შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს და თქვას: რა თქმა უნდა, 1879 წლის 21 დეკემბერს! ასე აღნიშნავდა და აღნიშნავს "დიდი დიქტატორის" ამ ქვეყანაზე მოვლენას მისი თაყვანისმცემელთა მრავალიცხოვანი არმია. თუმცა სტალინის პირად არქივში მიკვლეული დოკუმენტები სხვა რამეს ამტკიცებს. ყოველწლიურად მსოფლიოს ყველა კუთხეში ასობით წიგნი და სტატია იბეჭდება იოსებ სტალინის შესახებ, მაგრამ მისი ფენომენი დღემდე სათანადოდ შესწავლილი მაინც არაა. მკვლევრები ჯერ კიდევ ვერ გასცდნენ სტერეოტიპებს და სტალინის პიროვნებას მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში წარმოაჩენენ. ეს კი ამ ურთულესი პოლიტიკური ფიგურის მოღვაწეობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების გამარტივებული აღქმაა.
"საყვარელი ბელადი", "გენიოსი" - ერთი მხრივ და "სისხლიანი ტირანი", "ბოროტი გენია" - მეორე მხრივ. ამგვარი, პოლარულად განსხვავებული შეხედულებები ჭარბობს სტალინის პიროვნების შეფასებისას. ჭეშმარიტება კი, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია. სტალინის პიროვნება უკვე საერთაშორისო ფენომენად იქცა და მას გეოგრაფიული საზღვრები ვერ აკავებს. ვერც დრო აკლებს დიდად ვერაფერს ამ ფენომენს. პირიქით, ზოგიერთ ტოტალიტარულ რეჟიმში (თუნდაც რუსეთში) "სტალინური მართვის მეთოდები" კვლავ ცოცხლობს და აშკარად თუ ფარულად კვლავ იყენებენ.
სტალინის შესახებ მითების შექმნას (იდეალიზაციიდან - "სატანიზაციამდე") ხშირად იმით ხსნიან, რომ მიუწვდომელია იმ პერიოდის ისტორიული და საარქივო დოკუმენტები. სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ბევრი, აქამდე სრულიად გასაიდუმლოებული ათასობით დოკუმენტი კარგა ხნის მანძილზე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე РГАСПИ. Ф558. СТАЛИН.И.В, სადაც 11 თემატური ერთეულია განთავსებული, რაც, თავის მხრივ, 18 809 ერთეულ დოკუმენტს მოიცავს. დღესდღეობით კი ქართველი მკითხველისთვის ამ დოკუმენტების გაცნობა საკმაოდ გართულებულია, რადგანაც რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე განთავსებულ საარქივო დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს დაუტოვეს. რუსეთის ხლისუფლებამ სტალინის არქივის ასლები გადასცა იელის უნივერსიტეტსაც (უფრო სწორად - მიჰყიდა), საიდანაც დოკუმენტების წასაკითხად მისი გამოთხოვაა შესაძლებელი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ისტორიაში არ არსებობდა დიქტატორი, რომელიც იოსებ სტალინის მსგავსად იყენებდა სპეცსამსახურების შესაძლებლობებს.გააგრძელეთ კითხვა
დიდება დიდ სტალინს!!!! მან დიდი ბრძოლა გადაიხადა სატანისტ მასონებთან და კაცობრიობა იხსნა იტალიურ- გერმანული ფაშიზმისგან. მის სიდიადეს ჩინელები პატივს მიაგებენ და მისი დაბადების დღე დღესასწაულია ჩინეთში! ჭკვიან ჩინელებს ახსოვთ მისი ღვაწლი ჩინეთის გათავისუფლებასი 1945 წელს იაპონელი დამპყრობლებისგან, რომლებმაც ჩინელების სისხლის ზღვა დააყენეს მთელს ჩინეთში!!! ქართველები კი უმადურები ვართ და ისეც მიგვდის საქმეე!!!!
ალექსანდრე მაკედონელის დროს, მეტად მისაწვდომი იყო მაკედონელზე საარქივო დოკუმენტები და სტალინის დროს, სტალინზე არა? როდესაც კგბ-ს უძლიერესი სისტემა იყო შექმნილი და იმ დროს, მთელი მსოფლიოს ყურადღება, სტალინზე გამახვილებული, ადამიანზე რომელმაც მსოფლიო ფაშიზმი დაამარცხა, თუ გულმოკლულები ხართ, რომ გაიმარჯვა. თუ რუსულ და ქართულ საარქივი დოკუმენტებს არ ენდობით, მეტი უნდა იკითხოთ რუზველტის, ჩერჩილის, ტრუმენის, მაო-ძედუნის და იმ დროინდელი გამოჩენილი ადამიანების მემუარები, გაუნათლებლებო, დასავლეთს სულმიყიდულებო.