ავტორი:

"აქ მინიმუმამდეა დაყვანილი ექიმის ჩარევა ორსულობაში, ზედმეტ წამლებს არ უნიშნავენ“ - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეან-გინეკოლოგი

"აქ მინიმუმამდეა დაყვანილი ექიმის ჩარევა ორსულობაში, ზედმეტ წამლებს არ უნიშნავენ“ - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეან-გინეკოლოგი

გრიგოლ ადეიშვილი ამერიკაში მცხოვრები მეან-გინეკოლოგია. საქართველო 16 წლის წინ დატოვა. ფაქტობრივად, ხელახლა ისწავლა საკუთარი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე დამთავრებული ჰქონდა სამედიცინო უნივერსიტეტი და დღეს ქართველი ემიგრანტების ნუგეშია. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნიდან ძალიან შორს მყოფს, გეძლევა საშუალება, მიხვიდე ექიმთან და ქართულად, მშობლიურ ენაზე ესაუბრო, აუხსნა შენი გასაჭირი თუ პრობლემა. ბატონ გრიგოლთან იმშობიარეს ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველებმაც - ნინი წიკლაურმა და ნუცა შანშიაშვილმა. კარიერასა და ამერიკულ ცხოვრებაზე ბატონ გრიგოლს ვესაუბრეთ.

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1995 წელსდავამთავრე, საქართველოში ვმუშაობდი კიდეც ჩემი პროფესიით, მერე დავქორწინდი და ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად, დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ ასე გამოვიდა.

- თქვენი მეუღლე ქართველია? სად გაიცანით?

- ჩემი მეუღლე ქართველია, ქეთევან ბერეკაშვილი, გვყავს ბიჭი, 14 წლის ლუკა ადეიშვილი. ქეთევანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკაში, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს გავიცანით ერთმანეთი, აეწყო ჩვენი ურთიერთობა და დავქორწინდით. წავყევი მას ამერიკაში. იმ პერიოდში ქეთევანი ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ვფიქრობდით, სწავლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 2-3 წელიწადში, დავბრუნდებოდით საქართველოში. ეს დრო ტყუილად რომ არ გამეტარებინა ამერიკაში, გადავწყვიტე, გამოცდები ჩამებარებინა.იქ ასეთი სისტემაა, ჩვენს დიპლომს აღიარებენ, წოდებას გინარჩუნებენ, მაგრამ იმისთვის, რომ იქ მუშაობა დაიწყო, ყველაფერი, რაც ნასწავლი გაქვს, ინგლისურ ენაზე უნდა ჩააბარო, შემდეგ უნდა გაიარო პრაქტიკული სწავლება, რომელიც დაახლოებით, 4 წელი გრძელდება და მერე მიიღებ კვალიფიკაციას, რომ იმუშაო. ეს ერთის მხრივ კარგია, იმიტომ, რომ თუ ამას აკეთებ, ნიშნავს, რომ სტანდარტს აკმაყოფილებ და როცა სისტემა სტანდარტიზებულია, მაშინ სტრუქტურა კარგად მუშაობს. ამერიკაში ექიმი რომ გახდე, უნდა ისწავლო 4 წელი სამედიცინო სკოლაში და შემდეგ სპეციალობის მიხედვით, 4-დან 7 წლამდე, უნდა გაიარო პრაქტიკული სწავლება, ანუ რეზიდენტურა, რის შემდეგაც განიჭებენ კვალიფიკაციას, რომ იმუშაო.

- როგორია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობები ამერიკაში, შეგიძლიათ შეადაროთ ქართულ-ამერიკული მიდგომები ერთმანეთს?

- ამერიკული სწავლების სისტემის გამო, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პროტექციონიზმს, ჩაწყობას და ა.შ., გამორიცხულია, ადამიანი იყოს ექიმი და იყოს დაბალკვალიფიციური. სწორედ ამიტომ, პაციენტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ექიმის კვალიფიკაციას და ენდობა მას. არ ვიქნები იდეალისტი და იმასაც ვიტყვი, რომ ამერიკაშიც არსებობენ ძლიერი და სუსტი ექიმები, მაგრამ ამ საკითხს იმდენად გლუვი კუთხეები აქვს, რომ სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის. ამიტომაც დამოკიდებულება პაციენტისა ექიმის მიმართ არის ნდობაზე დაყრდნობილი. წაიკთხეთ სტატია სრულად

-

"ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვითხოვოთ: "ახალ წელს ნათესავები არ ისტუმროთ", ასე არ მოხდება, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე"

"იმედია, ქვეყანა 24 დეკემბერს არ გაიხსნება, რადგან ის ძალიან პატარა მონაპოვარი იმდენად ფრთხილი ბალანსია, რომ აშვებით უფრო მეტად დავაზიანებთ საზოგადოებას" - გიორგი ფხაკაძე

"საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს" - ამირან გამყრელიძე