მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს
"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს

ქარ­თველ­მა ას­ტრო­ფო­ტოგ­რა­ფებ­მა ბექა მა­მუ­კაშ­ვილ­მა, და­ვით დვალ­მა და ლაშა ები­ტაშ­ვილ­მა ბა­ზა­ლე­თის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან უიშ­ვი­ა­თე­სი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნა გა­და­ი­ღეს.

"800 წლის წინ, 1226 წელს სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი ასე მი­უ­ახ­ლოვ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მა­ნამ­დეც უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, ასეთ მან­ძილ­ზე მხო­ლოდ მე­ცა­მა­ტე სა­უ­კუ­ნე­ში იყ­ვნენ.

ორი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო:

1. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: ამინ­დი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან კარ­გი ჩან­და, შემ­დეგ კი სრუ­ლად მო­იღ­რუბ­ლა და წვი­მამ­დე ცოტა და­აკ­ლდა.

2. ორი­ვე პლა­ნე­ტა ძა­ლი­ან მა­ლე­ვე ჩა­დი­ო­და და გა­და­სა­ღე­ბი ფან­ჯა­რა საკ­მა­ოდ მცი­რე გვქონ­და. ამი­ტომ წი­ნას­წარ მო­ვემ­ზა­დეთ, შე­ვარ­ჩი­ეთ რა­კურ­სე­ბი და და­ვე­ლო­დეთ ამინ­დის ღმრთის ნე­ბას, იქ­ნებ რო­გორ­მე, რა­მე­ნა­ი­რად 10 წუ­თით მა­ინც გა­მო­სუ­ლი­ყო ამინ­დი.19:15-ზე, თხე­ლი ღრუბ­ლე­ბის ფონ­ზე ჯერ ერთი პლა­ნე­ტა გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი­დევ მე­ო­რე. მცი­რე ხან­ში ორი­ვე კაშ­კა­შად გა­მოჩ­ნდა და ვი­ხელ­თეთ დრო, მე და Lasha-მ კა­მე­რით და David-მა ტე­ლეს­კო­პით, და გა­და­ვი­ღეთ ის, რა­საც ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ღარ ვნა­ხავთ და რისი არ­ნახ­ვის რის­კიც ძა­ლი­ან დიდი იყო.

ესაა, რა­ცაა. ჩვენ კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. და ცოტა გა­ყი­ნუ­ლე­ბიც", - წერს ბექა მა­მუ­კაშ­ვი­ლი.

ლაშა ები­ტაშ­ვი­ლი:

"„ამას ჰგვან­დეს, ოდეს ერ­თგან მუშ­თარ, ზუალ შე­ი­ყარ­ნეს...“ დღეს ის დღეა, როცა დრო­ში მოგ­ზა­უ­რობ და შოთა რუს­თა­ვე­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე გგო­ნია თავი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია, რად­გან ბო­ლოს 800 წლის წინ და­უ­ახ­ლოვ­დნენ ასე ახ­ლოს იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი და რად­გან, ამ მოვ­ლე­ნას სი­ცო­ცხლე­ში ვე­ღარ ვნა­ხავთ. თავ­ზე ზუს­ტად ეს ორი პლა­ნე­ტა დამ­ნა­თის ეფექ­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი - ბექა მა­მუ­კაშ­ვი­ლი"

და­ვით დვა­ლი:

"მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა იუ­პი­ტე­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბი­თურთ და მისი უმ­ცრო­სი კო­ლე­გა სა­ტურ­ნი, მი­თო­ლო­გი­ით იუ­პი­ტე­რის მამა ერთ კადრში. ასე ახ­ლოს ჩვენ ცაზე 800 წლის წინ ჩან­დნენ. თით­ქმის ჩას­ვლის წინ გა­მო­ა­ნა­თეს ღრუბ­ლე­ბი­დან".

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
8

სიცოცხლეში აბა, იმ ქვეყნად რას და როგორ ვნახავთ ეგ რომ ვიცოდეთ ...

liza
4

მეშინოდა. მადლობა უფალს ჩაიარა მშვიდობიანად პლანეტების დაახლოვებამ.. რა უსუსურები ვართ ადამიანები, ბუნების თუ რა ვუწოდოთ, ასეთი მოვლენების წინაშე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს

"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს

ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა ბექა მამუკაშვილმა, დავით დვალმა და ლაშა ებიტაშვილმა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა გადაიღეს.

"800 წლის წინ, 1226 წელს სატურნი და იუპიტერი ასე მიუახლოვდნენ ერთმანეთს. მანამდეც უახლოვდებოდნენ, თუმცა, ასეთ მანძილზე მხოლოდ მეცამატე საუკუნეში იყვნენ.

ორი მთავარი გამოწვევა იყო:

1. ყველაზე მნიშვნელოვანი: ამინდი, რომელიც თავიდან კარგი ჩანდა, შემდეგ კი სრულად მოიღრუბლა და წვიმამდე ცოტა დააკლდა.

2. ორივე პლანეტა ძალიან მალევე ჩადიოდა და გადასაღები ფანჯარა საკმაოდ მცირე გვქონდა. ამიტომ წინასწარ მოვემზადეთ, შევარჩიეთ რაკურსები და დაველოდეთ ამინდის ღმრთის ნებას, იქნებ როგორმე, რამენაირად 10 წუთით მაინც გამოსულიყო ამინდი.19:15-ზე, თხელი ღრუბლების ფონზე ჯერ ერთი პლანეტა გამოჩნდა, რამდენიმე წუთში კიდევ მეორე. მცირე ხანში ორივე კაშკაშად გამოჩნდა და ვიხელთეთ დრო, მე და Lasha-მ კამერით და David-მა ტელესკოპით, და გადავიღეთ ის, რასაც ძალიან დიდხანს ვეღარ ვნახავთ და რისი არნახვის რისკიც ძალიან დიდი იყო.

ესაა, რაცაა. ჩვენ კმაყოფილები ვართ. და ცოტა გაყინულებიც", - წერს ბექა მამუკაშვილი.

ლაშა ებიტაშვილი:

"„ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს...“ დღეს ის დღეა, როცა დროში მოგზაურობ და შოთა რუსთაველის თანამედროვე გგონია თავი. განსაკუთრებული ამბავია, რადგან ბოლოს 800 წლის წინ დაუახლოვდნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი და რადგან, ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ. თავზე ზუსტად ეს ორი პლანეტა დამნათის ეფექტური ფოტოების ავტორი - ბექა მამუკაშვილი"

დავით დვალი:

"მისი უდიდებულესობა იუპიტერი თანამგზავრებითურთ და მისი უმცროსი კოლეგა სატურნი, მითოლოგიით იუპიტერის მამა ერთ კადრში. ასე ახლოს ჩვენ ცაზე 800 წლის წინ ჩანდნენ. თითქმის ჩასვლის წინ გამოანათეს ღრუბლებიდან".

"უცებ დერეფანში გამაჩერა...ემოციისგან ხმა ჩამიწყდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"არაერთი გადაცემა მაქვს ჩაფიქრებული" - რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში დაბრუნებაზე? ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები

ვინ არის განელი ტელეწამყვანი, რომლის უჩვეულო აქცენტმა და გამოთქმამ მსოფლიო გაამხიარულა - "ჩემი წარმატების მიზეზი გაუნათლებლობა და დიდი ცხვირია"