მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს
პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს

ახალ­გაზ­რდა სე­ლექ­ცი­ო­ნერ-გე­ნე­ტი­კო­სი ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ნო­ემ­ბრის დამ­დეგს აშშ-დან დაბ­რუნ­და. მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა და უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღო - მას ახლა ნა­თე­სე­ბის ხა­რის­ხობ­რი­ვი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლია დრო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ბე­ქამ 18 თვე­ში მი­ი­ღო.

დღეს ის ჩვე­ნი სტუ­მა­რია და ამე­რი­კულ და ქარ­თულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბებს ერ­თმა­ნეთს ადა­რებს. ბექა ბა­ბუ­ის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ ოთარ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის კვალს გაჰ­ყვა. 24 წლის ახალ­გაზ­რდა მცე­ნა­რე­თა გე­ნე­ტი­კის დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ბა­ბუ­ას­თან ერ­თად სი­მინ­დის ჰიბ­რი­დე­ბის ავ­ტო­რიც. აშშ-ში სოია დნმ-ის დო­ნე­ზე შე­ის­წავ­ლა. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნე­ბი მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წილ­კან­ში ცხოვ­რო­ბენ. რო­გორ მოხ­ვდა სვა­ნე­ბის ოჯა­ხი იქ, თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- ქვე­მო სვა­ნე­თი­დან ვართ, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ხუ­რი­დან. თა­ვის დრო­ზე ბა­ბუა იქი­დან თბი­ლის­ში აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­მო­ვი­და. წილ­კან­ში სა­სე­ლექ­ციო სად­გურ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მერე იქ მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­უყ­ვეს, სახ­ლი აა­შე­ნა და და­ფუძნ­და. ბა­ბუა 88 წლის არის, პრო­ფე­სო­რია, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის დოქ­ტო­რი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი და ამ­ჟა­მა­დაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კვლე­ვით ცენ­ტრში მუ­შა­ობს.

თბი­ლის­ში კი და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ სო­ფელ წილ­კან­ში გა­ვი­ზარ­დე. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ბა­ბუ­ას იქ ჰყავ­და სა­ქო­ნე­ლი, ფუტ­კა­რი, ჰქონ­და ვე­ნა­ხი. სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ში ყვე­ლა ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი - დილა 6 სა­ათ­ზე იწყე­ბო­და, ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა მიგ­ვე­ხე­და და მერე ჩვენ-ჩვენს საქ­მე­ზე მივ­დი­ო­დით. სკო­ლა­ში თბი­ლის­ში დავ­დი­ო­დი. სა­ღა­მოს ისევ უნდა დაგ­ვე­ბი­ნა­ვე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი. მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ებ­ში ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი და მიყ­ვარ­და. წამ­ყვა­ნი ჩვენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ბა­ბუა იყო, ის სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­დი­ცი­ებ­შიც და­დი­ო­და, სა­დაც სე­ლექ­ცია-გე­ნე­ტი­კა­ში ცდებს ატა­რებ­დნენ. მეც ხში­რად დავ­ყვე­ბო­დი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვე. 14-15 წლის რომ გავ­ხდი, მე­თეს­ლე­ო­ბის მე­ურ­ნე­ო­ბა გა­ვა­კე­თეთ, სა­დაც სე­ლექ­ცი­ა­ზეც ვმუ­შა­ობ­დით.

ბა­ბუა სი­მინ­დის კულ­ტუ­რა­ზე მუ­შა­ობს, რომ მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სი­მინ­დი არ გა­ნად­გურ­დეს, გა­ახ­ლდეს, რა­შიც მეც ჩა­ვერ­თე. ახალ ჰიბ­რი­დებ­საც ვქმნი­დით. იმ პე­რი­ოდ­ში ბა­ბუ­ა­ჩე­მის ნაშ­რო­მე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რი მეც ვი­ყა­ვი. ვსწავ­ლობ­დი არა მარ­ტო ბა­ბუ­ის­გან, მისი მე­გობ­რე­ბის­გა­ნაც, ვეც­ნო­ბო­დი უცხო­ე­ლე­ბის შრო­მებ­საც.

- უდიპ­ლო­მო ყმაწ­ვილ­მა მეც­ნი­ერ­მა შემ­დგომ სწავ­ლა რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვი­ტეთ?

- ვი­ნა­ი­დან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ბევ­რი რამ ვი­ცო­დი, სწავ­ლა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რძე­ლე, რაც თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში და­მეხ­მა­რა, მა­გის­ტრა­ტუ­რის გავ­ლა კი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დავ­წყვი­ტე. იქ გა­ვი­გე, რომ ფერ­მერ­თა დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ას გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და კონ­კურ­სი - გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა ანა­ზღა­უ­რე­ბით აშშ-ში, მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და ჩემი სა­ბუ­თე­ბი პროგ­რა­მა "მას­ტინ­ტერ­ნე­ი­შე­ნე­ლის" ეგი­დით მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაგ­ზავ­ნეს. გა­ვი­და ხანი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რო­ნო­მი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა გე­ნე­ტი­კის კა­თედ­რი­დან მოწ­ვე­ვა მო­ვი­და და გა­ვემ­გზავ­რე, აქ კი აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე.

- რო­გორც გა­ვი­გე, იქ 18 თვე ყო­ფილ­ხართ და, ალ­ბათ, მო­სა­ყო­ლიც ბევ­რია...

- მკვლევ­რის ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი, ვმუ­შა­ობ­დი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც ბიო- და ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბი კეთ­დე­ბო­და. ასის­ტენ­ტო­ბას ვუ­წევ­დი თით­ქმის ყვე­ლა მკვლე­ვარს, ვინც იქ მუ­შა­ობ­და. ეს და­მეხ­მა­რა, რომ მეტი კონ­ტაქ­ტი, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­მე­ძი­ნა. კა­თედ­რა დიდ სა­სე­ლექ­ციო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. დაკ­ვირ­ვე­ბა სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა აქ­ცენ­ტი უფრო სო­ი­ა­სა და ხორ­ბალ­ზე იყო.

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, ამ დარ­გებ­ში რა გან­სხვა­ვე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის?

- დიდი და­ფი­ნან­სე­ბა. ეს დარ­გე­ბი დიდ თან­ხებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს სა­ჭი­რო­ებს. თუ პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, შე­დე­გიც უფრო დიდი მო­აქვს. იქ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს ტექ­ნი­კა მარ­თავს. მა­გა­ლი­თად, კომ­ბა­ინ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია სენ­სო­რე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით იზო­მე­ბა წონა, ტე­ნი­ა­ნო­ბა, ჩვენ­თან კი ხე­ლით კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. აქ მუ­შა­ო­ბა 2-3 ათას ნი­მუ­შ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, იქ - 100-150 ათას­ზე. პა­სუ­ხი სწო­რი, სწრა­ფი და ხა­რის­ხი­ა­ნია. კვლე­ვებ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან რო­გორც მა­გის­ტრან­ტე­ბი, ისე დოქ­ტო­რან­ტე­ბი და მო­მავ­ლის თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლია დრო­ნი, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, მას ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­ში. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ფო­ტო­ებს იღე­ბენ, ად­გე­ნენ, ამა თუ იმ კულ­ტუ­რას რა და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რაც ხარ­ჯებს ამ­ცი­რებს. ერთი გა­დაფ­რე­ნით ყვე­ლა პრო­ცესს აღ­ნუს­ხავს და დი­დძალ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებს.

- რო­გორ აპი­რებთ აშშ-ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სამ­შობ­ლო­ში გა­მო­ყე­ნე­ბას?

- იქა­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად ვერ გა­მო­ვი­ყე­ნო, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არა გვაქვს. ისე­დაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლია ამ დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე სე­ლექ­ცი­ა­ზე ვერ იმუ­შა­ვებს. გვაქვს გა­ნა­თე­ბის პრობ­ლე­მაც. შე­საძ­ლოა ფერ­მერს შეს­თა­ვა­ზო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის თეს­ლი, მაგ­რამ არ იცო­დეს მისი მოვ­ლა-და­მუ­შა­ვე­ბა...

- დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ სფე­რო­ში რა არის თქვე­ნი პროგ­რა­მა-მაქ­სი­მუ­მი?

