სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის მუტირებულ სახეობასთან? - ყველაფერი COVID-19-ის ახალ ვერსიაზე
იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის მუტირებულ სახეობასთან? - ყველაფერი COVID-19-ის ახალ ვერსიაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთი ახა­ლი სა­ხე­ო­ბა გა­მოვ­ლინ­და, რო­მე­ლიც ვირუ­სის უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­მა­ტე­ბით შფოთვის მი­ზე­ზი გახ­და, რად­გა­ნაც რო­გორც ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, პირ­ვე­ლა­დი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი 70%-ით უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და უფრო გა­დამ­დე­ბია, ვიდ­რე უკვე არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ-19.

ყო­ვე­ლი­ვეს გამო დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რეს რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­ამ, იტა­ლი­ამ, ნი­დერ­ლან­დებ­მა, კა­ნა­დამ, თურ­ქეთ­მა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­ტა­ნე­თი­დან ფრე­ნებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას გეგ­მა­ვენ ავ­სტრია, შვე­დე­თი, რუ­მი­ნე­თი, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი და ჩე­ხე­თი. გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი უკვე და­ა­წე­სა ჩვენ­მა ქვე­ყა­ნა­მაც - ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას 12-დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

  • რა ვი­ცით კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბის შე­სა­ხებ და გვაქვს თუ არა შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ყუ­რა­დღე­ბო სა­კი­თხი, რო­მელ­თა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფაც ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, მთა­ვა­რია ის, რომ ახალ ვერ­სი­ას აქვს ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის გაზ­რდი­ლი უნა­რი.

ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა სექ­ტემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ნო­ემ­ბერ­ში კი ლონ­დონ­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მე­ო­თხე­დი სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი იყო, ხოლო დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში მის­მა რა­ო­დე­ნო­ბამ სა­ერ­თო შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, ორ მე­სა­მედს მი­აღ­წია. ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი 70%-ით უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­დეს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ექიმ­მა ერიკ ვოლცმა პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც ვირუ­სი 70%-ით უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

"ამის თქმა ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა, მაგ­რამ რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­და­ე­ცე­მა წინა ვა­რი­ან­ტთან შე­და­რე­ბით და ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბო. თუმ­ცა აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სია და გა­დაჭ­რით რა­ი­მის თქმა არ შეგ­ვიძ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ერიკ ვოლცმა.

  • არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტიპი უფრო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი?

არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ახა­ლი ტი­პის ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში უფრო რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ან უფრო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია და რო­გორც BBC წერს, ამას ხან­გრძლი­ვი კვლე­ვა და მო­ნი­ტო­რინ­გი სჭირ­დე­ბა.

თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ უფრო სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის უნა­რი კლი­ნი­კე­ბის­თვის და მე­დი­ცი­ნის­თვის უფრო დიდი პრობ­ლე­მაა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის უფრო დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რად­გა­ნაც რო­გორც ვი­ცით, კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლად მკურ­ნა­ლო­ბის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მის დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნას. და თუ ახა­ლაი ვა­რი­ან­ტი უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ეს უფრო მეტ ინ­ფი­ცი­რე­ბულს ნიშ­ნავს, რაც ცხა­დია, პო­ტენ­ცი­უ­რად მი­უ­თი­თებს, რომ შე­საძ­ლოა, შე­ფერ­ხდეს ეფექ­ტი­ა­ნო­ბა მისი სწრა­ფად გა­მოვ­ლე­ნის, ან მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით, ეს კი თა­ვის მხრივ, შე­საძ­ლოა, პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მეტ გარ­დაც­ვლილ­ზე მი­უ­თი­თებ­დეს.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ სა­ხე­ო­ბას უფრო მო­მაკ­ვდი­ნებ­ლად არ თვლი­ან.

  • იქ­ნე­ბა თუ არა ეფექ­ტი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უკვე შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც?

"რა თქმა უნდა, ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა“, - წერს BBC. რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ, უკვე წამ­ყვან ვაქ­ცი­ნას აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბუ­ლი შტა­მე­ბის მი­მართ ადა­მი­ა­ნის­თვის იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის უნა­რი. ვაქ­ცი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი­სად­მი ორ­გა­ნიზმს ერ­თგვა­რად ას­წავ­ლის ბრძო­ლას, უმუ­შა­ვებს იმუ­ნი­ტეტს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ, მუ­ტი­რე­ბულ ვა­რი­ან­ტთან, ის მა­ინც ეფექ­ტი­ა­ნი უნდა იყოს.

რო­გორც ბრი­ტა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი გუფ­ტა ამ­ბობს, თუ და­ვუშ­ვებთ, რომ მუ­ტი­რე­ბულ­მა ვირუს­მა თა­ვის მხრივ კი­დევ გა­ნი­ცა­და მუ­ტა­ცია, შე­საძ­ლოა, უკვე გაჩ­ნდეს ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­ბა­ბი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა.

