საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე
"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ან­ტიკ­რი­ზი­სულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა­გან, კერ­ძოდ, „მა­იკ­რო­სოფ­ტის“ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ენ­ტო­ნი სალ­სი­ტოს, გა­ე­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლი­სა და OECD-ის გა­ნათ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მხრი­დან.

„პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, მო­ხერ­ხდა გა­ნათ­ლე­ბის უწყვე­ტო­ბი­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. Covid-19-ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის უწყვე­ტო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრომ სკო­ლე­ბის­თვის დრო­უ­ლად შე­ი­მუ­შა­ვა შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გა სის­ტე­მა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.

მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის თქმით, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­თვის კუ­თხით, სა­მი­ნის­ტრო­სა და Microsoft-ს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა კლა­სი­სა და საგ­ნის­თვის შე­იქ­მნა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საკ­ლა­სო ოთა­ხი და გა­აქ­ტი­ურ­და უნი­კა­ლუ­რი პრო­ფი­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის.

პარტნი­ო­რო­ბის შე­დე­გად, მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა Microsoft-ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პორ­ტა­ლი (Teams), რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რირ­და ელექტრო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის პლატ­ფორ­მა - el.ge. ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს Teams-ში ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცე­სიც.

მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ბა­დებს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სწო­რედ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­მი­ნის­ტრო­სა და პირ­ვე­ლი არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, 30 მარ­ტი­დან უნი­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი „ტე­ლეს­კო­ლა“ და­ი­წყო.“

მი­სი­ვე თქმით, „ტე­ლეს­კო­ლა“ გრძელ­ვა­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო არხი - „პირ­ვე­ლი არხი გა­ნათ­ლე­ბა“ პან­დე­მი­ის შემ­დე­გაც გა­აგ­რძე­ლებს მა­უ­წყებ­ლო­ბას.

„ტე­ლეს­კო­ლა“ I-XII კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ყვე­ლა სა­გან­ში ტე­ლე­გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, აბი­ტუ­რი­ენ­ტის სა­ათს, ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ცალ­კე სა­გაკ­ვე­თი­ლო ბა­დე­სა (სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი) და სმე­ნის პრობ­ლე­მის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლის ჟეს­ტურ ენა­ზე ადაპ­ტი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის მო­წეს­რი­გე­ბას გა­უს­ვა ხაზი, კერ­ძოდ, 2020 წლის ივ­ნის­ში სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა: მოხ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთ ფორ­მად აღი­ა­რე­ბა. ამას­თან, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე დამ­ტკიც­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის წესი, რა­მაც უზ­რუნ­ველ­ყო სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში წარ­მარ­თვა. მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ყო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მი­ნის­ტრომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტი „ვებსკო­ლა“, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი, ასე­ვე, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის ჩა­ტარ­და და გა­მოქ­ვეყ­ნდა 400-მდე ვე­ბი­ნა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­დამ­ჭერ პროგ­რა­მებს, მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის თქმით, პე­და­გო­გე­ბის­თვის სა­ში­ნაო და კომ­პლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ელექტრო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი შე­იქ­მნა და მათ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მარ­თუ­ლად წარ­მარ­თვის­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად უწე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას. მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ხაზი გა­უს­ვა გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით უწყვე­ტად მი­ე­წო­დე­ბათ. მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ველ სე­მესტრში, მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­დნენ, მშობ­ლებს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, აერ­ჩი­ათ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტი. მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლით მოს­წავ­ლე­ე­ბი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, სა­მი­ნის­ტრომ შეძ­ლო მას­წავ­ლებ­ლე­ბის ორ­მა­გი დატ­ვირ­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ხაზი გა­უს­ვა სკო­ლებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­ნერგვის პრო­ცეს­ში პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მათ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გა­წე­უ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი შრო­მის­თვის.

„მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო პე­და­გო­გე­ბის­თვის ელექტრო­ნუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მნა და მათი გა­დამ­ზა­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ჩა­ტარ­და 130 ვე­ბი­ნა­რი, რო­მელ­შიც 20 ათას­ზე მეტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ხოლო ტრე­ნინ­გი „დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა MICROSOFT-ის სერ­ვი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“ 16 000-მდე მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა. 2021 წლი­დან ბი­უ­ჯე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის ზრდა. ამას­თან, გა­ნი­სა­ზღვრა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა და მათი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა,“ - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა, მათ შო­რის, გა­იზ­რდე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

„იც­ვლე­ბა სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი, კომ­პლექ­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს, რაც ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერგვის პრო­ცესს მოჰ­ყვე­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლე­ბი სრუ­ლად აღი­ჭურ­ვოს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, რათა ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა XXI სა­უ­კუ­ნის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ. ასე­ვე, 2021 წელს და­გეგ­მი­ლია სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზია და ქარ­თუ­ლი ენის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კურ­სის და­ნერგვა დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის,“ - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე. მათ შო­რის, „სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის“ დამ­ტკი­ცე­ბა­სა და სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი ბავ­შვე­ბის­თვის შე­იქ­მნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი, რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბა 2021 წელს და­ი­წყე­ბა.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სკო­ლებ­ში თა­მაშ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის - “MINECRAFT EDUCATION EDITION”-ის და­ნერგვა­ზე, რომ­ლის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 100-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი და V-X კლა­სე­ბის 1500-ზე მეტი მოს­წავ­ლეა ჩარ­თუ­ლი.

მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე დას­რულ­და გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი VIII კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის­თვის, IX კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა კი ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტროს მიერ მუ­შავ­დე­ბა „ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის“ დო­კუ­მენ­ტი და 2021 წელს იგეგ­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ელექტრო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა/და­ნერგვა.

მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სკო­ლის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრომ დი­რექ­ტო­რის ახა­ლი სტან­დარ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა და ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სკო­ლე­ბის მარ­თვის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის გან­ცხა­დე­ბით, წელს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი და­მა­ტე­ბით 19 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შე­ვი­და. ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მნის მიზ­ნით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც დის­ტან­ცი­ურ, ასე­ვე, არა­დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. ამას­თან, მისი თქმით, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის 24-სა­ა­თი­ა­ნი ცხე­ლი ხაზი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 2021 წლი­დან მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყებს სას­კო­ლო მე­დი­ა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის და­ნერგვა­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის და­მა­ტე­ბის პრო­ცეს­საც.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
47
როგორც ადამიანი იგი ნორმალურია და დადებითი პიროვნებაა! როგორც მინისტრი კი......რუსებს ააქვთ გამოთქმა: Хороший парень - это не профессия!!!
რეზო
0

ამდენ ბჟუტურს ქართული ისწავლეთ... ,,ოკუპაცია" ,,პროტოკოლი" ,,ლოკაცია" ,,რეზულტატი" ... ეს არ არის ქართული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისაგან, კერძოდ, „მაიკროსოფტის“ განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის ენტონი სალსიტოს, გაეროს საქართველოში ბავშვთა ფონდის წარმომადგენლისა და OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მხრიდან.

„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის კუთხით, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

პარტნიორობის შედეგად, მინისტრის ინფორმაციით, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი (Teams), რომელშიც ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პლატფორმა - el.ge. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს Teams-ში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ ვითარებაში, სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით, 30 მარტიდან უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო.“

მისივე თქმით, „ტელესკოლა“ გრძელვადიანი იქნება და პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საგანმანათლებლო არხი - „პირველი არხი განათლება“ პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს მაუწყებლობას.

„ტელესკოლა“ I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ყველა საგანში ტელეგაკვეთილების ჩატარებას, აბიტურიენტის საათს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ცალკე საგაკვეთილო ბადესა (სომხური და აზერბაიჯანული) და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილის ჟესტურ ენაზე ადაპტირებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა დისტანციური სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გაუსვა ხაზი, კერძოდ, 2020 წლის ივნისში სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება: მოხდა დისტანციური სწავლების განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარება. ამასთან, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, რამაც უზრუნველყო სწავლა-სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო დისტანციური სწავლების პროცესში აბიტურიენტების ხელშეწყობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა პროექტი „ვებსკოლა“, რომლის ფარგლებში, როგორც ქართულენოვანი, ასევე, არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ჩატარდა და გამოქვეყნდა 400-მდე ვებინარი.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, პედაგოგებისთვის საშინაო და კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები შეიქმნა და მათ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვისთვის ტექნოლოგიების სპეციალისტები აქტიურად უწევენ კონსულტაციას. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარებს საგანმანათლებლო მომსახურება დისტანციური ფორმით უწყვეტად მიეწოდებათ. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ სემესტრში, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, მშობლებს მიეცა საშუალება, აერჩიათ დისტანციური სწავლების ფორმატი. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ სკოლებში, სადაც მშობლების სურვილით მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სამინისტრომ შეძლო მასწავლებლების ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის პროცესში პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის.

„მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო პედაგოგებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისათვის. ასევე ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ტრენინგი „დისტანციური სწავლება MICROSOFT-ის სერვისების გამოყენებით“ 16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა. 2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა,“ - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

„იცვლება სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს მოჰყვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლება მიიღონ. ასევე, 2021 წელს დაგეგმილია საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია და ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის დანერგვა დიასპორის წარმომადგენლებისათვის,“ - განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. მათ შორის, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სკოლებში თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმის - “MINECRAFT EDUCATION EDITION”-ის დანერგვაზე, რომლის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და V-X კლასების 1500-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, უკვე დასრულდა გრიფირების პროცესი VIII კლასის სახელმძღვანელოებისთვის, IX კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მუშავდება „ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის“ დოკუმენტი და 2021 წელს იგეგმება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ელექტრონული რესურსების შემუშავება/დანერგვა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლის ეფექტიანი მართვის განვითარების მიზნით, სამინისტრომ დირექტორის ახალი სტანდარტი შეიმუშავა და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვაზე.

რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს მანდატურის სამსახური დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდა. ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც დისტანციურ, ასევე, არადისტანციურ რეჟიმში. ამასთან, მისი თქმით, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლიდან მანდატურის სამსახური დაიწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატების პროცესსაც.

"12 დღე ვიავადმყოფე... სულ სახლში ვიყავი. ყველაზე ძნელი დასაძლევი ამ დროს არის შიში..." - რას ყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა

თბილისის რომელ უბნებში და რა ხნით შეიზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება - რას აცხადებენ "თელასში“

"მესმის, ბევრს საშოპინგოდ უნდა წასვლა, მაგრამ ჩემს კოლეგებს ჰკითხონ - 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით?" - პაატა იმნაძე