მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ექიმი მკურნალობს კოვიდპაციენტებს, როგორია საწოლფონდის მონაცემები და რამდენი ტესტია ჩატარებული - ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში
რამდენი ექიმი მკურნალობს კოვიდპაციენტებს, როგორია საწოლფონდის მონაცემები და რამდენი ტესტია ჩატარებული - ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღემ­დე ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 მლნ 800 ათას­ზე მეტი ტეს­ტი ჩა­ტარ­და.

ამას­თან, ტი­კა­რა­ძის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზა­ფხუ­ლი­დან დღემ­დე, 25-დან 65-მდე გა­ი­ზარ­და. რო­გორც ტი­კა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მებ­ზე გა­ნა­ცხა­და, ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის ექი­მე­ბის მიერ 250 000-მდე ზარ­ზე მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა.

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ ძა­ლი­ან ფარ­თო წვდო­მა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და მო­ცუ­ლო­ბით თვალ­საზ­რი­სით და 250-ზე მეტ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­სა და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრში მათ შე­უძ­ლით ისარ­გებ­ლონ ტეს­ტი­რე­ბით, ამის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. დღე­ის­თვის არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 1 მლნ 800 ათას­ზე მეტი ტეს­ტი. პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის უდი­დე­სი როლი აქვს კო­ვი­დის მარ­თვა­ში. მიმ­დი­ნა­რე წლის 2 აპ­რი­ლი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბის პლატ­ფორ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ოჯა­ხის ექი­მე­ბის მიერ, ყო­ველ­დღი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვა. თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო 25 ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა. დღე­ი­სათ­ვის კლი­ნი­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 65-მდეა გაზ­რდი­ლი. 2 აპ­რი­ლი­დან დღემ­დე ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის ექი­მე­ბის მიერ მოხ­და 250 000-მდე ზარ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და შემ­დგო­მი მსვლე­ლო­ბის მი­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, ტი­კა­რა­ძის თქმით, დღეს კო­რო­ნა­ვუ­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბა­ში 13 300-ზე მეტი ექი­მია ჩარ­თუ­ლი.

“ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის 60%-ზე მეტი ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის რე­ჟიმ­შია. ის ფაქ­ტი, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ნა­ხე­ვა­რი რჩე­ბა ბი­ნა­ზე და კლი­ნი­კა­ში რე­ფე­რა­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის მა­ღა­ლი, ცხად­ყოფს, რომ პრო­ცე­სი ეფექ­ტი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა მედ­პერ­სო­ნა­ლი იყოს მუდ­მი­ვად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა­დი მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფო პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად მუდ­მი­ვად ახორ­ცი­ე­ლებს ოჯა­ხის ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას. ყვე­ლა ოჯა­ხის ექი­მის გა­დამ­ზა­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და 4-ჯერ, ხოლო 2-ჯერ სოფ­ლის ექი­მე­ბის სრუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა მოხ­და. გა­სულ თვე­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სა­კუ­თარ ბა­ზა­ზე შექ­მნა ორი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია 228 თა­ნამ­შრო­მე­ლი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა რჩე­ბა ოჯა­ხის ექი­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა, მე­ო­რე არის მო­ნი­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ექი­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს აკონ­ტრო­ლებს. მხო­ლოდ ამ ორი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის მხრი­დან 28 ათას­ზე მეტი სიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტია ნა­მარ­თი და ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 112 ათას ზარ­ზე მეტ­ზე არის რე­ა­გი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მიზ­ნით მოხ­და 303 ათას პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სა­წოლ­ფონ­დის რა­ო­დე­ნო­ბა მარ­ტის თვი­დან დღემ­დე 10-ჯერ არის გაზ­რდი­ლი და 96 კლი­ნი­კა­ში 7200 სა­წო­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. მისი თქმით, ამ რა­ო­დე­ნო­ბას ემა­ტე­ბა ასე­ვე კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი 9500 სა­წო­ლი.

