უფლებების დაცვით. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კანონს არღვევენ, მაგრამ კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც გარეთ, ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. მათ ზურგზე გადადის თუნდაც ის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გვძინავს და გადავადგილდებით ქუჩებში.

ხშირად, როდესაც მანქანით მიწევს სიარული, განსაკუთრებით, ცუდ ამინდებში, ვხედავ, რომ ადამიანები დგანან და ქუჩაში ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბუნებრივია, იმ ადამიანებს კიდევ, კრიმინალურ პოლიციას ვგულისხმობ, რეალურად, ღამეები არ ძინავთ იმისთვის, რომ აგვაცილონ კრიმინალური შემთხვევები ქალაქში და ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოსამზადებელია რაღაც ტიპის გეგმა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კანონით დადგენილ ამოცანებს და იცავენ ქვეყანაში სიმშვიდეს, იყვნენ დაცულნი კონკრეტულად პოლიტიკური დარტყმებისგან და პროვოკაციული მოქმედებებისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც კანონით დადგენილ ფარგლებში ასრულებენ და გვიცავენ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას. კითხვა მაქვს კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კიბერ-უსაფრთხოება არის 20-ე და 21-ე საუკუნეების გამოწვევა.

როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და რაც უფრო მეტად დაინერგება ინტერნეტ-სივრცე და ინტერნეტ-ტექნოლოგიები უფრო მეტი ტიპის კიბერდანაშაულთან გვექნება ჩვენ მომავალში საქმე. ადრე თუ ქონებას ინახავდნენ ბინებში, ახლა ქონება და ფული ინახება ბარათებზე და შესაბამისად, ამ ბარათების და ფულის მიიმთვისებელნი უკვე სხვა ტიპის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. შესაბამისად, მე მომეწონა თქვენი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერ-უსაფრთხოების სამსახურები შეიქმნება რეგიონებში. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მათი სერიოზული დაფინანსება, სწავლება პირველ რიგში, რომ მზად ვიყოთ ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის.

ხომ არ გაქვთ შემუშავებული გეგმა სპეცოპერაციების დაცვის კუთხით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს სპეცოპერაციებს, ისეთი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში ან მედიაში, რომელიც ბუნებრივია, ხელს არ უწყობს ამ შემთხვევაში, პოლიციელების მუშაობას და მეტიც, თვითონ დამნაშავეს აძლევს უფრო მეტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავს პოლიცია და ამ კუთხით ხომ არ გაქვთ რამე გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციები ჩატარდეს ისე, რომ პოლიციელების და დაზარალებულების სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი იმით, რომ უბრალოდ, პრევენციულად, ვიღაც ისეთ ინფორმაციას არ გაუშვებს, რაც თავისთავად, საფრთხეს შეუქმნის ოპერაციის მონაწილე პირებს",- განაცხადა კახა კახიშვილმა.

"ქვეყანა ჩაკეტო, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი" - კახი კახიშვილი გიორგი გახარიაზე

"გგონიათ, ყველა გახარიას გაჰყვება? - უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილს კობახიძესთან ერთად უფრო მეტი მუშაობა მოუწევს, რომ გუნდი შეკრას" - კახიშვილი

"პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი... გამარჯვება გუნდის ერთგულებაზეა დამოკიდებული" - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე"?