- აშშ-ში ერთ კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე - და­ვე­უფ­ლე ჯი-პი-ესის სის­ტე­მებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით თეს­ვა ხდე­ბა. სა­თეს მან­ქა­ნა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რი, კოს­მო­სი­დან მო­დის ჯი-პი-ეს სიგ­ნა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი იმარ­თე­ბა: რა და­შო­რე­ბა უნდა იყოს ნა­თე­სებ­ში, რამ­დე­ნი მარ­ცვა­ლი ჩა­ი­ყა­როს. ამ ყვე­ლა­ფერს პროგ­რა­მა ას­რუ­ლებს, ადა­მი­ა­ნი კი ზის ტრაქ­ტორ­ზე და მას მე­ქა­ნი­კუ­რად მარ­თავს. მი­წე­ბის 70% მე თვი­თონ ამ სის­ტე­მით დავ­თე­სე. იქ კარ­გად გა­ვერ­კვიე დრო­ნე­ბის კვლე­ვი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. პი­რა­დად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი იმ პრო­ექტს, რომ­ლის ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო ნა­თეს­ში პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბის შე­ტა­ნა დრო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და დრო­ნით ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. იქ ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე დრო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არა გაქვს და ავი­ღე. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გეგ­მებს - ფერ­მე­რებ­თან სა­მუ­შაო არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა მსურს. იქ ყვე­ლა­ზე დიდი კო­ზი­რი ის არის, რომ ფერ­მე­რე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ არი­ან ჩარ­თუ­ლი. თუ არ არი­ან, აგ­რო­ნომს ქი­რა­ო­ბენ. ჩემს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მე­თეს­ლე­ო­ბის მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას ვა­პი­რებ. ახა­ლი ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა, მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბაა სა­ჭი­რო, ფერ­მე­რე­ბის­თვის სი­ახ­ლე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ამ საქ­მე­ში საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის და­ნერგვაც, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი მა­სა­ლის შე­მო­ტა­ნა. ეს ისე­თი სფე­როა, რო­მე­ლიც ჩვენს გლეხს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და. სე­ლექ­ცია მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ამი­ტო­მაც გვქონ­და ხორ­ბლის უამ­რა­ვი ჯიში. პირ­ველ მო­სა­ვალს რომ აი­ღებ­დნენ, სა­უ­კე­თე­სო თესლს აარ­ჩევ­დნენ და მო­მა­ვალ წელს თე­სავ­დნენ. მოკ­ლედ, გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ciuri
20

ai asetebze gaaketet siujeti.ar damgalet melia da mistanebit.

დაგეწვათ ჯანი.
0

კარგია, გვასწავლის ქართველებს იმას, რაც ხელისუფლებებმა დაანგრიეს, მცენარეების ჯიშების გამოყვანას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს

პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს

ახალგაზრდა სელექციონერ-გენეტიკოსი ბექა ლიპარტელიანი ნოემბრის დამდეგს აშშ-დან დაბრუნდა. მინესოტის უნივერსიტეტში სტაჟირება გაიარა და უმაღლესი კვალიფიკაცია მიიღო - მას ახლა ნათესების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შემოწმება შეუძლია დრონის საშუალებით. ეს გამოცდილება ბექამ 18 თვეში მიიღო.

დღეს ის ჩვენი სტუმარია და ამერიკულ და ქართულ სოფლის მეურნეობებს ერთმანეთს ადარებს. ბექა ბაბუის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ ოთარ ლიპარტელიანის კვალს გაჰყვა. 24 წლის ახალგაზრდა მცენარეთა გენეტიკის დარგის პროფესიონალია და ბაბუასთან ერთად სიმინდის ჰიბრიდების ავტორიც. აშშ-ში სოია დნმ-ის დონეზე შეისწავლა. ლიპარტელიანები მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ცხოვრობენ. როგორ მოხვდა სვანების ოჯახი იქ, თავად გვიამბობს.

- ქვემო სვანეთიდან ვართ, ლენტეხის რაიონის სოფელ კახურიდან. თავის დროზე ბაბუა იქიდან თბილისში აგრარული განათლების მისაღებად ჩამოვიდა. წილკანში სასელექციო სადგურში დაიწყო მუშაობა, მერე იქ მიწის ნაკვეთი გამოუყვეს, სახლი ააშენა და დაფუძნდა. ბაბუა 88 წლის არის, პროფესორია, მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ამჟამადაც სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრში მუშაობს.