„თუ მარ­ტის და­სა­წყის­ში სა­წოლ­ფონ­დი შე­ად­გენ­და 15 კლი­ნი­კა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბულ 826 სა­წოლს, მაჩ­ვე­ნებ­ლი დღე­ი­სათ­ვის არის 10-ჯერ გაზ­რდი­ლი. დღეს სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს 96 სა­ა­ვად­მყო­ფო 7200 მდე სა­წო­ლით, რისი გა­ფარ­თო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ჩვენ, რა თქმა უნდა, კი­დევ გვაქვს. სა­წო­ლე­ბის აღ­ნიშ­ნულ რა­ო­დე­ნო­ბას და­ე­მა­ტა კო­ვი­დის მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლის და­სა­წყის­ში სას­ტუმ­რო მხო­ლოდ კა­რან­ტი­ნის­თვის და ცხე­ლე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, დღეს უკვე სას­ტუმ­როს კლი­ნი­კუ­რი სტა­ტუ­სი აქვს და იგი წარ­მო­ად­გენს შუ­ა­ლე­დურ რგოლს ბი­ნა­სა და ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბას შო­რის. კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა შე­და­რე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის­თვის. სწო­რედ სას­ტუმ­რო­ე­ბით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი ის სა­ვა­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი, რო­მე­ლის გახ­სნის­კე­ნაც აქ­ტი­უ­რად მოგ­ვი­წო­დებ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კი ბევ­რად უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო და გა­მარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კა და­ნერ­გა კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში მკურ­ნა­ლო­ბით, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწე­ვენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში მედ­პერ­სო­ნალს შო­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის და­ბა­ლი და გა­ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ მხო­ლოდ 3 მედ­პერ­სო­ნა­ლის და­ი­ნი­ფი­ცი­რე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა აქ. დღე­ი­სათ­ვის კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 9500 სა­წო­ლი. სულ ახალ­ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში იცით, რომ იმ­ყო­ფე­ბო­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რან­გის სტუ­მა­რი, რო­მელ­მაც მო­ი­ნა­ხუ­ლა მთე­ლი ჩვე­ნი სის­ტე­მა, კლი­ნი­კუ­რი სას­ტუმ­რო და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის ის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც უნდა გა­ზი­არ­დეს სხვა ქვეყ­ნებ­შიც და იქაც და­ი­ნერ­გოს,“ - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მო­მა­ვალ წელს მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ლა­რია გან­სა­ზღვრუ­ლი.

"მედ­პერ­სო­ნა­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უმოკ­ლეს დრო­ში ახერ­ხე­ბენ სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას მო­ქა­ლა­ქე­თა და­სახ­მა­რებ­ლად.

2020 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია მი­ლი­ონ 200 ათას მო­ქა­ლა­ქეს. სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­სჯის სა­გა­ნი, რა­ზეც მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რო­დე­საც ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტი­კა მო­დის მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, მე ვარ სო­ლი­და­რუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნე­გა­ტი­ვი მო­დის დესტრუქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი­დან, ყვე­ლამ უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, თუ რამ­დე­ნად დიდი შრო­მის ფა­სად უწევს სას­წრა­ფოს ექი­მებს პან­დე­მი­ის სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. დღე­ის­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის დრო, შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და გა­მო­ძა­ხე­ბის და­ყოვ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დი­ნის დრო წინა პე­რი­ოდ­ში იყო სა­ა­თი და 24 წუთი, რო­მე­ლიც 20 წუ­თამ­დე არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია.

2020 წელს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­მი­ნის­ტროს ქოლ­გის ქვეშ გა­ერ­თი­ან­და, ამა­ვე წელს ერ­თად გა­დავ­დგით არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი. ცენ­ტრს 140 ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ე­ცა, გა­იხ­სნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის 26 ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სი და მო­მა­ვალ წელს ასე­ვე გან­სა­ზღვრუ­ლია მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ლარი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოთ ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოპა
12

ამან რა ანგარიში წაადგინა , მთელი ქვეყანა და სისტემები რომ უმართავდნენ ჯან დაცვას.? სქმწუხაროა ვერც კინიკის ხლმძღვანელები ა ვერ მთავრობიდავეფ ბედავენ თქმას და ბიძინას ვერ უწვენ წინააღმდეობას თორემ ეს მინისტრად? აისთვის ავირჩიეთისევ ეს მთავრობა? 

იი
10

ის შემთხვევაა ნაცებს რიმ ეთანხმები, ამის ადილი ინისრთქ კაბინეტშია არის ,ეს ტალახიანი ღორის ამბავივით არ გამოდგეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რამდენი ექიმი მკურნალობს კოვიდპაციენტებს, როგორია საწოლფონდის მონაცემები და რამდენი ტესტია ჩატარებული - ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში

რამდენი ექიმი მკურნალობს კოვიდპაციენტებს, როგორია საწოლფონდის მონაცემები და რამდენი ტესტია ჩატარებული - ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულიდან დღემდე, 25-დან 65-მდე გაიზარდა. როგორც ტიკარაძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე განაცხადა, ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ 250 000-მდე ზარზე მოხდა რეაგირება.

„ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ფართო წვდომა გეოგრაფიული და მოცულობით თვალსაზრისით და 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრში მათ შეუძლით ისარგებლონ ტესტირებით, ამის საჭიროების შემთხვევაში. დღეისთვის არის ჩატარებული 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი. პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა. დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, დღეს კორონავურუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში 13 300-ზე მეტი ექიმია ჩართული.

“ინფიცირების შემთხვევების 60%-ზე მეტი ბინაზე მკურნალობის რეჟიმშია. ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა ნახევარი რჩება ბინაზე და კლინიკაში რეფერალის საჭიროება არ არის მაღალი, ცხადყოფს, რომ პროცესი ეფექტიანად მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა მედპერსონალი იყოს მუდმივად ინფორმირებული განახლებადი მიდგომების შესახებ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუდმივად ახორციელებს ოჯახის ექიმების გადამზადებას. ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება განხორციელდა 4-ჯერ, ხოლო 2-ჯერ სოფლის ექიმების სრული გადამზადება მოხდა. გასულ თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ ბაზაზე შექმნა ორი ონლაინ კლინიკა, რომელშიც ჩართულია 228 თანამშრომელი ორი მიმართულებით. ერთი მიმართულება რჩება ოჯახის ექიმის მიმართულება, მეორე არის მონიტორის მიმართულება, რომელიც ჩვენი ექიმების მომსახურების ხარისხს აკონტროლებს. მხოლოდ ამ ორი ონლაინ კლინიკის მხრიდან 28 ათასზე მეტი სიმპტომური პაციენტია ნამართი და ამ ერთი თვის განმავლობაში 112 ათას ზარზე მეტზე არის რეაგირება განხორციელებული. მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული სამსახურის ხარისხის კონტროლის მიზნით მოხდა 303 ათას პაციენტთან დაკავშირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა მარტის თვიდან დღემდე 10-ჯერ არის გაზრდილი და 96 კლინიკაში 7200 საწოლია მობილიზებული. მისი თქმით, ამ რაოდენობას ემატება ასევე კლინიკურ სასტუმროებში არსებული 9500 საწოლი.

„თუ მარტის დასაწყისში საწოლფონდი შეადგენდა 15 კლინიკაში მობილიზებულ 826 საწოლს, მაჩვენებლი დღეისათვის არის 10-ჯერ გაზრდილი. დღეს სისტემაში მონაწილეობს 96 საავადმყოფო 7200 მდე საწოლით, რისი გაფართოების საშუალებაც ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს. საწოლების აღნიშნულ რაოდენობას დაემატა კოვიდის მართვაში ჩართული სასტუმროები. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში სასტუმრო მხოლოდ კარანტინისთვის და ცხელების მქონე პაციენტებისთვის გამოიყენებოდა, დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის. კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობის მართვისთვის. სწორედ სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის სავალე ჰოსპიტლები, რომელის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად უფრო ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედპერსონალს შორის ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და გაზაფხულის შემდეგ მხოლოდ 3 მედპერსონალის დაინიფიცირება ფიქსირდება აქ. დღეისათვის კლინიკურ სასტუმროში მობილიზებულია 9500 საწოლი. სულ ახალხანს საქართველოში იცით, რომ იმყოფებოდა ძალიან მაღალი რანგის სტუმარი, რომელმაც მოინახულა მთელი ჩვენი სისტემა, კლინიკური სასტუმრო და აღნიშნა, რომ ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც უნდა გაზიარდეს სხვა ქვეყნებშიც და იქაც დაინერგოს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო პერსონალის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველსაყოფად მომავალ წელს მილიონნახევარი ლარია განსაზღვრული.

"მედპერსონალის საქმიანობის ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.

2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია მილიონ 200 ათას მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო, შესაბამისად, შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო მოლოდინის დრო წინა პერიოდში იყო საათი და 24 წუთი, რომელიც 20 წუთამდე არის შემცირებული. გადაუდებელი დახმარების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია.

2020 წელს გადაუდებელი დახმარების სამსახური სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, ამავე წელს ერთად გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ცენტრს 140 ახალი ავტომობილი გადაეცა, გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა, სამედიცინო პერსონალის ხელფასი და მომავალ წელს ასევე განსაზღვრულია მილიონნახევარი ლარი, რათა უზრუნველყოთ ჩვენი სამედიცინო პერსონალის სამედიცინო დაზღვევა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

"ისე უნდა დაერხეს ქვეყანას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს - ასეთი განცდა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს" - ალეკო ელისაშვილი

"თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა" - კახა კალაძე