სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე
"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შა­ბათ-კვი­რას კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან ამ დროს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იკ­ლებს და ამის ფონ­ზეა მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბაც. ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად შა­ბათ-კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯერ კი­დევ 2 000-დან 3 000-ის ფარ­გლებ­შია.

"შა­ბათ-კვი­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან ამ დროს ტეს­ტი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იკ­ლებს და ამის ფონ­ზეა ახლა, ასე­თი მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა. ჩვენ ჯერ ისევ 2 000-დან 3 000-ის ფარ­გლებ­ში ვართ“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან ისა­უბ­რა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­ვიდ-19-ის ახა­ლი შტა­მის თა­ო­ბა­ზეც, გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ის მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ ახა­სი­ა­თებს.

"რეს­პი­რა­ცი­ულ ვირუ­სებს ახა­სი­ა­თებთ მუ­ტა­ცი­ე­ბი, ამი­ტომ ეს შტა­მი ახა­ლი არ არის. ბრი­ტა­ნეთ­ში სექ­ტემ­ბერ­შიც და­ფიქ­სირ­და, უბ­რა­ლოდ, ახლა მეტი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვე­შაა. დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნა­ხეს, რომ უფრო მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა. თუმ­ცა არ ახა­სი­ა­თებს, რომ უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, ან კი­დევ უფრო მსუ­ბუ­ქი. ასე­თია ბრი­ტა­ნე­ლე­ბის და სხვა მეც­ნი­ე­რე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი. შტა­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სულ მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სის 208638 შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ვირუ­სის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში სულ 2094 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. სულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 180441 ადა­მი­ა­ნი.

ბოლო 24 სა­ათ­ში ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1731 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 39 პა­ცი­ენ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დევნილი კოლხი
1

დამსგავსებია ქართულ ოპოზიციას ვირუსიც და ეგაა რა! მერტივად ვრცელდება და მსუბუქად მიმდინარეობსო - ეს კარგია, ჩვენს ოპოზიციასაც იგივე ახასიათებს, მარტივად გავრცელებადი „ერთიანობა“ და მსუბუქი მიმდინარეობა, სახელი ჰქვია მრისხანე, თუმც კი არ არის საშიში! ვირუსისგან განსხვავებით, ოპოზიციის მიმართ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას იმუნიტეტი აქვს საკმაოდ ძლიერი, იმდენად ძლიერი, რომ ვაქცინაცია საჭირო არაა. 

დავით აღმაშენებელი
0

სასწრაფოდ გადაწიეთ კომენდატური საათი უფრო ადრე, 15 საათზე ყველაფერი უნდა დაიკეტოს, თორემ ხალხი იმდენ ფულს შოულობს მარგარინს და ლარიან ძეხვებს ყიდულობენ და ემართებათ სიმსივნეები, ეკონომიკა რომ სულ განულდება, ხალხი დაიწყებს მშრალ შიმშილს, რაც საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმიდან შხამების გამოსაყოფად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე

"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შაბათ-კვირას კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ დროს მოქალაქეებში ტესტირების ჩატარება იკლებს და ამის ფონზეა მკვეთრი შემცირებაც. ამის შესახებ გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად შაბათ-კვირის მონაცემებისა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2 000-დან 3 000-ის ფარგლებშია.

"შაბათ-კვირის მაჩვენებელი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ დროს ტესტირების მაჩვენებელი იკლებს და ამის ფონზეა ახლა, ასეთი მკვეთრი შემცირება. ჩვენ ჯერ ისევ 2 000-დან 3 000-ის ფარგლებში ვართ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ისაუბრა დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კოვიდ-19-ის ახალი შტამის თაობაზეც, გამყრელიძის თქმით, ის მარტივად ვრცელდება, თუმცა მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს.

"რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იგივეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 208638 შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 2094 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელებულია 180441 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებს

"აქ მინიმუმამდეა დაყვანილი ექიმის ჩარევა ორსულობაში, ზედმეტ წამლებს არ უნიშნავენ“ - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეან-გინეკოლოგი

"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული