მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: "ახალ წელს ნათესავები არ ისტუმროთ", ასე არ მოხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე"
"ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: "ახალ წელს ნათესავები არ ისტუმროთ", ასე არ მოხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე"

თუ გარ­კვე­უ­ლი ინ­დულ­გენ­ცია ხალ­ხი­სად­მი, ვინც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, და ბიზ­ნე­სი­სად­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ი­ღოს, მე ვფიქ­რობ, მა­შინ აქ სა­კონ­პენ­სა­ციო შე­იძ­ლე­ბა იყოს რომ "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" ახა­ლი წლის დღე­ებ­ში არ მოვხსნათ,- ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებს ბუ­ნებ­რი­ვად ექ­ნე­ბა. რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა აღ­ნიშ­ნა, ის, რო­გორც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მი, ისურ­ვებ­და, რომ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ერ­თოდ არ მო­იხ­სნას.

„თუ ჩვენ ვა­ცხა­დებთ, რომ წელს უნდა იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი წელი, ეს მა­შინ კა­ნო­ნით უნდა გა­ვამ­ყა­როთ და ახა­ლი წლის დღე­ებ­ში არ მოვხსნათ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი. დაე, ყვე­ლა, თა­ვი­სი ნე­ბის მი­ხედ­ვით თუ ნე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სახ­ლში გა­ა­ტა­როს და ეს გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დოს.

სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებს ბუ­ნებ­რი­ვად ექ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვენ, ექი­მებ­მა, რაც არ უნდა მო­წყა­ლე თვა­ლე­ბით ვთხო­ვოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას: „ძა­ლი­ან გთხოვთ ახალ წელს სხვა­ნა­ი­რად შეხ­ვდით და ძა­ლი­ან გთხოვთ ნა­თე­სა­ვე­ბი არ ის­ტუმ­როთ“, - ეს ასე არ მოხ­დე­ბა, 70-80% ქარ­თვე­ლე­ბის არ დაგ­ვი­ჯე­რებს, ეს, თა­ვის­თა­ვად, 10-14 დღე­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას ეპი­დე­მი­ის ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე. ჩვენ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბის გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მას მა­ინც წა­ვა­წყდე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გახ­სნა­სა და უკონ­ტრო­ლო რი­გებს.

„მე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვუ­ყუ­რებ ამ სა­კითხს. სწო­რად უნდა აი­წონ -და­ი­წო­ნოს, არ უნდა ვიჩ­ქა­როთ, თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ, ალ­ბათ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, რომ იმ ბიზ­ნეს­მაც გა­ი­გოს, რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს ამ ვი­თა­რე­ბა­ში, თუმ­ცა საფრ­თხეს ვხე­დავ და მე, რო­გორც ერთი ექი­მი, ვი­სურ­ვებ­დი, რომ არ მოხ­დეს ეს შემ­სუ­ბუ­ქე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@()@
2

ყველაფერი გავხსნათ და საავადმყოფოები დავხუროთ, მაგათაც ხომ დასვენება უნდათ...

+- mc კვადრატ
2

ხოდა ახალი წლიდან 7-8 დღეში ინფიცირებულები დაფიქსირდება 6800-7200 ის ფარგლებში ჩემი გათვლებით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: "ახალ წელს ნათესავები არ ისტუმროთ", ასე არ მოხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე"

"ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: "ახალ წელს ნათესავები არ ისტუმროთ", ასე არ მოხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე"

თუ გარკვეული ინდულგენცია ხალხისადმი, ვინც დასაქმებულები არიან, და ბიზნესისადმი აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიღოს, მე ვფიქრობ, მაშინ აქ საკონპენსაციო შეიძლება იყოს რომ "კომენდანტის საათი" ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის გავრცელებაზე წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ის, როგორც ერთი კონკრეტული ექიმი, ისურვებდა, რომ ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები საერთოდ არ მოიხსნას.

„თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ წელს უნდა იყოს განსხვავებული ახალი წელი, ეს მაშინ კანონით უნდა გავამყაროთ და ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ კომენდანტის საათი. დაე, ყველა, თავისი ნების მიხედვით თუ ნებისგან დამოუკიდებლად, სახლში გაატაროს და ეს გადაადგილება შეიზღუდოს.

სერიოზული გავლენა წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება იმიტომ, რომ ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას: „ძალიან გთხოვთ ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ძალიან გთხოვთ ნათესავები არ ისტუმროთ“, - ეს ასე არ მოხდება, 70-80% ქართველების არ დაგვიჯერებს, ეს, თავისთავად, 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე. ჩვენ წინასაახალწლო დღეების გარკვეულ პრობლემას მაინც წავაწყდებით“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ყველაზე მაღალი რისკები შეიძლება უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასა და უკონტროლო რიგებს.

„მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ ამ საკითხს. სწორად უნდა აიწონ -დაიწონოს, არ უნდა ვიჩქაროთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, გადაწყვეტილება უკვე გამოცხადებული უნდა იყოს, რომ იმ ბიზნესმაც გაიგოს, როგორ უნდა იმოქმედოს ამ ვითარებაში, თუმცა საფრთხეს ვხედავ და მე, როგორც ერთი ექიმი, ვისურვებდი, რომ არ მოხდეს ეს შემსუბუქება,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს

"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა