ევროპის მეორადი წიგნის საცალო მაღაზიათა ქსელ Oxfam-ს ყველაზე ხშირად დენ ბრაუნის რომანებს აბარებენ. ამასთან, მყიდველები არცთუ აქტიურად იძენენ მათ - ბრაუნი ამ ქსელის ყველაზე გაყიდვადი ავტორების ათეულის ბოლოშია.
ყველაზე წარმატებული წიგნების ათეულში დეტექტივების ავტორი იენ რენკინი ლიდერობს. ბრაუნს გაუსწრეს ჯოან როულინგმა, სტიგ ლარსონმა, სტეფანი მაიერმა, ჯონ გრიშემმა, პატრიცია კორნუელმა, ჯეიმს პატერსონმა, ტერი პრატჩეტმა და კეიტ ატკინსონმა.
Oxfam-ი – მეორადი წიგნების უდიდესი ევროპული რიტეილერია. კომპანია დიდ ბრიტანეთში წიგნების გაყიდვების რაოდენობით მესამე მაღაზიათა ქსელია და თვეში 1,6 მლნ ფუნტის ღირებულების წიგნებს ყიდის. შემოსული თანხები ქველმოქმედებას ხმარდება.
Oxfam-ის ავტორები, რომელთა წიგნებს ყველაზე ხშირად აბარებენ:
1. დენ ბრაუნი
2. იენ რენკინი
3. პატრიცია კორნუელი
4. ალექსანდერ მაკოლ-სმიტი
5. ჯონ გრიშემი
6. დანიელა სტილი
7. ჯოან როულინგი
8. ჯერემი კლარკსონი
9. მეივ ბინჩი
10. ბილ ბრაისონი
Oxfam-ის ავტორები, რომელთა წიგნები ყველაზე უკეთ იყიდება:
1. იენ რენკინი
2. სტიგ ლარსონი
3. ჯოან როულინგი
4. სტეფანი მაიერი
5. ჯონ გრიშემი
6. პატრიცია კორნუელი
7. ჯეიმს პატერსონი
8. ტერი პრატჩეტი
9. კეიტ ატკინსონი
10. დენ ბრაუნი