ავტორი:

"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, საკითხზე გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს" - მიხეილ ჩხენკელი

"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, საკითხზე გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს" - მიხეილ ჩხენკელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოში კულტურის სამინისტრო ცალკე უწყება უნდა იყოს.

ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტში განაცხადა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე გუნდში მსჯელობა უკვე დაწყებულია.

„გუნდში მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს. მე ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე, რომ ხაზი გაესვას კიდევ ერთხელ კულტურის უაღრესად დიდ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

"ქუჩაში  სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით ვერ დავდგები" - პატრიოტთა ალიანსის“ სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

"ისე უნდა დაერხეს ქვეყანას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს - ასეთი განცდა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს" - ალეკო ელისაშვილი