თბილისში კი დავიბადე, მაგრამ სოფელ წილკანში გავიზარდე. ჩემს ბავშვობაში ბაბუას იქ ჰყავდა საქონელი, ფუტკარი, ჰქონდა ვენახი. სამეურნეო საქმეში ყველა ვიყავით ჩართული - დილა 6 საათზე იწყებოდა, ყველაფრისთვის უნდა მიგვეხედა და მერე ჩვენ-ჩვენს საქმეზე მივდიოდით. სკოლაში თბილისში დავდიოდი. საღამოს ისევ უნდა დაგვებინავებინა ყველაფერი. მოკლედ, ამ საქმეებში ბავშვობიდანვე ვიყავი ჩართული და მიყვარდა. წამყვანი ჩვენს მეურნეობაში ბაბუა იყო, ის სამეცნიერო ექსპედიციებშიც დადიოდა, სადაც სელექცია-გენეტიკაში ცდებს ატარებდნენ. მეც ხშირად დავყვებოდი და დიდი გამოცდილება დავაგროვე. 14-15 წლის რომ გავხდი, მეთესლეობის მეურნეობა გავაკეთეთ, სადაც სელექციაზეც ვმუშაობდით.

ბაბუა სიმინდის კულტურაზე მუშაობს, რომ მაღალხარისხიანი სიმინდი არ განადგურდეს, გაახლდეს, რაშიც მეც ჩავერთე. ახალ ჰიბრიდებსაც ვქმნიდით. იმ პერიოდში ბაბუაჩემის ნაშრომების თანაავტორი მეც ვიყავი. ვსწავლობდი არა მარტო ბაბუისგან, მისი მეგობრებისგანაც, ვეცნობოდი უცხოელების შრომებსაც.

- უდიპლომო ყმაწვილმა მეცნიერმა შემდგომ სწავლა რა მიმართულებით გადაწყვიტეთ?

- ვინაიდან სოფლის მეურნეობაში ბევრი რამ ვიცოდი, სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე, რაც თვალსაწიერის გაფართოებაში დამეხმარა, მაგისტრატურის გავლა კი აგრარულ უნივერსიტეტში გადავწყვიტე. იქ გავიგე, რომ ფერმერთა დაცვის ასოციაციას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი - გაცვლითი პროგრამა ანაზღაურებით აშშ-ში, მინესოტის უნივერსიტეტში. გავიარე გასაუბრება და ჩემი საბუთები პროგრამა "მასტინტერნეიშენელის" ეგიდით მინესოტის უნივერსიტეტში გაგზავნეს. გავიდა ხანი და უნივერსიტეტის აგრონომიისა და მცენარეთა გენეტიკის კათედრიდან მოწვევა მოვიდა და გავემგზავრე, აქ კი აკადემიური ავიღე.

- როგორც გავიგე, იქ 18 თვე ყოფილხართ და, ალბათ, მოსაყოლიც ბევრია...

- მკვლევრის ასისტენტი ვიყავი, ვმუშაობდი ლაბორატორიაში, სადაც ბიო- და ქიმიური ანალიზები კეთდებოდა. ასისტენტობას ვუწევდი თითქმის ყველა მკვლევარს, ვინც იქ მუშაობდა. ეს დამეხმარა, რომ მეტი კონტაქტი, ცოდნა და გამოცდილება შემეძინა. კათედრა დიდ სასელექციო პროექტზე მუშაობდა. დაკვირვება სხვადასხვა მცენარეზე მიმდინარეობდა, თუმცა აქცენტი უფრო სოიასა და ხორბალზე იყო.

- თქვენი დაკვირვებით, ამ დარგებში რა განსხვავებაა საქართველოსა და აშშ-ს შორის?

- დიდი დაფინანსება. ეს დარგები დიდ თანხებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს საჭიროებს. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, შედეგიც უფრო დიდი მოაქვს. იქ თითქმის ყველაფერს ტექნიკა მართავს. მაგალითად, კომბაინზე დამონტაჟებულია სენსორები, რომელთა საშუალებით იზომება წონა, ტენიანობა, ჩვენთან კი ხელით კეთდება ყველაფერი. აქ მუშაობა 2-3 ათას ნიმუშზე მიმდინარეობს, იქ - 100-150 ათასზე. პასუხი სწორი, სწრაფი და ხარისხიანია. კვლევებში ჩართული არიან როგორც მაგისტრანტები, ისე დოქტორანტები და მომავლის თემებზე მუშაობენ. კვლევაში ჩართულია დრონი, უპილოტო საფრენი აპარატი, მას ფართოდ იყენებენ სამეცნიერო მუშაობაში. მისი საშუალებით ფოტოებს იღებენ, ადგენენ, ამა თუ იმ კულტურას რა დაავადება აქვს, რაც ხარჯებს ამცირებს. ერთი გადაფრენით ყველა პროცესს აღნუსხავს და დიდძალ ინფორმაციას აგროვებს.

- როგორ აპირებთ აშშ-ში მიღებული გამოცდილების სამშობლოში გამოყენებას?

- იქაური გამოცდილება აქ შეიძლება სრულად ვერ გამოვიყენო, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები არა გვაქვს. ისედაც, საქართველოში ძნელია ამ დარგების განვითარება, რადგან სახელმწიფო ხალხის ჩართულობის გარეშე სელექციაზე ვერ იმუშავებს. გვაქვს განათების პრობლემაც. შესაძლოა ფერმერს შესთავაზო მაღალი ხარისხის თესლი, მაგრამ არ იცოდეს მისი მოვლა-დამუშავება...

- დაბრკოლებების მიუხედავად, ამ სფეროში რა არის თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი?

- აშშ-ში ერთ კერძო კომპანიაში სამეცნიერო მუშაობაში ვიყავი ჩართული და დიდი გამოცდილება მივიღე - დავეუფლე ჯი-პი-ესის სისტემებს, რომელთა დახმარებით თესვა ხდება. სათეს მანქანაზე დამონტაჟებულია კომპიუტერი, კოსმოსიდან მოდის ჯი-პი-ეს სიგნალი და ყველაფერი იმართება: რა დაშორება უნდა იყოს ნათესებში, რამდენი მარცვალი ჩაიყაროს. ამ ყველაფერს პროგრამა ასრულებს, ადამიანი კი ზის ტრაქტორზე და მას მექანიკურად მართავს. მიწების 70% მე თვითონ ამ სისტემით დავთესე. იქ კარგად გავერკვიე დრონების კვლევითი დანიშნულებით გამოყენებაში. პირადად ვხელმძღვანელობდი იმ პროექტს, რომლის ერთი მიმართულება იყო ნათესში პესტიციდებისა და შხამქიმიკატების შეტანა დრონის საშუალებით და დრონით ფოტოების გადაღება. იქ ლიცენზიის გარეშე დრონის გამოყენების უფლება არა გაქვს და ავიღე. რაც შეეხება ჩემს გეგმებს - ფერმერებთან სამუშაო არეალის გაფართოება მსურს. იქ ყველაზე დიდი კოზირი ის არის, რომ ფერმერები უნივერსიტეტის საქმიანობაში უშუალოდ არიან ჩართული. თუ არ არიან, აგრონომს ქირაობენ. ჩემს მეურნეობაში მეთესლეობის მეტად განვითარებას ვაპირებ. ახალი ჯიშების გამოყვანის გარეშე არაფერი გამოვა, მუდმივად განვითარებაა საჭირო, ფერმერებისთვის სიახლეების შეთავაზება. კარგი იქნებოდა ამ საქმეში საფრენი აპარატების დანერგვაც, ასევე ქვეყანაში ახალი მასალის შემოტანა. ეს ისეთი სფეროა, რომელიც ჩვენს გლეხს ყოველთვის აინტერესებდა. სელექცია მუდმივად მიმდინარეობდა, ამიტომაც გვქონდა ხორბლის უამრავი ჯიში. პირველ მოსავალს რომ აიღებდნენ, საუკეთესო თესლს აარჩევდნენ და მომავალ წელს თესავდნენ. მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებ.

ხელჩართული ჩხუბი დმანისში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

ჩოხატაურში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, წაქცეულია ხეები

"თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი