პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაიმართება მოლაპრაკებების მე-5 რაუნდი - რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში?
როდის გაიმართება მოლაპრაკებების მე-5 რაუნდი - რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ხერ­ხდე­ბა თუ არა შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, ეს საკ­თხი კვლავ ჰა­ერ­შია გა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მე-5 რა­უნ­დის გა­მარ­თვა არა და არ მო­ხერ­ხდა დღემ­დე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რის, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძის ვა­რა­უ­დით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­რი­გი რა­უნ­დი ამ კვი­რა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, შე­თან­ხმე­ბის სივ­რცე არ­სე­ბობს, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რმა პარ­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ურ და ძა­ლა­დობ­რივ სცე­ნარს ემიჯ­ნე­ბი­ან.

"ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ კვი­რა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შედ­გე­ბა. ზუსტ თა­რიღს დღეს ვერ გე­ტყვით, რად­გან რო­გორც იცით, ელ­ჩე­ბი აორ­გა­ნი­ზე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, მათი პრე­რო­გა­ტი­ვაა, რო­დის ჩა­ნიშ­ნა­ვენ შეხ­ვედ­რას. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, შე­თან­ხმე­ბის სივ­რცე არ­სე­ბობს. უკვე ძა­ლი­ან ბევ­რმა პარ­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ემიჯ­ნე­ბი­ან რე­ვო­ლუ­ცი­ურ და ძა­ლა­დობ­რივ სცე­ნარს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. რე­ა­ლუ­რად ორი დესტრუქ­ცი­უ­ლი პარ­ტია დარ­ჩა, რო­მე­ლიც ამ ძა­ლა­დობ­რივ სცე­ნარს აა­ნონ­სებს. იმ ჯან­საღ ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა სურთ, შე­თან­ხმე­ბის სივ­რცე არის. იმე­დი მაქვს, რომ ეს სა­ბო­ლოო რა­უნ­დიც შე­ჯე­რე­ბუ­ლი ტექ­სტით დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ხა­რა­ძემ.

სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, სერ­გო ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბი­თაც, მე­ხუ­თე რა­უნ­დი სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში შედ­გე­ბა, თუმ­ცა ზუს­ტი დრო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"ჩვენ და­სავ­ლე­ლი პარ­ტი­ო­რე­ბის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი საკ­მა­ოდ მკვეთ­რი გზავ­ნი­ლი და­ვი­ნა­ხეთ. შე­გახ­სე­ნებთ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძის და­ა­ნონ­სე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, გუ­შინ ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ ამ კვი­რა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი მზად იქ­ნე­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, დრო­ის შე­თან­ხმდე­ბა და მო­რი­გი რა­უნ­დი შედ­გე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რის ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში უმ­ძი­მეს ფონს ქმნის. თუმ­ცა, რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოპო­ზი­ცია მზად არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, რათა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია მო­ის­მი­ნოს.

ცნო­ბის­თვის, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პარ­ტი­ას, რო­მელ­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბი შე­უ­წყდე­ბა, ან რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში არ ჩა­ერ­თვე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყდე­ბა, ბი­უ­როს დღეს წა­რედ­გი­ნე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი „პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­დის. კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, იგი­ვე პარ­ტი­ე­ბი ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უფა­სო სა­ე­თე­რო დრო­ით.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხუმრობენ და მღერიან ფასილიტატორები!!!
9

გვეკაიფებიან, ბემურაზი ვიყო!

ქართველ ხალხს გვაღადავებენ!

tngh
12

"ნაც-ოპოზიციის" ღიმილის მომგვრელმა დემაგოგიამ აღცევნების ტოტალურად გაყალბების შესახებ სრული კრახი განიცადა მსოფლიო მასშტაბით. ამ უარგუმენტო და ფაქტების გარეშე გავრცელებული სიცრუე, მხოლოდ ელემენტარული არითმეტიკის არ მცოდნე "ნაც-აქტისტს" სჯერავს. მოლაპარაკებებზე ამ საკითხის დასმა უკვე სამარცხვინოც კი არის. სჯობს მომავალზე იფიქროს... ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როდის გაიმართება მოლაპრაკებების მე-5 რაუნდი - რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში?

როდის გაიმართება მოლაპრაკებების მე-5 რაუნდი - რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში?

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა, ეს საკთხი კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვა არა და არ მოხერხდა დღემდე.

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ვარაუდით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი რაუნდი ამ კვირაში გაიმართება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეთანხმების სივრცე არსებობს, რადგან ძალიან ბევრმა პარტიამ განაცხადა, რომ რევოლუციურ და ძალადობრივ სცენარს ემიჯნებიან.

"ვფიქრობ, მომავალ კვირაში მოლაპარაკებები შედგება. ზუსტ თარიღს დღეს ვერ გეტყვით, რადგან როგორც იცით, ელჩები აორგანიზებენ და შესაბამისად, მათი პრეროგატივაა, როდის ჩანიშნავენ შეხვედრას. თუმცა, ვფიქრობ, შეთანხმების სივრცე არსებობს. უკვე ძალიან ბევრმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი ემიჯნებიან რევოლუციურ და ძალადობრივ სცენარს, რაც ძალიან კარგია. რეალურად ორი დესტრუქციული პარტია დარჩა, რომელიც ამ ძალადობრივ სცენარს აანონსებს. იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებსაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური ვითარება სურთ, შეთანხმების სივრცე არის. იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო რაუნდიც შეჯერებული ტექსტით დასრულდება“, - განაცხადა სამხარაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებითაც, მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შედგება, თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

"ჩვენ დასავლელი პარტიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი საკმაოდ მკვეთრი გზავნილი დავინახეთ. შეგახსენებთ ევროკავშირის ელჩის, ამერიკელი სენატორების განცხადებას ბატონი კობახიძის დაანონსებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. ასევე, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ "ქართული ოცნების“ წარმომადგელების განცხადება, რომ ამ კვირაში სავარაუდოდ, ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისად, დროის შეთანხმდება და მორიგი რაუნდი შედგება“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ინიცირებული კანონპროექტები მოლაპარაკებების პროცესში უმძიმეს ფონს ქმნის. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, რათა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო პოზიცია მოისმინოს.

ცნობისთვის, კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილებები „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

"ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი" - გამყრელიძე და თურნავა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, საკითხზე გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს" - მიხეილ ჩხენკელი