სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება. აი, ახლაც, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს უჯრედებში მუტაციები ხდება. ჯერჯერობით კორონა ძალიან არ შეცვლილა" - პაატა იმნაძე
"ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება. აი, ახლაც, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს უჯრედებში მუტაციები ხდება. ჯერჯერობით კორონა ძალიან არ შეცვლილა" - პაატა იმნაძე

"შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კოა"

"ახა­ლი მუ­ტან­ტი ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა. აი, ახ­ლაც, მე და თქვენ რომ ვსა­უბ­რობთ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, ჩვენს უჯრე­დებ­ში მუ­ტა­ცი­ე­ბი ხდე­ბა. კო­რო­ნა ძა­ლი­ან არ შეც­ვლი­ლა. ერთი წე­ლია, რაც ვრცელ­დე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით გე­ნომ­ში ცვლი­ლე­ბა 01%-ია. თუ მე­ტით შე­იც­ვლე­ბა, არა­ვინ იცის, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს ცვლი­ლე­ბა - უა­რე­სი თუ უკე­თე­სი", - გა­ნა­ცხა­და კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამ­ზე სა­უბ­რი­სას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან".

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბით რა­საც ელო­დით, გა­მარ­თლდა? და იმა­ვე გეგ­მით გა­ნაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას?

- ვე­ლო­დით, რომ უნდა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის სწრა­ფი ზრდა და ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. დღე­ში 5 ათა­სამ­დე შემ­თხვე­ვა დას­ტურ­დე­ბო­და, შე­ზღუდ­ვებ­მა კი შე­დე­გი უკვე მო­ი­ტა­ნა. იმე­დი გვქონ­და, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებ­და პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, 65%-ს მა­ინც ვერ გავ­ცდით.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი კი შე­ჩერ­და, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლი­ან ბევ­რი მან­ქა­ნა და­დის, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცო­ბე­ბია თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში... მო­ბი­ლო­ბა შემ­ცირ­და?

- მო­ბი­ლო­ბა ტე­ლე­ფო­ნე­ბით იზო­მე­ბა. ამას "გუ­გლი" ან­გა­რი­შობს - ტე­ლე­ფო­ნი ხომ ყვე­ლას უდევს ჯი­ბე­ში. ისე, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია, თან და­ჩიპ­ვის რომ ეში­ნი­ათ და თან ტე­ლე­ფო­ნებს არ იშო­რე­ბენ... თქვენც შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ მო­ბი­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. ტე­ლე­ფო­ნე­ბით ით­ვლე­ბა, რო­გო­რია მოძ­რა­ო­ბა.

ახლა მთა­ვა­რია, დიდ­მა ჯგუ­ფებ­მა შორს არ ია­რონ, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდნენ. ამ ეტა­პის­თვის მო­ბი­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით გაზ­რდი­ლი არ არის. გა­ზა­ფხულ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი­სას 70%-ით შემ­ცირ­და მო­ბი­ლო­ბა, ახლა - 40%-ზე ოდ­ნავ მე­ტით, რაც საკ­მა­რი­სი არ არის. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კოა.

- ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ თქვენს მო­საზ­რე­ბას?

- ვნა­ხოთ... ეს მხო­ლოდ ჩვენს მო­საზ­რე­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
3

მუტანტები ნახე ვაქცინაციის შემდეგ, ეს ვაქცინა კი არაა, გენს ცვლის და აავადებს ადამიანს, მამაკაცები გახდებიან ნაზები, ქალური თვისებებით.

ნიკა
1

ქართველი მამაკაცები ვაქცინაციიდან 3 წელში: იი ქაა, რას ამბობ გოო, მეხი კი დავაყარე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება. აი, ახლაც, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს უჯრედებში მუტაციები ხდება. ჯერჯერობით კორონა ძალიან არ შეცვლილა" - პაატა იმნაძე

"ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება. აი, ახლაც, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს უჯრედებში მუტაციები ხდება. ჯერჯერობით კორონა ძალიან არ შეცვლილა" - პაატა იმნაძე

"შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა"

"ახალი მუტანტი ყოველთვის გამოჩნდება. აი, ახლაც, მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს უჯრედებში მუტაციები ხდება. კორონა ძალიან არ შეცვლილა. ერთი წელია, რაც ვრცელდება და ჯერჯერობით გენომში ცვლილება 01%-ია. თუ მეტით შეიცვლება, არავინ იცის, როგორი იქნება ეს ცვლილება - უარესი თუ უკეთესი", - განაცხადა კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან".

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- შეზღუდვების შემოღებით რასაც ელოდით, გამართლდა? და იმავე გეგმით განაგრძობთ მუშაობას?

- ველოდით, რომ უნდა შეჩერებულიყო შემთხვევათა რაოდენობის სწრაფი ზრდა და ეს მოვახერხეთ. დღეში 5 ათასამდე შემთხვევა დასტურდებოდა, შეზღუდვებმა კი შედეგი უკვე მოიტანა. იმედი გვქონდა, რომ შეზღუდვების პერიოდში მოიმატებდა პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც, თუმცა, სამწუხაროდ, 65%-ს მაინც ვერ გავცდით.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეჩერდა, მაგრამ ქალაქში ყოველდღიურად ძალიან ბევრი მანქანა დადის, მთელი დღის განმავლობაში საცობებია თითქმის ყველა უბანში... მობილობა შემცირდა?

- მობილობა ტელეფონებით იზომება. ამას "გუგლი" ანგარიშობს - ტელეფონი ხომ ყველას უდევს ჯიბეში. ისე, ღიმილის მომგვრელია, თან დაჩიპვის რომ ეშინიათ და თან ტელეფონებს არ იშორებენ... თქვენც შეგიძლიათ ნახოთ მობილობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტელეფონებით ითვლება, როგორია მოძრაობა.

ახლა მთავარია, დიდმა ჯგუფებმა შორს არ იარონ, უცხო ადამიანები ერთმანეთს იშვიათად შეხვდნენ. ამ ეტაპისთვის მობილობა ჯერჯერობით გაზრდილი არ არის. გაზაფხულზე შეზღუდვებისას 70%-ით შემცირდა მობილობა, ახლა - 40%-ზე ოდნავ მეტით, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა.

- ითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებას?

- ვნახოთ... ეს მხოლოდ ჩვენს მოსაზრებაზე არ არის დამოკიდებული... გააგრძელეთ კითხვა

.

"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში