ავტორი:

"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს

"ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით... ტყუილია, რომ მფარველები არ ჰყავდა" - რა დეტალებს იხსენებს დედა ზურაბ ტარყაშვილზე, რომლის მკვლელობაში ბრალდებულიც წლების შემდეგ დააკავეს

21 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ირაკლი აგლაძე დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ირაკლი აგლაძემ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს 1988 წელს დაბადებული ზურა ტარყაშვილი და მიიმალნენ. დაჭრილი ზურა ტარყაშვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ირაკლი აგლაძე კი 2011 წლის 25 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დაუსწრებლად მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამდენი წლის შემდეგ აგლაძე დააკავეს და ახლა იგი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები. იმ დღეს 23 წლის ზურა ტარყაშვილი რუსთაველზე ხალხის თვალწინ ჩაცხრილეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის 11 ტყვია მოხვდა, მათ შორის - საკონტროლოდ ნასროლიც. ამ შემზარავ დანაშაულს კიდევ ერთი მძიმე მკვლელობა უძღოდა წინ. 2010 წლის მარტში გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე "არტ კაფეში" 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს, მაშინ, ასევე, დაიჭრა სამი ახალგაზრდა, მათ შორის - ზურა ტარყაშვილი.

მოგვიანებით კი ტარყაშვილი და მისი მეგობრები - ძმები ჩიჩუები ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს, ხოლო სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში მისი უახლოესი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა ამხილეს. კაჭარავა იძებნებოდა, სასამართლომ იგი დაუსწრებლად გაასამართლა და 21 წელი მიუსაჯა. თუმცა საყურადღებო იყო ერთი დეტალი, მოკლული სანდროს ოჯახი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მათი შვილი მეგობარ კაჭარავას არ მოუკლავს, პირიქით - ბრალდებულის დამცველად გამოდიოდა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვდა კიდეც. ამ მოტივით განაჩენი სააპელაციო სასამართლოშიც კი გასაჩივრდა.

მოკლული სანდროს მამა, ივერი გოგბერაშვილი აცხადებდა, რომ რეალურ დამნაშავეს მაშინ ხელი ძალოვნებმა დააფარეს. იგი თავისი შვილის მკვლელობაში ზურა ტარყაშვილს ადანაშაულებდა და რადგან იგი ამ ბრალდებით არ გაასამართლეს, მოკლული გოგბერაშვილის მამამ და მეგობრებმა მასზე შურისძიება განიზრახეს. თავად ტარყაშვილი გოგბერაშვილის მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა. 23 წლის ზურა ტარყაშვილი საპატიმროდან ერთი კვირის გამოსული იყო, როცა იგი ქუჩაში სადისტურად ჩაცხრილეს. გამოძიების მტკიცებით, ივერი გოგბერაშვილი მისი შვილის მეგობრებს, 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და ზურა ტარყაშვილის მკვლელობა მათ ერთად განახორციელეს. სწორედ ამ სამ პირს წაუყენა პროკურატურამ ბრალი 2011 წელს ოფიციალურად და ახლა სამივე ბრალდებული ციხეშია გამოკეტილი. ყველა მათგანი ცალ-ცალკე გასამართლდა.

პირველად მართლმსაჯულების წინაშე დავით რუსიაშვილი წარდგა. მაშინ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და მსაჯულებმა რუსიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს, მას 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შემდეგ ირაკლი აგლაძის საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მას მაშინ 30-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, რადგან იგი იძებნებოდა. აგლაძის ადვოკატები კი გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ აგლაძე შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და რომ ის უკანონოდ დაისაჯა.

მართალია, ბრალდებულის ადვოკატი ბრალს არ ეთანხმებოდა, მაგრამ სახეზეა გამოტანილი გამამტყუნებელი, საკმაოდ მძიმე ვერდიქტი. შეიცვლება თუ არა სასჯელის ნაწილში რამე, ესეც, ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ წლებია, პატიმრობაში იმყოფება ივერი გოგბერაშვილი, იგი უკრაინაში დააკავეს და მისი სასამართლო სხდომები საკმაოდ ხმაურით მიმდინარეობდა. ივერი გოგბერაშვილს მაშინ სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ზურა ტარყაშვილის ოჯახს, ისინი გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და წლებია, ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და საქმის ბოლომდე გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ზურას დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის სხვა მთავარი ფიგურანტები ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდებიან და დღემდე დაუსჯელები დადიან.

თამილა კოჭლამაზაშვილი, ზურაბ ტარყაშვილის დედა:

- ირაკლი აგლაძის დაკავების ამბავი ჟურნალისტებისგან შევიტყვე. ის იყო ამ მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მთავარი როლი ეკავა. ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით ზურას და მან ესროლა ჩემს შვილს. ეს ყველამ იცის, მისი ამოცნობა არ გასჭირვებია არავის, მისი სპეციფიკური აღნაგობიდან გამომდინარე. თავიდან ჩვენ ოჯახს ასეთი ინფორმაცია გვქონდა, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ირაკლი აგლაძე დაიჭირეს, მაგრამ მეორე დღესვე გაუშვეს ის ქვეყნიდან.

ტყუილია, რომ მას მფარველები არ ჰყავდა, მაშინ ასე არ გაყალბდებოდა ეს საქმე, მას მფარველები რომ არ ჰყოლოდა, ამდენი წელი დააკავებდნენ და ასე თავისუფლად არ იქნებოდა. როცა მთავრობა შეიცვალა და "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემს მეუღლეს და ჩვენს ოჯახს იმედი გაგვიჩნდა, რომ დაისჯებოდა ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი. სამართალი რომ გვეპოვა, ჩემი მეუღლე დადგა "ქართული ოცნების" მხარეს, მაგრამ მას მერე სადაც მივიდოდით, ვერსად ვერაფერს მივაღწიეთ. ამ ხელისუფლებაში უფრი მეტი მფარველები აღმოაჩნდათ დამნაშავეებს. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ ამ წლების განმავლობაში, ირაკლი აგლაძე პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში და მერე ისევ გადიოდა, ვაწვდიდით ამ ინფორმაციას სამართალდამცავებს, მაგრამ მას არავინ აკავებდა.

ისიც გავიგეთ, რომ ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს. ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ შს სამინისტროს, მაგრამ ცალსახაა, ის ამ დრომდე არავის დაუკავებია და ახლა როგორ დააკავეს, ჩემთვის უცნობია. ოფიციალურად ვინ მფარველობდა შს სამინისტროში მკვლელობაში ბრალდებულ აგლაძეს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მას მფარველები ჰყავდა. როგორც ვიცი, მამამისი იურისტია და, სავარაუდოდ, შვილის დაცვას თავისი კავშირებით ახერხებდა...განაგრძეთ კითხვა

ტრაგედია კახეთში - თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს, ბრალდებული პოლიციის უფროსის მოადგილეა

პოლიციამ თბილისში დააჯარიმა 2 კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა

ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს