სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც შეინარჩუნოთ აკრძალვების დიდი ნაწილი" - ჟურნალისტი ია თინიკაშვილი პრემიერს ღია წერილით მიმართავს
"გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც შეინარჩუნოთ აკრძალვების დიდი ნაწილი" - ჟურნალისტი ია თინიკაშვილი პრემიერს ღია წერილით მიმართავს

ჟურ­ნა­ლის­ტი ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, სამი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. ჟურ­ნა­ლის­ტი წე­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს:

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, მე ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი ვარ, ჟურ­ნა­ლის­ტი. კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ამ­დე, მეც და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მიც­ნობს, თვლი­და, რომ ჩემ­სა­ვით ჯან­მრთე­ლი და მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა, ეს - კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე... მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად დაც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ირ­გვლივმყო­ფე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო, მა­ინც და­ვინ­ფი­ცირ­დი - 14 ნო­ემ­ბერს, პირ­ვე­ლი სიმპტო­მის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­სა და სტა­ცი­ო­ნა­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით არ მი­სარ­გებ­ლია. ვი­ნა­ი­დან, გარ­კვე­უ­ლი სა­ვე­ლე მომ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი მქონ­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ექთ­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა შე­მეძ­ლო, ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით, იზო­ლი­რე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ სივ­რცე­ში მკურ­ნა­ლო­ბა ვარ­ჩიე.

კო­ვი­დი ორი კვი­რის შემ­დეგ წა­ვი­და, ჩავ­თვა­ლე - მშვი­დო­ბი­ა­ნად, თუმ­ცა, მეც შევ­ცდი და მე­დი­კო­სე­ბიც... 5 დე­კემ­ბრი­დან ჩემს ორ­გა­ნიზ­მში ისეთ­მა უც­ნა­ურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა იჩი­ნა თავი, რომ 14 დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­ვა­ტა­რე და სამი (!) გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

სტა­ცი­ო­ნა­რი დავ­ტო­ვე, მაგ­რამ წინ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის თით­ქმის ორი თვე მაქვს. მა­ნამ­დე კი, მე და­ბე­ჯი­თე­ბით შე­მეძ­ლო თქმა, რომ და­ვუშ­ვათ, თქვენ­ზე, ან უამ­რავ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ზე ჯან­მრთე­ლი ვი­ყა­ვი.

ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, მე, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ძალ­ზე დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა ამ მძი­მე ორი კვი­რის და ტკი­ვი­ლე­ბის და­სა­ვი­წყებ­ლად, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ამ­ჟა­მად დად­გე­ნი­ლი აკ­რძალ­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი. ვი­საც ეს უმ­ძი­მე­სი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ვე­რა­გი ვირუ­სი არ შე­ხე­ბია, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ჯე­როვ­ნად კვლავ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებს და რის­კებს. ჩვენს ირ­გვლივ კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი 2 094 ადა­მი­ა­ნის სუ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მა­ინც, ამ ერთხელ, ამ ერთ ახალ წელს, ნუ ვილ­ხენთ და ნუ ვი­ქე­ი­ფებთ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისო
6
სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, არ გაგიგონიათ? ნეტავ იმათ, ვინც სიკვდილს არ იცნობს!ღმერთმა ნურც გააცნოთ, ღმერთმა ყველა დაიფაროს!
დოდო
7

გაიხარე ია,სრულიად გეთანხმები რომ აკრძალვები არ უნდა გაუქმდეს და მდგომარეობის შესაბამისად აღვნიშნოთ ეს ახალი წელი,მაგრამ აკრძალვების მიუხედავად,არა მგონია ადამიანების უმრავლესობამ ეს შეიგნოს,ეს ჩანს იქიდანაც რომ ყოველდღიურად რამდენს აჯარიმებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც შეინარჩუნოთ აკრძალვების დიდი ნაწილი" - ჟურნალისტი ია თინიკაშვილი პრემიერს ღია წერილით მიმართავს

"გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც შეინარჩუნოთ აკრძალვების დიდი ნაწილი" - ჟურნალისტი ია თინიკაშვილი პრემიერს ღია წერილით მიმართავს

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, რომელსაც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. ჟურნალისტი წელის სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ბატონო პრემიერო, მე ია თინიკაშვილი ვარ, ჟურნალისტი. კოვიდ 19-ის პანდემიამდე, მეც და ყველა ის ადამიანი, ვინც მიცნობს, თვლიდა, რომ ჩემსავით ჯანმრთელი და მყარი იმუნიტეტის მქონე ადამიანი იშვიათია, თუმცა, ეს - კორონავირუსამდე... მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების რეგულარულად დაცვის მიუხედავად, ირგვლივმყოფების დაუდევრობის გამო, მაინც დავინფიცირდი - 14 ნოემბერს, პირველი სიმპტომის აღმოჩენისთანავე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა. კოვიდსასტუმროსა და სტაციონარის მომსახურებით არ მისარგებლია. ვინაიდან, გარკვეული საველე მომზადება გავლილი მქონდა და საკუთარი თავისთვის ელემენტარული საექთნო დახმარების გაწევა შემეძლო, ექიმებთან კონსულტაციით, იზოლირებულ საცხოვრებელ სივრცეში მკურნალობა ვარჩიე.

კოვიდი ორი კვირის შემდეგ წავიდა, ჩავთვალე - მშვიდობიანად, თუმცა, მეც შევცდი და მედიკოსებიც... 5 დეკემბრიდან ჩემს ორგანიზმში ისეთმა უცნაურმა ცვლილებებმა იჩინა თავი, რომ 14 დღე საავადმყოფოების სტაციონარში გავატარე და სამი (!) გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.

სტაციონარი დავტოვე, მაგრამ წინ რეაბილიტაციის თითქმის ორი თვე მაქვს. მანამდე კი, მე დაბეჯითებით შემეძლო თქმა, რომ დავუშვათ, თქვენზე, ან უამრავ სხვა მოქალაქეზე ჯანმრთელი ვიყავი.

ბატონო გიორგი, მე, კოვიდგადატანილი ერთი მოქალაქე, რომელსაც ძალზე დიდი დრო დასჭირდება ამ მძიმე ორი კვირის და ტკივილების დასავიწყებლად, უმორჩილესად გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ამჟამად დადგენილი აკრძალვების დიდი ნაწილი. ვისაც ეს უმძიმესი, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ვერაგი ვირუსი არ შეხებია, სამწუხაროდ, ბევრი ჯეროვნად კვლავ ვერ აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს და რისკებს. ჩვენს ირგვლივ კოვიდით გარდაცვლილი 2 094 ადამიანის სულის პატივისცემის ნიშნად მაინც, ამ ერთხელ, ამ ერთ ახალ წელს, ნუ ვილხენთ და ნუ ვიქეიფებთ".

"კატეს" შეუძლია გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი" - რას წერს ზურაბ გურული?

"უკვე 6 წლის... გაეღვიძა, ვერ იძინებს. ეიფორიით ხსნის საჩუქრებს" - ნიკა მელია იუბილარი შვილის ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს

"კოვიდ პანდემია, მკურნალობა და ზრუნვა..." - ემოციური კადრები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან