სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება - რას აცხადებენ ჯანმოში და რა არის ცნობილი ახალი ვირუსის შესახებ
კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება - რას აცხადებენ ჯანმოში და რა არის ცნობილი ახალი ვირუსის შესახებ

კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მელ­მაც მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და, ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში და­ფიქ­სირ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. ის უკვე ვრცელ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ამის შე­სა­ხებ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტმა მა­რია ვან კერკჰო­ვემ „ბი-ბი-სის“ გა­ნუ­ცხა­და.

„დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ის აღ­მო­ა­ჩი­ნა სექ­ტემ­ბერ­ში. ის გაჩ­ნდა ინ­გლი­სის სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ჩვენ მუდ­მი­ვად ვხე­დავთ, რო­გორ ვლინ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მუ­ტა­ცია. სა­ჭი­როა მათი შეს­წავ­ლა, რო­გორ ვრცელ­დე­ბა და რა შე­დე­გე­ბი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა და დას­ძი­ნა, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვირუ­სის მუ­ტა­ცია, ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და და­ნი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დებ­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცით, იგი ”მჭიდ­რო კავ­შირ­შია” გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გა­ჩე­ნის გამო.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ არ ით­ვლე­ბა, რომ ის უფრო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.

სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ინ­გლი­სის დიდ ნა­წილ­ში, ლონ­დო­ნის ჩათ­ვლით, ახა­ლი, უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გამო.

ამას­თან, არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად რე­ა­გი­რებს ვაქ­ცი­ნებ­ზე.

კვი­რას, ნი­დერ­ლან­დებ­მა შე­მო­ი­ღო სამ­გზავ­რო ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გამო. აკ­რძალ­ვა ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა 1-ელ იან­ვრამ­დე.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხის წინ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი სა­ხე­ო­ბის 1000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა ქვეყ­ნის 60-ზე მეტ სხვდას­ხვა რე­გი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართა ლი
20

ამ კოვიდ-19 მა ამის შემქმნელებს და დამკვეთს ვერ მიცა ეტყობა ის შედეგი რასაც ელოდნენ და ეხლა კიდევ უფრო საშინელი რამე შექმნეს... მაგრამ ვერც ამით ვერ მიაღწევენ ვერაფერს...თუ ვინმეს არ მოეწონება ჩემი აზრი, კახი კალაძეს დაეკითხოს ასეთ მომენტში რა უნდა ქნას...

La Corona
21

Gaaumjobeses :)) shedegad varaudoben met panikas da met shemosavals.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება - რას აცხადებენ ჯანმოში და რა არის ცნობილი ახალი ვირუსის შესახებ

კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება - რას აცხადებენ ჯანმოში და რა არის ცნობილი ახალი ვირუსის შესახებ

კორონავირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ის უკვე ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ „ბი-ბი-სის“ განუცხადა.

„დიდმა ბრიტანეთმა ის აღმოაჩინა სექტემბერში. ის გაჩნდა ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთში. ჩვენ მუდმივად ვხედავთ, როგორ ვლინდება კორონავირუსის მუტაცია. საჭიროა მათი შესწავლა, როგორ ვრცელდება და რა შედეგები აქვს“, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი ვირუსის მუტაცია, ასევე გამოვლინდა დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის გამო.

მათივე ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის დიდ ნაწილში, ლონდონის ჩათვლით, ახალი, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო.

ამასთან, არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ახალი ვარიანტი განსხვავებულად რეაგირებს ვაქცინებზე.

კვირას, ნიდერლანდებმა შემოიღო სამგზავრო ფრენების აკრძალვა დიდი ბრიტანეთიდან ახალი ვარიანტის გამო. აკრძალვა ძალაში დარჩება 1-ელ იანვრამდე.

BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხის წინ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. კორონავირუსის ახალი სახეობის 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ სხვდასხვა რეგიონში დაფიქსირდა.

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ინფიცირებული პირებიც უნდა აიცრან

შვეიცარიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა