სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვები, რომლებიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში დარჩება - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება
შეზღუდვები, რომლებიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში დარჩება - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

მთავ­რო­ბა პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის 24 დე­კემ­ბრი­დან შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა 2 იან­ვრამ­დე იმოქ­მე­დებს.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და რო­გორც ექ­სპერ­ტებ­თან, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ებ­თან, ასე­ვე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის 24 დე­კემ­ბრი­დან შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ზე. ყვე­ლა კარ­გად ვხე­დავთ, რომ 28 ნო­ემ­ბრი­დან და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა იქო­ნია პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა ინ­ფი­ცი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბა­სა და ეპიდ­ვი­თა­რე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა­ზე. ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ინ­ფი­ცი­რე­ბის დონე მა­ინც რჩე­ბა მა­ღა­ლი. მხო­ლოდ დღეს ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის 3064 შემ­თხვე­ვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მკურ­ნა­ლობს 6358 მო­ქა­ლა­ქე.

შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, გა­ვუფრ­თხილ­დეთ მიღ­წე­ულ შე­დეგს და იმ ფასს, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იხ­დის. ამი­ტომ, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 24 დე­კემ­ბრი­დან - 2 იან­ვრის ჩათ­ვლით შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა არ გან­ხო­ცი­ელ­დეს სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით:

1. ძა­ლა­ში რჩე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვა თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, გორ­ში, ზუგ­დიდ­ში, ფოთ­სა და თე­ლავ­ში

2. ასე­ვე ძა­ლა­ში რჩე­ბა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. კერ­ძო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა კვლავ იქ­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი;

3. ბაზ­რო­ბე­ბი არ გა­იხ­სნე­ბა. მუ­შა­ო­ბას ისევ გა­აგ­რძე­ლე­ბენ აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი, წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვის პი­რო­ბით

4. 24 დე­კემ­ბრი­დან - 2 იან­ვრის ჩათ­ვლით ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ ქა­ლა­ქებ­ში კო­ვიდ-უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წე­სის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი.

5. მე­ტიც, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­ზეც წი­ნას­წარ გა­ი­მარ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ბიზ­ნეს­თან:

მა­ღა­ზი­ე­ბის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დი­ლის 07:00-დან 19:00 სა­ა­თამ­დე. მომ­ხმა­რე­ბე­ლე­ბის სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბა უნდა მოხ­დეს ნა­კა­დე­ბის მკაც­რი მარ­თვით, რის­თვი­საც:

მა­ღა­ზი­ის ფარ­თის ყო­ველ 20 მ2 და­იშ­ვე­ბა არა­უ­მე­ტეს ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მა­ღა­ზი­ე­ბის რო­გორც შიდა, ასე­ვე მა­ღა­ზი­ის გარე სივ­რცე­ში უნდა მოხ­დეს მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­გე­ბის მარ­თვა; ფას­დაკ­ლე­ბე­ბის აქ­ცი­ე­ბი გა­მო­ცხად­დეს ძი­რი­თა­დად დი­ლის სა­ა­თებ­ში ან/და ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში;

ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ებ­ში არ იმუ­შა­ვე­ბენ გა­სახ­დე­ლე­ბი. ამას­თან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, მა­ღა­ზი­ებ­მა უნდა და­უშ­ვან პრო­დუქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა ან გა­დაც­ვლა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ 1 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში იკ­რძა­ლე­ბა კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, მათ შო­რის გა­და­ტა­ნის სერ­ვი­სით ყვე­ლა სივ­რცე­ში და მა­ღა­ზი­ის გა­რეთ რი­გებ­ში და­ცუ­ლი უნდა იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და პირ­ბა­დე­ე­ბის სწო­რად ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. აღ­ნიშ­ნულ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტე­ბის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­გორც და­ჯა­რი­მე­ბა, ასე­ვე საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბა.

6. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის გარ­და, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დაშ­ვე­ბუ­ლი იყო სას­ტუმ­რო­ე­ბის და მათ­თან არ­სე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მხო­ლოდ სას­ტუმ­რო­ე­ბის სტუმ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. აკ­რძა­ლუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი და სხვა სა­ხის გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა.

7. სამ­წუ­ხა­როდ ვხე­დავთ, რომ სას­ტუმ­რო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ცდი­ლობს ამ მო­თხოვ­ნე­ბის გვერ­დის ავ­ლას და სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ე­ბის მო­წყო­ბას.

8. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სას­ტუმ­რო­ე­ბის რეს­ტორ­ნე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ მხო­ლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ნო­მერ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სი.

9. რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას მხო­ლოდ გა­ტა­ნის სერ­ვის­ზე.

10. ძა­ლა­ში რჩე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე, რო­გორც ქვე­ი­თად, ისე ავ­ტო­მო­ბი­ლით;

11. გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღამე - 31 დე­კემ­ბრის ღამე და ასე­ვე შო­ბის ღამე - 6 იან­ვრის ღამე;

12. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნონ ვიწ­რო ოჯა­ხურ წრე­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
71

თბილისში ჩარჩენილი სტუდენტები როგორ უნდა წავიდნენ სახლში საახალწლოდ თქვე უტვინოებო გიფიქრიათ ამაზე. მარტო იმაზე რომ ფიქრობთ თქვენს პარტიას რა აწყობს 

თაკო
7

ღამის საათებში როგორი მოძრაობაა მაინც ქალაქში, ყველას საშვი როგორ აქვს? განსაკუთრებით კი მოპედები, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ შეზღუდვების დაწესებას? ან შუაღამისას რა მიტანის სერვისზეა საუბარი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შეზღუდვები, რომლებიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში დარჩება - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

შეზღუდვები, რომლებიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში დარჩება - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს.

„მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე. ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი. მხოლოდ დღეს ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 3064 შემთხვევა, საავადმყოფოებში მკურნალობს 6358 მოქალაქე.

შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით:

1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში

2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით

4. 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები.

5. მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე. მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

6. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

7. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.

8. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

9. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

10. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

11. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;

12. აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"