COVID-19 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან ამ დრომ­დე მსოფ­ლი­ო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­წე­რი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 77,1 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის 1,7 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, 54 მი­ლი­ო­ნი კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
George
55

Zvelic da axalic orive tyvilia globaluri

ნიკა
1

ეს ჩინური თერმომეტრები რომ შემოყარეთ, ერთ მაღაზიაში 33.4 ამომდის სიცხე, მეორეში 34.6, აი ასე უბერავს ყველა. + მაღაზიას ჭირდება დამატებით თანამშრომელი კარებში დასაყენებლად, რაც კიდევ უფრო აძვირებს ბიზნესის კეთებას, სამაგიეროდ ჩინეთის ეკონომიკა აყვავდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის მუტირებულ სახეობასთან? - ყველაფერი COVID-19-ის ახალ ვერსიაზე

იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის მუტირებულ სახეობასთან? - ყველაფერი COVID-19-ის ახალ ვერსიაზე

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელიც ვირუსის უკვე არსებული სახეობის მუტირებული ვარიანტია. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებაში დამატებით შფოთვის მიზეზი გახდა, რადგანაც როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, პირველადი კვლევების მიხედვით, ვირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო გადამდებია, ვიდრე უკვე არსებული კოვიდ-19.

ყოველივეს გამო დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, კანადამ, თურქეთმა, არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთიდან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი. გარკვეული შეზღუდვები უკვე დააწესა ჩვენმა ქვეყანამაც - ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

  • რა ვიცით კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ და გვაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი?

არსებობს რამდენიმე საყურადღებო საკითხი, რომელთა უგულებელყოფაც ინფექციონისტების თქმით, არ შეიძლება, მათ შორის, მთავარია ის, რომ ახალ ვერსიას აქვს ადამიანის დაინფიცირების გაზრდილი უნარი.

ვირუსის ახალი სახეობა სექტემბერში აღმოაჩინეს, ნოემბერში კი ლონდონში ახალი შემთხვევების მეოთხედი სწორედ კორონავირუსის ახალი ვარიანტი იყო, ხოლო დეკემბრის შუა რიცხვებში მისმა რაოდენობამ საერთო შემთხვევების დაახლოებით, ორ მესამედს მიაღწია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა ერიკ ვოლცმა პრეზენტაცია გამართა, მისი ინფორმაციითაც ვირუსი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

"ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ძალიან სწრაფად გადაეცემა წინა ვარიანტთან შედარებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მტკიცებულებები არასაკმარისია და გადაჭრით რაიმის თქმა არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ერიკ ვოლცმა.

  • არის თუ არა კორონავირუსის ახალი ტიპი უფრო მომაკვდინებელი?

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში უფრო რთულად მიმდინარეობს, ან უფრო მომაკვდინებელია და როგორც BBC წერს, ამას ხანგრძლივი კვლევა და მონიტორინგი სჭირდება.

თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უფრო სწრაფად გავრცელების უნარი კლინიკებისთვის და მედიცინისთვის უფრო დიდი პრობლემაა და ჯანდაცვის სისტემისთვის უფრო დიდი გამოწვევა, რადგანაც როგორც ვიცით, კორონავირუსის წარმატებულად მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის დროულად გამოვლენას. და თუ ახალაი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ეს უფრო მეტ ინფიცირებულს ნიშნავს, რაც ცხადია, პოტენციურად მიუთითებს, რომ შესაძლოა, შეფერხდეს ეფექტიანობა მისი სწრაფად გამოვლენის, ან მკურნალობის კუთხით, ეს კი თავის მხრივ, შესაძლოა, პოტენციურად უფრო მეტ გარდაცვლილზე მიუთითებდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კორონავირუსის ახალ სახეობას უფრო მომაკვდინებლად არ თვლიან.

  • იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილი ვაქცინა ვირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგაც?

"რა თქმა უნდა, ეფექტიანი იქნება“, - წერს BBC. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ, უკვე წამყვან ვაქცინას აქვს კორონავირუსის არსებული შტამების მიმართ ადამიანისთვის იმუნიტეტის გამომუშავების უნარი. ვაქცინა აღნიშნული ვირუსისადმი ორგანიზმს ერთგვარად ასწავლის ბრძოლას, უმუშავებს იმუნიტეტს და მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს კორონავირუსის ახალ, მუტირებულ ვარიანტთან, ის მაინც ეფექტიანი უნდა იყოს.

როგორც ბრიტანელი პროფესორი გუფტა ამბობს, თუ დავუშვებთ, რომ მუტირებულმა ვირუსმა თავის მხრივ კიდევ განიცადა მუტაცია, შესაძლოა, უკვე გაჩნდეს ნერვიულობის საბაბი, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს აღნიშნულის საშიშროება.

COVID-19 ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ამ დრომდე მსოფლიოში ოფიციალურად აღწერილია კორონავირუსის 77,1 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 1,7 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, 54 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

წყარო: BBC.com

"ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, ამაში სანერვიულო არაფერია" - ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

"კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის" - ჯანმო