კორონავირუსით კომპანია "ბადაგონის" თანამშრომელი გარდაიცვალა. 37 წლის გელა სააკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურიდან იყო.
ბოლო წლებში, ის კომპანიის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. სააკაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკა "ნიუ-ვიჟენში" მკურნალობდა. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
როგორც ცნობილია მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადება ანემია, ასევე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
გელა სააკაშვილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ კორონავირუსით 2182 ადამიანია გარდაცვლილი
საწყალი ახალგაზრდა ყოფილა. ალბათ ანემიის გამო გაურთულდა? ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს ამ საშინელ უბედურებას